"მასწავლებლის შეფასება, პირველ რიგში, თავად სკოლების მიერ უნდა მოხდეს"

მთავარი თემა

"მასწავლებლის შეფასება, პირველ რიგში, თავად სკოლების მიერ უნდა მოხდეს"

2014 ნოე 17 17:38:53

მასწავლებელთა სქემის შესახებ  პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიდევ უნდა იმუშაოს და შეთავაზებული ვარიანტი მთავრობას  წარუდგინოს დასამტკიცებლად. სქემაზე და მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფაზე „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად მუშაობს.  „გურია ნიუსმა“  „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორთან კახა ჟღენტთან ამ საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა.

_ იმ სქემის მიხედვით, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი, კომპეტენციისა და საქმიანობის შეფასების საფუძველზე მასწავლებლები უნდა დაყოფილიყვნენ ოთხ სხვადასხვა კატეგორიადმენტორი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი. პედაგოგთა ასეთი დაყოფა საპარლამენტო კომიტეტისთვის მიუღებელი  აღმოჩნდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრირომელ მოდელზე მუშაობს ამჯერად და რას ითვალისწინებს ახალი სქემა?

_განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტში განხილვების შედეგად მიღებულ იქნა საკანონმდებლო ჩანაწერის ის ვერსია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავდაპირველად წარადგინა. აღნიშნული გულისხმობს 2014 წლის ჩათვლით არსებული “სერტიფიცირების “ მოდელის “ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის” სქემის (შემდგომში სქემა) მიერ. ხოლო, “სქემის” დეტალებს, მათ შორის მასწავლებელთა კვალიფიკაციის საფეხურებს, ამ საფეხურების მიღწევისა და შენარჩუნების გზებსა და საშუალებებს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

რაც შეეხება სქემის მონახაზს, მას დაამუშავებს სახელმწიფო კომისია და სწორედ ეს კოლეგიალური ორგანო წარუდგენს წინადადებებს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას. სახელმწიფო კომისია დაკომპლექტდება დარგის ექსპერტებით და პრაქტიკოსებით.

_ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა  და მეცნიერების კომიტეტი ალტერნატიულ მოდელზე მუშაობას აპირებდა. გაქვთ თუ არა კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან ამ თემასთან დაკავშირებით და რას იტყვით საჯარო სკოლაში მასწავლებლის სამი პოზიციის დამკვიდრებაზე: წამყვანი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი - მსგავსად უნივერსიტეტებისა, სადაც არსებობს პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასოცირებული პროფესორის პოზიციები (აღნიშნული მოსაზრება, როგორც ცნობილია, პარლამენტში განიხილებოდა).

_ 2014 წლის მარტში შევიდა ცვლილება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ ზოგად ნაწილში. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სიახლეა   ის, რომ მასში განსაზღვრულია მასწავლებლის  ოთხი პროფესიული  საფეხური და ამ საფეხურების მიხედვით მასწავლებლის ცოდნისა და უნარების  მინიმალური და მისაღწევი კომპეტენციები. პროფესიულ საფეხურებზე მასწავლებლების განაწილება შედეგად მოგვიტანს იმას, რომ მასწავლებლებს ნათლად ეცოდინებათ, რა გზები და საშუალებები შეიძლება გამოიყენონ შემდეგი საფეხურის მისაღწევად.

პროექტის თანახმად, სწორედ პროფესიული განვითარების საფეხურებს დაეფუძნება მასწავლებლის პროფესიული განვითარება და შეფასება, სადაც მასწავლებლები განაწილდებიან და მიაღწევენ: პრაქტიკოსი მასწავლებლის, უფროსი  მასწავლებლის, წამყვანი  მაწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის საფეხურებს.

რაც შეეხება შემოთავზებულ სამ საფეხურს, ნაცვლად სამინისტროს მიერ  ინიცირებული ოთხი საფეხურისა, ვფიქრობთ, რომ იმ სავალალო მდგომარეობას, რაც ახლა გაგვაჩნია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის და განვითარების, სახელფასო ანაზღაურების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ მასწავლებელთა საშუალო ასაკის გათვალისწინებით (49 წელი), მასწავლებლისთვის მოკლე და მოქნილი პროფესიული განვითარების გზის შეთავაზება ყველაზე მომგებიანი ნაბიჯია. თუ გვინდა მასწავლებელი პროფესიული განვითარებისა და სტატუსის გაუმჯობესებისთვის წავახალისოთ და ხელშესახები ცვლილებები დავინახოთ 2020 წლისათვის. გამომდინარე იქედან, რომ კვლევების თანახმად, პროფესიული განვითარება და პროფესიული კმაყოფილება პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ეფექტიანობას და შესაბამისად, მოსწავლის გაზრდილ აკადემიურ მიღწევებს, ამგვარი გზა შესაძლებელს ხდის, სკოლაში გაჩნდეს სხვადასხვა ფუნქციის, დატვირთვის, ხელფასის, სტატუსის მასწავლებელი, რომელიც არ იბრძვის საათების განაწილებაზე, არ აქვს უსამართლობის განცდა და აფუძნებს საკუთარ სტატუსს დაგროვილ გამოცდილებასა და პროფესიულ მიღწევებს.

_ მასწავლებელს სტატუსს ვინ ანიჭებს?

_ მასწავლებლის სტატუსთან დაკავშირებით  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის  (UNESCO) რეკომენდაციების მიხედვით განმარტებულია, რომ „მასწავლებლის სტატუსი“ ეფუძნება მის მიერ დადასტურებულ  მიღწევებს, რაც გამოისახება განსხვავებული  ფუნქციების შესრულებაში, ხელფასის ზრდასა თუ სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში (UNESCO,Recommendation concerning the Status of Teachers,(http://portal.unesco.org/en/ev.phpL_ID=13084&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html); 

შესაბამისად, “სქემის” დოკუმენტში გაიწერება ის გზები და საშუალებები, რაც შესაძლებელს გახდის მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. ცენტრის პოზიციაა, რომ სტატუსის მოპოვება არ უნდა მოხდეს ერთი რომელიმე ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ და ის უნდა ეფუძნებოდეს მასწავლებლობის მსურველის მიერ დაგროვებულ ცოდნასა და უნარებს.

სწორედ მიღწევებზე დაფუძნებული სტატუსის ამაღლება შეუწყობს ხელს მასწავლებელთა მოტივაციას პროფესიული განვითარების მიმართულებით, ამავდროულად  წაახალისებს საუკეთესოებს, მოიპოვონ მაღალი რეპუტაცია და სოციალური მდგომარეობა არა დანიშვნის, არამედ საკუთარ მიღწევებზე დაფუძნებით.

_ რა როლი ექნება მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდებს ახალ სქემაში?

_ სასერტიფიკაციო გამოცდა საგნის მიმართულებით დარჩება მხოლოდ ყველაზე ქვედა- პრაქტიკოსი  მასწავლებლის საფეხურზე. ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების აუცილებლობას.

ამ საკითხის განხილვისას მთავარი კითხვა  შემდეგია - პროფესიულ სტანდარტში მოთხოვნილი  რომელი კომპეტენციების შესამოწმებლად  შეიძლება გამოცდის გამოყენება? - ჩემი აზრით, მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლის ცოდნის. პროფესიული განვითარების ზედა საფეხურების კომპეტენციების შემოწმებას გამოცდა ვერ შეძლებს, აქ გრძელვადიანი დაკვირვებაა საჭირო, მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაზე სკოლაში, საკლასო დაკვირვების და საქმიანობის პორტფოლიოს მეშვეოასევე აღსანიშნავია გამოცდების მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების ეტაპზე. მას შემდეგ, რაც კანდიდატი ადასტურებს, რომ ის მზად არის კლასში შესასვლელად, უნდა განხორციელდეს მისი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მუდმივი მონიტორინგი საჭიროებების და მიღწევების დასადგენად.

_ვინ უნდა შეამოწმოს მასწავლებელი სასწავლო პროცესში, თუ გვყავს საჭირო  რაოდენობის და კვალიფიკაციის ექსპერტები, ან რამდენად ობიექტურად შეფასდება პროცესი?

მასწავლებლის შეფასება სასწავლო პროცესში უნდა მოხდეს პირველ რიგში თავად სკოლების მიერ. თავის მხრივ, ეს შეფასება უნდა იყოს გაზიარებული მასწავლებლების მიერ, მათთან შეთანხმებული უნდა იყოს შეფასების კრიტერიუმები და შეფასება უნდა გამოიყენებოდეს განვითარებისთვისაც.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვალდებულნი ვართ, დავძლიოთ ყველანაირი უხერხულობა ვინაიდან საქმე მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, მის მომავალს ეხება. პროცესში ჩართული იქნება ცენტრალიზებული მექანიზმებიც, სკოლების ანგარიშვალდებულება გაიზრდება, ისინი უნიფიცირებული ინსტრუმენტით იხელმძღვანელებენ და გარდა ამისა, დანერგავენ დამატებით შეფასების მექანიზმებს.

ადამიანურ რესურსებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს რესურსი არის. რეგიონში არის უამრავი წარმატებული მასწავლებელი ან ყოფილი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება ამ პროცესში ჩაერთოს. მოხდება გადამზადება სკოლების ადმინისტრაციების, შეფასების პროცესში ჩართული სხვა ადამიანების, ასევე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა რეგიონულ დონეზე სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების დახმარების. ნუ დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფოს მიერ ორ -სამ თვიან პერიოდში ხდებოდა ცენტრალიზებულად სხვადასხვა გამოცდების ადმინისტრირება ერთდროულად (სერტიფიცირება, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები, პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები გამოცდები). ამ 5 წლის განმავლობაში საგრძნობი ადამიანური რესურსი მომზადდა და განვითარდა. სკოლის ბაზაზე არის უამრავი “ნაკლებად გამოყენებული რესურსი”, რომელიც იქნებოდა ამ პროცესების ხემშემწყობი ადგილზე.

_ მასწავლებლების აზრით, სასურველია,  მოხდეს მათი პერმანენტული შეფასება, რაც დაეხმარებათ, ზუსტად განსაზღვრონ, რომელ აქტივობაში აქვთ დასაგროვებელი ქულები. კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასასვლელად რა აქტივობები და დრო იქნება საჭირო და საბოლოო შეფასებას მასწავლებელი კატეგორიის მინიჭებამდე რამდენი თვით ადრე გაიგებს?

_არსებობს მასწავლებლის შეფასების მეთოდოლგია და სხვადასხვა გამოცდილება, რომელიც იქნა შესწავლილი. ამავე დროს ჩვენს განათლების სისტემას განვითარების დღევანდელ ეტაპზე აქვს თავისებურებები,  რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

იმისათვის,  რომ მასწავლებელმა შეძლოს პროფესიული საჭიროებების დადგენა, საჭირო საშუალებებისა და გზების დადგენა, მან უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით. სფეროები, რა მიმართულებით მოხდება მასწავლებლის მიერ კრედიტ-ქულების დაგროვება ასევე გაწერილია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში (საგაკვეთილო დაგეგმვა, შეფასება, გარემო, პროფესიული განვითარება). სტანდარტის საფუძველზე შეიქმნება შეფასების კრიტერიუმები, რომელიც მასწავლებლისთვის იქნება წინასწარ გაზიარებული და დამტკიცებული.

ამ პროცესს არ უნდა ვუყუროთ ისე, რომ მასწავლებლებს არ მოუწევთ რაიმე განსაკუთრებული საქმიანობის შესრულება, იმისათვის, რომ კრედიტ-ქულები მოიპოვონ. მასწავლებლის საქმიანობა დაეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.

პროექტის მიხედვით, შეფასების ციკლი განსხვავებულია საფეხურების მიხედვით. პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული საგნობრივი გამოცდა, მისი ჩაბარება იქნება სავალდებულო. მასწავლებელს საკუთარ პორტფოლიოში ექნება განთავსებული იმ აქტივობების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელსაც ის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად ისედაც ახორციელებს. ახალი, განსხვავებული საქმიანობების განხორციელება მასწავლებლებს არ მოუწევთ. შეფასების ფარგლებში უბრალოდ მოხდება მათი ყოველდღიური საქმიანობის შეფასება და არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმება.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...