რას არ ეკითხებიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარ საკრებულოს თავმჯდომარეს

მთავარი თემა

რას არ ეკითხებიან ბიძინა ივანიშვილის მეგობარ საკრებულოს თავმჯდომარეს

2014 ნოე 10 18:33:54

_ დამთავრდა, სამწუხაროდ, აღარ მირიცხავენ ფულს, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომელსაც ინტერვიუს თხოვნით რამდენჯერმე უშედეგოდ მივმართეთ.

ეს ინტერვიუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის კაბინეტში ჩაიწერა, სადაც დარჩიას შემთხვევით შევხდით.

_ თქვენ არ გაქვთ ჩემთან შეხვედრის სურვილი და ინტერვიუ როგორ უნდა ჩაგვეწერა? _ აქეთ გვისაყვედურა საკრებულოს თავმჯდომარემ.

_ ბატონო დავით, რამდენიმე ჩანაწერი შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ, რომელიც ადასტურებს, რომ შეხვედრაზე ვერ დაგითანხმეთ. უფრო სწორად, რამდენჯერმე დაგვპირდით, მაგრამ არ შეგვხვდით. მერე სამსახურში გეწვიეთ და ოზურგეთში მყოფმა, მდივანს ათქმევინეთ, რომ თბილისში იყავით.

_ მივდიოდი მაშინ... ჩანაწერი გაქვთ? გამოაქვეყნეთ ახლა, რა ვუყოთ _ ხდება ხოლმე. თქვენ ტელეფონშიც გინდოდათ რაღაცის ახსნა, მაგრამ ტელეფონში ყველაფერი არ იხსნება.

_ ახლა შემთხვევით შევხვდით და იქნებ, გვითხრათ ვინ გიხდიდათ ყოველწლიურად 15 000 ლარს, რომელსაც, როგორც თქვენ განმარტავთ, "კაი კაცობისთვის" და "ვაჟკაცობისთვის" იმსახურებდით...

_ თქვენ ხომ იცით ვინაა ჩემი მეგობარი (დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილის კურსელია. ავტ.)? თქვენმა მეგობარმა რომ რაიმე გაჩუქოთ, მე რა ხელი მაქვს მაგასთან და რატომ უნდა გამოვეკიდო?

_ არაფერს ვეკიდებით, ბატონო დავით, დავინტერესდით ოფიციალური ინფორმაციით და გკითხეთ, ვინ გჩუქნიდათ თანხას საჯარო მოხელეს...

_ ხო, მაგრამ უკანონო არაფერი გამიკეთებია. სახელმწიფოსთან პირნათელი ვარ.

მისივე თქმით, პირნათელია ხალხთანაც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წნეხიდან გაათავისუფლა. დარჩია ამბობს, რომ ქვეყანა წინ მიდის და ამის ფონზე, ხელფასების მომატების სურვილში "სასწაული არაფერია":

_ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. სასწაულს ნუ ქმნით აქედან. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. ვითხოვთ იმ ზედა ზღვარს, რაც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მე რაღაც სამასი ლარი მომემატება, მეტი კი არა.

_ "რაღაც სამასი ლარი" ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოველთვიური შემოსავალია, უფრო ბევრს კი ეს თანხაც არ აქვს.

_ ხო, რა ვიცი. ერთს გეტყვით _ მაგალითად, "ნაციონალების" დროს, ბენზინის იმპორტიორი ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელი იყო, დღეს კი ორასია რეგისტრირებული, ვისაც ნავთობის შემოტანა შეუძლია. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გუბერნიის შენობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტია:

_ მე ბევრი არაფერი ვიცი, ფეისბუქზე ვნახე ფოტოები. ვერ ააშენებს, რადგან ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ღმერთმა დაიფაროს, რომ პარკში ააშენოს _ იქ იმდენი ხე იქნება მოსაჭრელი, რომ იქნებ, არც ღირდეს არც გუბერნია და არც არავინ.

_ ბატონო დავით, საკმაოდ პატარა კაბინეტი გამოგიყვეს. პრეტენზია ხომ არ გაქვთ?

_ ფართის პრობლემა ნამდვილად გვაქვს _ სამუშაო გარემო არ არის. ბოდიში და თავზე აზის ხალხი ერთმანეთს. ამას არანაირი სამუშაო პირობა არ ქვია. ისე, წესით და კანონით, ჩვენ ვართ თემთა მუნიციპალიტეტი, ჩვენთვის უნდა მოეცათ ეს ფული და ჩვენ ავიშენებდით ახალ შენობას.

_ სამხარეო პოლიციის ყოფილ შენობაზე არ გიფიქრიათ, ახალი რომ არ აიშენოთ და ფული ზედმეტად რომ არ ხარჯოთ?

_ კი, კარგია იქნება, მაგრამ მაგას მე რომ არ მეკითხებიან, ხომ იცით?!

_ თქვენ ხომ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ. რას ნიშნავს, არ გეკითხებიან?

_ გუბერნია რას იზამს, მე რა ვიცი?! გადავიდეს, კაცო! საერთოდ ჩემს პოზიციას გაგაცნობთ _ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სოფელ ოზურგეთში უნდა გადავიდეთ, ახლოს არის ქალაქთან. რაღაცნაირად გამოცოცხლდება სოფლის ცენტრი. გადასვლა შესაძლებელია ნატანებშიც... ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?!

_ შეკვეთილში ხომ არ აჯობებს?

_ ეგ უკეთესი, _ ამბობს დარჩია, რომლის განმარტებით, მის მეგობარს (საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ავტ.) შენობის აშენებას ნამდვილად ვერ სთხოვს:

_ თხოვნა კი შემიძლია, მაგრამ გააჩნია, რას ვთხოვ. შენობას ვერ ვეტყვი. ისე, რა ვუთხრა, სად უნდა ამიშენოს _ ქალაქში თუ შეკვეთილში?! თავად გადაწყვეტს და თუ საჭიროა, ააშენებს.

გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ გუბერნატორთან დაპირისპირება აქვს, დავით დარჩია უარყოფს და ამბობს, რომ "ხანდახან კამათი ისე მოსდით, სამუშაო გარემოში"

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მომწონს, კარგი ბიჭია, ახალგაზრდა. მერიც მომწონს. გამოცდილება აქვს და მუშაობა იცის.

_ გუბერნატორი?

_ ჩემს მოწონებაზეა ეგ? ეგებ, მეც არ მოვწონვარ ხალხს, _ დასძენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის სახელს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებაც უკავშირდება:

 "აი, ოზურგეთში, მაგალითად, როდესაც ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და მეუბნება, რომ იქაური პოლიციის უფროსი მივიდა მასთან და ეუბნება, რაღა გინდა ამ პარტიაში, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი ალასანია იქნება პრეზიდენტი და ჯობია, იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა აქო. აი, ეს ელემენტარული უყურადღებობა იყო ირაკლის მხრიდან, რაც სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში...”, _ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის იანვარში, ალასანიას ვიცეპრემიერობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ამ განცხადებას გურიაში ალასანიას კადრების გათავისუფლებაც მოჰყვა, თუმცა, ამ თემაზე მაშინ დარჩიას კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით, ჩვენი წყარო ამტკიცებდა, რომ პრემიერის მეგობარს გუბერნატორობა სურდა და ამ საკითხზე დედაქალაქში რამდენჯერმე იყო ჩასული, როგორც "ბიძინას კაცი", თანამდებობასაც კატეგორიულად ითხოვდა.

გუბერნატორობის სურვილს და თბილისში ვიზიტებს დავით დარჩია "გურია ნიუსთან" საუბრისას 2013 წლის 2 ნოემბერსაც ადასტურებდა:

"ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილთან თქვენი პოზიციები ირაკლი ალასანიას კადრის, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის შესახებ ჩატანილმა ინფორმაციამ ხომ არ გაამყარა? იმ ინფორმაციას ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლება მოჰყვა...

_ როგორ გითხრათ, თქვენ თუ თვლით, რომ ჩემი დამსახურებაა, მასე იყოს. რატომ გახსოვთ ეგ ამბავი? მე არ მახსოვს და...

_ სწორედ მაგ ამბის შემდეგ გახდა თქვენი სახე აქტუალური პოლიტიკაში. მაგის შემდეგ დაინიშნეთ "ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის უფროსად, შემდეგ, მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად...

_ კი, ბატონო. ჩათვალეთ, რომ პრემიერი ჩემი ახლობელი, მეგობარი კაცია და მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მზად ვარ, მივაწოდო ინფორმაცია. სხვა რა შუაშია და რა კიდეში, ვერ გავიგე. რა პოზიციის გამყარებაზეა საუბარი? მე ყოველთვის მქონდა პოზიცია იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ფეხით დავდიოდი, ჩემი კაცობა და ადამიანობა მაქვს, ასევე, ჩემს ოჯახს და ამას ვერავინ ვერ შეცვლის, მიუხედავად ბევრი მცდელობისა და თეთრი თუ შავი ლაქების გამოჩენისა. მე ჩემი ცხოვრება მეამაყება. ვიმსახურებ, რომ ქვეყანა და ჩვენი რაიონი იყოს წარმატებული.

დავით დარჩიას დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ მისი საქმეა, ვის რას ეტყვის. ამბობს იმასაც, რომ ალასანიას და ივანიშვილის დაპირისპირებაში, შესაბამისად, შექმნილ მდგომარეობაში მისი წვლილი არაფერია:

_ რა ვიცი, მე რა ამბები ჩავუტანე? რას ლაპარაკობთ?! ასეთი რამ არ ყოფილა.

_ ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ თქვენ ჩახვედით თბილისში და ალასანიას პარტიის გაძლიერების მცდელობებზე ესაუბრეთ. ტყუილი თქვა?

_ არა, კაცო, რა ტყუილი!!!

_ გასული წლის ნოემბერში, როცა გუბერნატორობა გინდოდათ, ამბობდით, რომ ცხოვრების მანძილზე მზად იყავით ბიძინა ივანიშვილისთვის ინფორმაცია მოგეწოდებინათ... დღეს თუ აწოდებთ ინფორმაციებს გურიაში შექმნილ მდგომარეობაზე, მაგალითად გუბერნატორზე, რომელიც, როგორც გვითხარით, არ მოგწონთ.

_ რას ქვია, ინფორმაციას ვაწოდებთ? ამას რატომ მკადრებთ? ამას სხვა სახელი ქვია.

_ მე თქვენს სიტყვებს ვიმეორებ.

_ ჩემი საქმეა, ვინ მომწონს და ვინ _ არა. ეს რა შეკითხვებია? არავის არ ვაწვდი ინფორმაციას. რა ვიცი ახლა, მეტი რა უნდა გითხრათ და რა უნდა ვქნა?! _ გვითხრა დარჩიამ.




 ახალი ამბები
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...
  • გვარამიამ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო _ ხალვაში რ2-ში განვითარებულ მოვლენებზე"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევათვაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან,სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა, აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!" _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...