"გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიებით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა _ გამოძიება უკვე დაწყებულია

მთავარი თემა

"გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიებით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა _ გამოძიება უკვე დაწყებულია

2014 ნოე 10 18:43:03

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა. საგამოძიებო უწყება "გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიების მასალებით დაინტერესდა, რომელიც 

მიმდინარე წლის ზაფხულში გარემონტებულ ბაღებს ეხება:

_ დოკუმენტაცია წაიღეს, მეტს ვერაფერს გეტყვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს "შემოქმედმშენს" შორის #160 ხელშეკრულება 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელს გამგებლის მოვალეობის აწ უკვე ყოფილი შემსრულებელი და დღეს გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერს, #1 ბაგა-ბაღის, #2 ბაგა-ბაღის, სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღის, სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის და სოფელ სამების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო. ამ სამუშაოებისთვის "შემოქმედმშენს" 181 111 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 25 აგვისტოს შედგა. ინსპექტირების ჯგუფმა, რომელშიც ხუთი წევრია (ვლ. ლომთათიძე, ნ. სიხარულიძე, გ. ბერძენიშვილი, გ, სიმონია. ი. მეგრელიშვილი) დაადგინა, რომ #160 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია.

კომისიას არანაირი შენიშვნა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ ჰქონია.

შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალის თანახმად, მოეწყო წყალსაწრეტი ღარები, მილები და ძაბრები, შეკეთდა არსებული იატაკი ლამინატის მოსაწყობად, დაიგო ლამინატი, მეთლახი,  მოაბათქაშეს შიდა კედლების დაზიანებული ნაწილი ქვიშა-ცემენტით და შეიღება  წყალემულსიის საღებავით, ჩაისვა ახალი კარები.

ეს ყველაფერი ქაღალდზე, რეალობა კი აბსოლუტურად სხვაა _ დაგებულ ლამინატზე გავლა თითქმის შეუძლებელია _ არასწორად, უხარისხოდ დაგებული იატაკი თვალში საბავშვო ბაღებში შესვლისთანავე მოგხვდებათ.  "პლინტუსები" ალაგ-ალაგაა მიკრული. კარგი მდგომარეობა არც საპირფარეშოებშია.

აღსანიშნავია რომ ე.წ. გარემონტებული ბაღებიდან, ერთ-ერთი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მეოერე კი კერძო პირს ეკუთვნის.

ამავე თემაზე: "რეაბილიტაცია" ჩვენებურად _ ბაღების სკანდალი გრძელდებაროგორ ხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში "რეაბილიტირებული" ობიექტების ჩაბარებასაგამოძიებო ფილმი _ როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...