დაიწყო თუ არა დაგვიანებით "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" განხორციელება შემოქმედში

მთავარი თემა

დაიწყო თუ არა დაგვიანებით "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" განხორციელება შემოქმედში

4 დეკ. 2014, 16:17:09

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის და შ.პ.ს პლაზმას დირექტორის გაბრიელ მურადაშვილის შორის ხელშეკრულება # 49  2014 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა, რომელიც საქართველოს კანონის მე-10 -ე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის # 471 განკარგულების საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 74075, 71,) შეადგინა. შესყიდვის ობიექტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობა. 

შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა ხელშეკრულების მიწოდების დღიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდეა.

საინტერესოა, რატომ დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 2014 წელს "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში სამუშაოების შესრულება 2014 წლის 8 ოქტომბერს, მაშინ როცა აღნიშნული თანხით ცენტრის კეთილმოწყობა ორ თვეში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ შემოქმედში 2014 წელს " სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში კრება 7 მარტს ჩატარდა. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე შეხვედრას ესწრებოდნენ:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ინწკირველი, გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მურვანიძე, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე, რწმუნებული ბესიკ ლომინაძე.

კრების თავმჯდომარე - რწმუნებული ბესიკ ლომინაძე, მდივანი - ნინო სადრაძე.

მომხსენებელი - კონსტანტინე შარაშენიძე.

კრებაზე ადმინისტრაციული შენობის რემონტის შესახებ აზრი გამოთქვეს - ოთარ გეგიაძემ, ბესიკ ლომინაძემ _ ცენტრის კეთილმოწყობაზე, მამუკა შუბლაძე - ეკლესიასთან მისასვლელი გზის რემონტზე,

სანდრო ერქომაიშვილმა _ სასაფლაოს შეღობვაზე, რომანი მგელაძემ ერთერთ უბანში შიდა გზების რემონტზე _ ისაუბრეს."

თუმცა დადგინდა, რომ 2014 წელს " სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" სოფელ შემოქმედში ცენტრის კეთილმოწყობა მომხდარიყო. 

რა იგულისხმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობაში? რატომ დაიწყო ასე გვიან აღნიშნული პროექტის განხორციელება? ჩაეტევა თუ არა ვადებში შემსრულებელი ფირმა, იყო თუ არა სოფელ შემოქმედის მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტი  აღნიშნული პროექტის განხორციელება?  - ამ კითხვებით მივმართეთ ყველა კომპეტენტურ პირს

"გურია ნიუსმა" სოფელ შემოქმედში ცენტრის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ფოტოებიც გადაიღო.  

აღსანიშნავია, ჩვენს კადრებში ნათლად ჩანს, რომ ცენტრი ჯერჯერობით კეთილმოწყობილი ნამდვილად არ არის, თუმცა საპირისპიროს ასახავს ოფიციალური დოკუმენტი -  შ.პ.ს პლაზმასა და გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყველაშვილის მიერ 20 ნოემბერს შედგენილი # 49 მიღება - ჩაბარების აქტი.  

აქტის შესაბამისად, სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია, მიღება-ჩაბარების აქტიც შედგენილია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება 51770, 69 ლარს შეადგენს, დარჩა ასანაზღაურებელი თანხა 20680, 42 ლარი.

ასევე, შედგენილია ინსპექტირების აქტიც:

"ინსპექტირების ობიექტები ადგილზე იქნა შესწავლილი, მოხდა ვიზუალური დათვალიერება, ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, რა დროსაც დადგინდა შემდეგი:

სოფ. შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობა. მოცულობა შეესაბამება ფორმა # 2 -ში მოცემულ სამუშაოთა მოცულობებს, შესაბამისად აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების საერთო მოცულობებისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 51770, 69 ლარს.

ინსპექტირების აქტს ხელს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი - ბადრი გობრონიძე.

მიღება - ჩაბარების აქტს ხელს შ.პ.ს პლაზმას დირექტორი გაბრიელ მურადაშვილი და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილი აწერენ.

"გურია ნიუსი"  შ.პ.ს პლაზმას  დირექტორს გაბრიელ მურადაშვილს ესაუბრა.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და .. პლაზმას დირექტორს შორის ხელშეკრულება 8 ოქტომბერს გაფორმდა, 74 075.71 თეთრზე. ჩვენ სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა 25 დეკემბრამდე გვაქვს. დაგიკონკრეტებთ, რა სამუშაოები შევასრულეთ?

_ მიწის მოწყობა საძირკველისთვის, რომელიც უკვე გაკეთებულია, ასევე ზეძირკველის ჩასხმა, რომელიც  ასევე უკვე გაკეთებულია, ბოძების დამაგრება თვითონ ღობისთვის უკვე გაკეთებულია, ღობეც დამზადებული, მაგრამ ველოდებით ამინდს, რომ დავამონტაჟოთ ეს ყველაფერი, ბალასტი შეტანილია და გზა უკვე მზადაა დასასხმელად, ლამპიონებიც შეძენილი გვაქვს, ამინდს ველოდებით, როგორც ვთქვით და გზის ჩასხმასთან ერთად ამ ლამპიონებსაც დავამონტაჟებთ.  ყორეს გაკეთებაც სრულდება, რომელიც მდინარის მხარესაა.

_ბატონო გაბრიელ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ცენტრში, ფაქტიურად მხოლოდ ღობეა ჩასხმული, ვერ ვხედავთ სხვა სამუშაოებს შესრულებულს, როგორ აპირებთ, ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას? სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება?

_ გეთანხმებით,  არის რაღაცა პატარა ხარვეზები, არის უამინდობაც, ზამთარია, მაგრამ როგორმე ვეცდებით, რომ ყველაფერი თავის დროში ჩაეტიოს. ამინდზე ვართ დამოკიდებული.  მე შემიძლია განახოთ ჩვენ რა გვაქვს შეძენილი, მაგრამ უამინდობის გამო ვერ ვამონტაჟებთ. 52 ათასამდე გვაქვს შესრულებული სამუშაოები. ჩვენი თავის მტრები ხომ არ ვართ, შემდეგ ჯარიმები დაგვეკისრება და დამერწმუნებით, რომ ამის სურვილი არ გვაქვს ნამდვილად.

სოფელ შემოქმედის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ  მოსახლეობის უმეტესობა  შიდა გზების მოწესრიგებასა და გარე უბნებში გაზის შეყვანას მოითხოვს.

მათივე თქმით,  შემოქმედის ცენტრი იყო სამაგალითო, სადაც  ფუნქციონირებდა  ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის ცენტრი, რომელიც ისე დაინგრა, რომ არავის ყურადღება არ მიუქცევია.

"კი ბატონო ცენტრის კეთილმოწყობას მივესალმებით, მაგრამ ამასთანავე ის საკითხებიც უნდა მოგვარდეს, რაც სოფელში პრობლემას წარმოადგენს", _აღნიშნავენ შემოქმედელები.

"გურია ნიუსი"  7 მარტს სოფლის კრებაზე მყოფ რამდენიმე პირს დაუკავშირდა.

ნინო სადრაძე: კრებაზე  მოითხოვეს  რამდენიმე პრობლემის მოგვარება, დასახელდა სხვადასხვა პრიორიტეტები, მაგრამ მე როგორც მახსოვს, უპირატესობა მივანიჭეთ ცენტრის კეთილმოწყობას.  ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი სოფელი ინფრასტრუქტურის კუთხით ყველანაირად მოწესრიგებული იყოს.

კონკრეტულად რა პრობლემის მოგვრებას ითხოვდა მოსახლეობა?

_ მაგალითად, გომისმთაზე მეცხოველეობის განვითარების, ფერმის  საკითხი დაასახელეს, ასევე გზის მოწესრიგება, მაგრამ გამოიკვეთა, რომ  ეს ერთჯერადი იქნებოდა, რადგან გრეიდერის გადატარება ეს უბრალოდ თანხის დახარჯვაა და მეტი არაფერი, მაინც  არ იქნებოდა  გაკეთებული და თანხა არამიზნობრივად დაიხარჯებოდა და რაც მთავარია,  ეს არ იყო სოფლის ინტერესი.

ანდრო ვაშალომიძე:  "კი მახსოვს ასეთი  დღე, სოფლის ეზოში ვიყავით შეკრებილი, პრიორიტეტები რა დასახელდა და ერთერთი იყო ხუთსართულიანი ბინის (ყოფილი ჩაის ფაბრიკის)  გადახურვის საკითხი და გაკეთდა კიდეც."

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს.

_ ბატონო მერაბ, 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში " სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" გამოყოფილი თანხებით თითქმის ყველა სოფელშია სამუშაოები დასრულებული, რატომ გაჭიანურდა სოფელ შემოქმედში ეს პროცესი ? რატომ დაიწყო გვიან? ხელშეკრულება 8 ოქტომბერს არის გაფორმებული ... " პლაზმასა" და გამგეობას შორის?

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსახორციელებელი პროექტები წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია მუნიციპალიტეტების გაყოფამ. ამას დაერთო სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესიც,  ფასი და ხარისხი რომ  ყოფილიყო შესაბამისობაში, გარკვეული დრო ამასაც დასჭირდა. სამწუხაროდ, მოხდა  სტიქია, თუმცა ეს ხელს  არ შეუშლის სამუშაოების შესრულებას.  მთავარია, პროექტი წლის განმავლობაში დასრულდეს. 

_  ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 75 ათასი ლარით გაკეთებულიყო შემოქმედში ცენტრის კეთილმოწყობა, ანუ მოსახლეობის მიერ რა პრიორიტეტები იყო დასახელებული?

_ გადაწყვეტილება მიიღეს სოფლის საერთო კრებაზე. არსებობს კრების ოქმი, სადაც განსაზღვრულია პრიორიტეტები.

_ თქვენი აზრით ჩაეტევა თუ არა აღნიშნული კომპანია ვადებში? როდის უნდა დასრულდეს სამუშაოები?

_  მშენებლობის დასრულების პროცესს  არეგულირებს ხელშეკრულება კანონის შესაბამისად. მისი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს.

_ სოფლის კრება "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში სოფელ შემოქმედში 2014 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც გადაწყვიტეს, რომ თემის ცენტრის კეთილმოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რემონტი უნდა მომხდარიყო, რატომ არ დაიწყო აღნიშნულის შესრულება გაზაფხულზე?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქმიანობა ამ წლის  2 აგვისტოდან დაიწყო.  ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა. ეს იყო განმეორებითი კრება, სადაც ახალი პრიორიტეტები გამოიკვეთა.

აქვე გეტყვით იმას, რომ არა აქვს მნიშვნელობა, როდის დაიწყება სამუშაოები, მთავარია, პროექტი  წლის განმავლობაში განხორციელდეს.  ასევე,  მნიშვნელოვანია ის, რომ მისი დაწყების  თუ  დასრულების დრო არ აფერხებდეს რაიმე პროცესს კონკრეტულ სოფელში.  სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე  დასრულებულია. რაც შეეხება, შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობას,  სამუშაოები მიმდინარეობს.

'




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...