ფეხბურთი ჩვენი მღელვარებისა _ ფინანსური კრიზისი "გურიაში"

მთავარი თემა

ფეხბურთი ჩვენი მღელვარებისა _ ფინანსური კრიზისი "გურიაში"

17 ნოე. 2014, 15:14:38

გასულ ხუთშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, კარგა ხნის წინ დაანონსებული შეხვედრა შედგა _ აღნიშნულ თავყრილობას, საკრებულოს წევრების გარდა, ყველა ის პირი ესწრებოდა, ვისაც გარკვული შეხება აქვს ან ჰქონია ლანჩხუთის "გურიასთან", ან, უბრალოდ, გულშემატკივრობს და გული შესტკივა კლუბში არსებულ სიტუაციაზე.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შეხვედრა მართალია, ნორმალურ ატმოსფეროში პოლემიკით დაიწყო, მაგრამ მაინც ხმაურით გაგრძელდა. თავად თემის აქტუალობა ამას პროგნოზირებდა, მით უმეტეს, რომ დარბაზში მარინა თოთლაძეც იმყოფებოდა, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მოსკოვიდან აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ თავიდანვე გამოთქვა საქმიანი და გულახდილი საუბრის სურვილი. მთლიანობაში ასეც მოხდა, მაგრამ რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს. არა ერთხელ შემდგარა მსგავსი შეხვედრა, თუმცა, იმ პრობლემების ფონზე, რაც მაშინ არსებობდა ქართულ ფეხბურთში და უშუალოდ "გურიაში", დიდი ვერაფერი მოუტანია. არ არის გამორიცხული, ახლაც იგივე განმეორდეს, თუმცა საუბარი ამ თემაზე მაინც საჭირო იყო.

"გურიას" რომ დიდი პრობლემა აქვს, ცხადად წარმოჩნდა უშუალოდ ა(ა)იპ-ის დირექტორის გოგი ფაცურიას გამოსვლაში: "უმაღლეს ლიგაში საშუალო დონის გუნდს, მინიმუმ, მილიონ 300 სამასი ათასი ლარი სჭირდება. პირველ წრეში გუნდის ბიუჯეტი 620 ათასი ლარითაა განსაზღვრული, რეალურად კი 75 ათასი ლარი მივიღეთ, რითაც ფეხბურთელთა ერთი თვის ხელფასი გავეცით და აუცილებელი ატრიბუტიკა (ძირითადად, ბუცები) შევიძინეთ. ფეხბურთის ფედერაციიდან გამოყოფილი თანხიდან 169 ათასი ლარი გვერგო. ფედერაციამ კლუბის დავალიანება, რომელიც 31 ათასი ლარი იყო, თავისთვის დაიტოვა. ამ ფულით ფეხბურთელთა ხუთი თვის ხელფასებს ვისტუმრებთ მხოლოდ, რადგან აღნიშნული თანხის მიზნობრიობა მხოლოდ ამ კუთხით განისაზღვრება.

კიდევ 427 ათასი ლარია საჭირო პირველი წრე რომ ჩავამთავროთ. ამ ეტაპისთვის გასაცემი პრემიალური თანხა 45 ათასი ლარია, მაგრამ დარჩენილ სამ თამაშში, დიდი სურვილია, ორი მაინც მოვიგოთ და ეს თანხაც 56 ათას ლარს მიუახლოვდება. ამას ადმინისტრაციის ხელფასები დაემატება, რომლის თანამშრომლებსაც ჯერ თეთრი არ აუღიათ. ძნელია ამის გაგება, მაგრამ ყველას ვპირდებით, რომ მისაღები თანხა არ დაეკარგებათ და მომავალი წლის დასაწყისში ყველა დავალიანებას გავისტუმრებთ. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და დღეს, რაც კლუბში ხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთია", _ ამბობს ფაცურია.

ფაცურიას გამოსვლას კითხვა-პასუხი მოჰყვა _ მარინა თოთლაძემ იკითხა, რამდენი ქულით დაასრულებენ პირველ წრეს. ამით იმის თქმა სურდა, რომ შარშან თავისი ძმის, კობა მირზაშვილის ხელმძღვანელობით "გურიამ" გაცილებით ბევრი ქულა მოიპოვა, ვიდრე ახლა, მით უმეტეს, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ფონზე.

კითხვები დეპუტატებსაც გაუჩნდათ. ადამ ხუხუნაიშვილი დაინტერესდა, რა ჯდება პირველ ლიგაში გუნდის შენახვა, რაზეც პასუხად მიიღო _ დაახლოებით, 400 ათასი ლარი.

დარეჯან ბურჭულაძემ გაიხსენა შეხვედრა გუბერნატორთან, სადაც კახა ებრალიძემ განაცხადა, რომ გუნდის შენახვისთვის საკმარისი იქნება 900 ათასი და დასვა კითხვა: _ ვის უნდა ვენდოთ, კლუბის ახლანდელ ხელმძღვანელობას თუ ამ განცხადების ავტორს?

თავის მხრივ, კახა ებრალიძემ კმაყოფილება გამოთქვა ამ შეხვედრის გამო და ბურჭულაძესაც უპასუხა: "ასე არ მითქვამს _ 400 ათასი ლარი სესხის დასაფარად გვჭირდება და 500 ათასი წლის დასრულებამდე. მთლიანობაში კი, უმაღლესი ლიგის გუნდს მილიონ 300 ათასი ლარი უნდა, ისიც კარგი მენეჯმენტის პირობებში. ჩვენ გაგვაჩნია ტრადიცია, გვაქვს დიდი ამბიცია და ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ უფულობის გამო პირველ ლიგაში ვითამაშოთ. სერიოზული საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე და ვალდებულები ვართ, დაწყებული საქმე იქამდე მივიყვანოთ", _ თქვა ებრალიძემ.

დეპუტატ გიორგი ჩახვაძის თქმით, კარგი იქნება თუ დაიფარება არსებული ვალები:

"დავფაროთ არსებული ვალები, მეორე წრე უამბიციო გუნდით გავაგრძელოთ და აქცენტი ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ", _ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ჩახვაძემ.

საკუთარი პოზიცია ა(ა)იპ "ბავშვთა საფეხბურთო კლუბის" დირექტორმა დურმიშხან ჩხაიძემაც დააფიქსირა: "50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამო" ტაშკენტში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და სამწუხაროა, დღესდღეობით, სავალალო მდგომარეობაში რომ არის მთლიანად ქართული ფეხბურთი. ჩვენ "გურიას" გადარჩენაზე ვიფიქროთ. სამი ვარიანტია: პირველი _ სპონსორის პოვნა; მეორე _ მუნიციპალიტეტს გუნდის შენახვის საშუალება თუ ექნება; ორივე უტოპია უფროა და დაგვრჩა მესამე _ სულ რომ არ გავქრეთ საფეხბურთო რუკიდან, ცოტა ამბიციებს მოვუკლოთ და "საბანი სანამდე გაგვწვდება", ისე მოვიქცეთ. ამ ინიციატივაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც უნდა წამოვიდეს, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ზოგჯერ უნდა შეწირო ხარისხი, პარტია რომ მოიგო".

საინტერესო იყო, თუ რას ფიქრობდა არსებულ სიტუაციაზე თავად გამგებელი ზაზა ურუშაძე: "გასაგებია, ყველაფერი ემოციებთანაა დაკავშირებული. აქ ისეთ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც იქიდან მოდიან, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში რომ თამაშობდა "გურია". მესმის ყველას, მაგრამ მთლიანად საქართველოშია რთული მდგომარეობა. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ჩემი გამგებლობის პერიოდში გავარდეს "გურია" უმაღლესი ლიგიდან, არც იმას მივიღებ, ვინმემ თქვას, თითქოს, არაფერი გამიკეთებია ფეხბურთისთვის", _ თქვა ურუშაძემ.

გამგებელმა მარინა თოთლაძესაც მიმართა: "მე ვიყავი თავის დროზე იმ საგარანტიო წერილის ინიციატორი, რომელიც საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გასცა. ერთ კვირაზე მეტია, საფინანსო და აუდიტის სამსახურები მეტს არაფერს აკეთებენ და იმ საბუთების გასწორებაზე მუშაობენ, რითაც თანხა კანონიერად უნდა დაგიბრუნდეთ და ვერ გამიგია, რას მერჩით, რატომ მლანძღავთ, რა დაგიშავეთ ასეთი?!"

ურუშაძის ინფორმაციით, წელს გუნდმა ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი მიიღო, ფედერაციიდან კი _ 400 ათასი და მაინც დარჩა 400 ათასი ლარის დავალიანება. მანვე დააანონსა კლუბისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში, მაქსიმუმ, მილიონ 200 ათასი ლარის გამოყოფა და დასძინა, ნახევარ მილიონს ფედერაციიდან ველითო.

დეპუტატმა გია გოგუაძემ აბონემენტების თემა გააჟღერა: "წინადადება შემომაქვს, აბონემენტები დავბეჭდოთ, აქ ვინც ვართ _ ავიღოთ, ორგანიზაციებს და მოსახლეობას შევთავაზოთ, თამაშებზე ბილეთები გავყიდოთ. ამით ბევრს ვერაფერს მივიღებთ, მაგრამ სტადიონის მოვლა-პატრონობის თანხებს ხომ მაინც გავისტუმრებთ? თანაც დავინახავთ, რეალურად ვინ არის გუნდის ჭეშმარიტი ქომაგი".

სიტყვა ნუგზარ ცინცაძემაც ("ცანცუა") ითხოვა და ლანჩხუთის "გურიას" გადარჩენისთვის საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა: "დავივიწყოთ წარსული, გავერთიანდეთ, არ დაგვავიწყდეს ევგრაფ შევარდნაძის ღვაწლი. "გურია" ყველა ოჯახს ეკუთვნის. კარგად გვახსოვს მოსახლეობა ლუკმაპურსაც არ იშურებდა ფეხბურთზე მოსული სტუმრებისთვის და აგერ, ნუგზარ ჩხაიძეს სახლში აქვს 4 500 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც ითხოვენ გუნდის შენარჩუნებას".

ცინცაძის სიტყვებს გამგებლის მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის აღშფოთება მოჰყვა: "ამ სადღეგრძელოების მოსმენა არ მოგბეზრდათ? რა 2 მილიონი, რა აბონემენტები?! კომუნისტებიდან მოყოლებული ვისმენთ ამ მარაზმს. ბოდიშს ვიხდი, ცოტა ავღელდი, მაგრამ არ შეიძლება ამ ფორმით და წესით გუნდის უმაღლეს ლიგაში შენახვა. მუნიციპალიტეტი ყელამდე ვალში იქნება სულ და ვინმე თუ ფიქრობს, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ეთანხმება ბიუჯეტიდან ფეხბურთისთვის მილიონების ხარჯვას, მწარედ ცდება".

ზენაიშვილის პოზიცია დეპუტატთა ნაწილმაც გაიზიარა, განსაკუთრებით, რომან ბიწაძემ: "მე მაქვს ჩემი ხედვა ამ საკითხისადმი. მიმაჩნია, რომ ეს კოლოსალური თანხები გამოთავისუფლდეს და მიემართოს იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარების ვალდებულებას თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი ექსკლუზიურად გვანიჭებს. სავიზიტო ბარათი ფეხბურთი კი არა, უგზოობა, უწყლობა და სხვა ისეთი პრობლემებია, რომელიც ხალხს აწუხებს."

თავისი მოსაზრება დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემაც დააფიქსირა, რომელსაც ურჩიეს, ჯერ სტადიონზე მისულიყო და სიტყვა მერე ეთქვა. ამაზე ბლაგიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, მას რამდენიმე დეპუტატიც გაჰყვა.

ამასობაში ისევ გამწვავდა ურთიერთობა თოთლაძესა და გამგებელს შორის. თოთლაძემ ურუშაძეს თავისი ოჯახის დისკრიმინაციაში დასდო ბრალი და ფინანსური პოლიციით დაიმუქრა.

_ ასეთ ბრალს რომ მიყენებთ, ერთი ფაქტი მაინც დადეთ. ფინანსურის შემოყვანით, საკუთარი ძმის დაპატიმრება და ამით ხმაურის ატეხა გსურთ. კიდევ ვიმეორებ _ მოიტანეთ საბუთები და ყველა თეთრს დაგიბრუნებთ, _ თქვა ურუშაძემ.

_ დოკუმენტებთან ქალბატონი მარინა რა შუაშია? _ გამოეხმაურა აკაკი იმნაიშვილი.

_ ბაიბურში არ ხართ, რას ლაპარაკობთ! _ უპასუხა ურუშაძემ.

_ მე რომ ფული გასესხეთ და დამიბრუნეთ, საბუთები რატომ არ მომთხოვეთ?_ იკითხა იმნაიშვილმა.

_ რა ფულზეა საუბარი, არ ვიცი, _ გაიკვირვა გამგებელმა.

"გურიას" ამჟამინდელმა თავკაცმა თემურ ლორიამ თქვა, რომ "მნიშვნელობა არ აქვს ამ პოსტზე ვიქნები თუ არა. სადაც არ უნდა ვიყო, გუნდის უმაღლესი ლიგის მხარდამჭერი დავრჩები. 2001 წელს უმაღლესი ლიგა დავტოვეთ და 12 წელი მაჩანჩალა გუნდი გვყავდა, მაგრამ არც გზა და არც წყალი არ გაკეთებულა ამ ხნის მანძილზე".

"გურიის" მწვრთნელს გუნდში რამდენიმე არასასურველი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების შესახებ ჰკითხეს. მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ 6-7 მოთამაშის თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებს, მაგრამ წლის ბოლომდე დადებული ხელშეკრულება ხელს უშლის მათ გაშვებაში. ლორიამ დაადასტურა ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დისციპლინის დარღვევისთვის დაჯარიმდება, რა თქმა უნდა, ხელფასს რომ გავცემთ, მას შემდეგო.

საინტერესო იყო რაიონის მაჟორიტარის, "გურიას" ლეგენდარული კაპიტნის თემურ ჩხაიძის აზრი, რომელიც გარკვეულწილად ნაკლებად ერევა პროცესებში და ბევრი მას აკრიტიკებს კიდევაც ამისთვის:

"რა გითხრათ, რთული სიტუაციაა მთლიანად ქართულ ფეხბურთში და ყველაფერი ფინანსებთან მიდის. მე, შეიძლება, არ ვჩანვარ ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ნიუანსი ვიცი, თუმცა, საყვედურებსაც ვიღებ. ლანჩხუთს არ აქვს ფუფუნება ჩამოსული ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს. დუბლებში რამდენიმე პერსპექტიული ბიჭია და მალე გამოცდილთა გვერდით ისინიც ათამაშდებიან. ფეხბურთი სიამოვნება უნდა იყოს და არა წვალება. გამოსავალი ერთია _ სახელმწიფო მხარდაჭერა, რომლის გარეშე ქართულ ფეხბურთს არ ეშველება", _ თქვა ჩხაიძემ და მარინა თოთლაძეც დააიმედა, რომ "არავინ თეთრს არ შეირჩენს და ვალს გაუსტუმრებენ წარმოდგენილი საბუთების მიხედვით".

ასე რომ, შეხვედრა შედგა, ბევრი ითქვა, რაღაც _ არა, მუშა ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც პრობლემებს შეისწავლის, მაგრამ რა გამოვა ამით, არავინ იცის. სანამ სახელმწიფო არ დაინახავს რეალურად ფეხბურთის როლს და სანამ ფეხბურთის განვითარების სწორ, არგუმენტირებულ და მომავალზე გათვლილ პროგრამას არ შექმნის, საქმე წინ ვერ წაიწევს. ათეული წლებია, გვესმის საუბარი აღნიშნული თემის შესახებ, რეალურად კი საქმე წინ კი არა, უკან მიდის. ამიტომ, დროა, ფეხბურთმა რეალური ადგილი იპოვოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...