ჩოხატაურში საკადრო ცვლილებები იწყება

მთავარი თემა

ჩოხატაურში საკადრო ცვლილებები იწყება

2011 ოქტ 24 09:22:25
_ მე შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებსაც 2011 წელს, გამგეობაში სამუშაოს დაწყების თხოვნით განცხადებები ჰქონდათ დაწერილი. რამდენიმე ადამიანი ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ისინი ჩოხატაურს სჭირდება. შესაბამისად, ეს ადამიანები დღეიდან მუნიციპალიტეტის გამგეობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს დაიკავებენ, _ აღნიშნა იმედაშვილმა და დასძინა, რომ თანამდებობებზე ადამიანები ნაცნობობით და ნათესაობით აღარ დაინიშნებიან.

გამგებელმა ახალი კადრების და მათი თანამდებობის დაკონკრეტებისგან თავის შეიკავა, თუმცა, დაგვიდასტურა, რომ რამდენიმე ადამიანი შესაძლოა, სამსახურიდან უპასუხისმგებლობის და უსაქმურად ყოფნის გამო გაუშვას.

გამგებლის თქმით, რამდენიმე სფეროში ისეთი პრობლემებია მოუგვარებელი, რომლის მოგვარებაც ადვილი შესაძლებელი იყო:

_ როდესაც მუზეუმების გაერთიანებას შევხვდი, ხელმძღვანელს ვკითხე, რატომ არ იყო მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის აბრა ქვენობანში. მან ეს ინფორმაცია არ იცოდა და როგორც მითხრა, 2 თვეა, იქ არ ყოფილა. არადა, მე დაახლოებით 4-5 თვის წინ ვნახე, რომ აბრა არ იყო.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი შესაძლებელია გაათავისუფლოთ?

_ ამას ასე ნუ გაიგებთ. ამის გამო მან საყვედური მიიღო. ერთს გეტყვით დაზუსტებით _ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან, ჩოხატაურს არ სჭირდება(?!) და ამას არ დავუშვებ, _ გვითხრა გამგებელმა.

ჩვენს კითხვაზე, მოხდება თუ არა კულტურის და სოციალური სამსახურის გაერთიანება, იმედაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობს:

_ მაქვს რიგი სამსახურების გაერთიანების მცდელობა, თუმცა, ჯერ დაკონკრეტება არ შემიძლია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ახალი სახეები იქნებიან თანამდებობებზე და ახალი სამსახურიც შეიქმნება. ეს იქნება საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური, რომელიც ძალიან საჭიროა ჩოხატაურისთვის და ეს სამსახური მხოლოდ მედიასთან მიმართულებაზე არ იმუშავებს. ანალიტიკური სამსახურის მთავარი ფუნქცია ბაზის შექმნა იქნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა რესურსია ჩოხატაურში, რომ ისინი გამოვიყენოთ. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არიან პროფესიონალები და ჩოხატაურისთვის კარგი საქმეების გაკეთება შეუძლიათ, _ გვითხრა იმედაშვილმა.

გამგებელმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის ჩოხატაურშია:

_ ჩოხატაურში ძალიან ბევრი პრობლემაა. მოსაწესრიგებელია დასუფთავების სფერო; არ არსებობს სკვერი, პარკი _ ადამიანებს არ აქვთ საშუალება დაისვენონ, შვილები გაასეირნონ; შემოსასვლელებში არ არის ნიშნულები; ძალიან დიდი პრობლემაა არხებთან დაკავშირებით. მე პირადად შემოვიარე ჩოხატაურის ქუჩები და აღმოჩნდა, რომ არხების გაუწმენდაობის გამო, ბევრ მოსახლეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. არის საკითხები, რომლის მოგვარება არც ისე რთულია. პრობლემაა სოციალური მომსახურების სააგენტოც და ამ საკითხს აუცილებლად მივხედავ. ჩემთან ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი მოდის იმ მიზეზით, რომ სოციალურმა სააგენტომ მათ ქულები არასწორად მიანიჭა. პირადად გადავამოწმე მათი საცხოვრებელი სახლები და დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ამბობენ, _ აღნიშნა იმედაშვილმა.

გამგებლის ინფორმაციით, ბიუჯეტში ჩაიდება მუხლი, რომელიც ახალგაზრდულ პროექტებს დააფინანსებს: _ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წახალისების საკითხი. მე აუცილებლად მოვძებნი ნიჭიერ ადამიანებს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და მათ შესაძლებლობას მივცემ, საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ. ვიცი, რომ კულტურის ცენტრი აკეთებს ამას, მაგრამ ამ საკითხს უფრო სხვანაირი მიდგომა უნდა. ჩვენ უნდა გვქონდეს ბაზა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩოხატაურში ცხოვრობენ და თავისთვის, ჩუმად ქმნიან რაღაცეებს _ ხატავენ, ლექსებს წერენ, მღერიან. ვგეგმავ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იყოს მუხლი, რომელიც ახალგაზრდულ პროექტებს დააფინანსებს. ეს იქნება საჯარო კონკურსი, რომლის კომისიის წევრები აუცილებლად იქნებით თქვენ _ მედიის წარმომადგენლები. ღიად, საჯაროდ უნდა შეირჩეს ის პროექტები, რომლებიც ჩოხატაურისთვის სასარგებლო იქნება. არცერთი იდეის დაკარგვა არ შეიძლება. მე ყველას ვაძლევ შანსს, რომ მოიტანონ ჩვენამდე იდეები და საუკეთესოები აუცილებლად წახალისდება, _ თქვა იმედაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა თემა საჯარო იქნება: _ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის დაგეგმვაში. ჩვენ, ჩვენი მოსახლეობისგან უნდა გავიგოთ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. მათი მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. აქვე გეტყვით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა იქნება ჩასმული სოციალური სფეროს კუთხით, _ აღნიშნა გამგებელმა.

ლელა იმედაშვილის განმარტებით, ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობაც მალე დაიწყება. გამგებლის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გროვდება:

_ მოგეხსნებათ, რომ მშენებლობის დაწყებას მთელი რიგი პროცედურები ახლავს. ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს და კიდევ რამდენიმე სტრუქტურის თანხმობაა საჭირო. ამ ეტაპზე ორი თანხმობა უკვე გამგეობაშია, _ გვითხრა იმედაშვილმა.

გამგებლის ცნობით, სოფელ ხიდისთავისთვის საარჩევნოდ გადაცემული ავტობუსი, რომელიც დიდი ხანია უფუნქციოდ არის, კულტურის ცენტრს გადაეცემა:

_ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს ავტობუსი ხიდისთავს ემსახურებოდეს, რადგან ამის უკან ბევრი სამართლებრივი პროცედურა დგას. ამასთან ერთად, სამართლიანია ხალხის შენიშვნა, თუ რატომ უნდა მოემსახუროს ავტობუსი კონკრეტულ სოფელს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ეს ავტობუსი კულტურის ცენტრს გადაეცეს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება და რაც ცენტრის ხარჯებსაც შეამცირებს, რადგან სხვადასხვა ღონისძიებაზე გამგზავრების დროს, მათ სერიოზული ხარჯების გაღება უწევთ, _ დასძინა გამგებელმა.

მანვე განმარტა, რომ ჩატარდება ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ, აუქციონზე გაიყიდება: _ ჩოხატაურის გამგეობას არ სჭირდება უცხოური ფორმის მანქანები. ამიტომ მათ აუქციონზე გავყიდით და ვიყიდით ისეთ მანქანას, რომელიც ჩოხატაურს გამოადგება და ზამთარში სოფლებში გადაადგილებაც იქნება შესაძლებელი.

იმედაშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკვე არსებობს კონკრეტული პიროვნება, რომელიც ჩოხატაურში ინვესტიციებს ჩადებს: _ მე ვიყავი რამდენიმე სოფელში და ყველგან, ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ყველა უმუშვრის საჯარო სამსახურში დასაქმება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ადამიანი, ორგანიზაცია, რომელიც ჩოხატაურში ინვესტიციებს ჩადებს და შესაბამისად, ადამიანებს დაასაქმებს. ახლა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ჯერ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული _ ეს საკითხი მზადების პროცესშია. რამდენიმე დღეში ამ ინვესტიციის შესახებ უფრო ვრცლად გესაუბრებით, _ გვითხრა იმედაშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მომავალ წელს მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ინფასტრუქტურულ პროექტებს:

_ გზა, წყალი _ ეს ის საკითხებია, რომელიც ჩოხატაურისთვის პრიორიტეტი იქნება და ამ საკითხებს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ, _ დასძინა ლელა იმედაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...