რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

მთავარი თემა

რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

2014 დეკ 4 21:12:54

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი შოვნაძის მოადგილედ დაინიშნა.

თავად გიორგი შოვნაძე  აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და მის მოვალეობას რატი ჯაფარიძე ასრულებდა.  შოვნაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ სასამართლომ ერთი კვირის წინ აღადგინა. სამსახურში დაბრუნებულს "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, რომელიც "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელობიდან  4 აგვისტოს გაანთავისუფლეს, მოადგილედ დახვდა.

"გურია ნიუსი" გიორგის სიგუა  მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა:

_ რის გაკეთებას აპირებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოში?

_ ვაპირებ ტურიზმის განვითარებას. დაცულ ტერიტორიებს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. არაერთი ტურისტული პროდუქტი გვაქვს, რომელთა ცნობადობა არც ისე მაღალია. აი, მათ პოპულარიზაციას,  ტურისტების მოზიდვას, ინფასტრუქტურის განვითარებას და იმ ტურისტული პროდუქტების შექმნას ვაპირებ, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ მალე იარსებებს.  მაგალითად, ის რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესაძლებელია: მოეწყოს ტურები, იქირაოთ საძილე ტომრები, ხარაგაული ვიზიტორთა ცენტრში იქირაოთ  ნომრები. ბევრი სხვა ტურისტული მომსახურება მიიღოთ; ის, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია ცხენების  ქირაობა და საცხენოსნო ტურების მოწყობა;  ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე  ტოიოტა საფარი ტურის მოწყობა;  ხორნაბუჯის, წმინდა ელიას მთის მოინახულება; ბევრმა არ იცის. იგივე სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები, ოკაცეს, გოჭკადილის კანიონები ძალიან დიდ ტურისტულ პოტენციალს ატარებს. ამ ტურისტული პროდუქტების მაქსიმალური პრომოციაა ჩვენი მიზანი. იქ სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება.

_ბატონო გიორგი, დაცული ტერიტორიების თავმჯდომარესთან, გიორგი შოვნაძესთან, რომელიც სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა, რა ურთიერთობა გაქვთ?

_ გუშინ გავიცანი რომ მოვიდა სამსახურში.

_როგორ ფიქრობთ, მის მოადგილედ რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს?

_როგორც ტურიზმის საქმის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილების პატრონი, რომელსაც შეუძლია, დაცული ტერიტორიების ტურისტული პროდუქტები განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.

_ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

_ხელმძღვანელობისგან.

_გარემოს დაცვის მინისტრს გულისხმობთ?

_მასაც, მათ შორის. არამარტო დაცული ტერიტორიების, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც მივიღე შემოთავაზება.

_ პირველად რას გააკეთებთ ახალ სამსახურში?

_პირველი, რაც გავაკეთე უკვე, გავეცანი გუნდს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სლაიდებზე გავეცანი ტურისტულ პროდუქტებს, რისი პოტენციალიც დაცულ ტერიტორიებს აქვს. ორშაბათს უკვე მივემგზავრები, ადგილზე უნდა მოვინახულო ადმინისტრაციები. ეს იქნება კოლხეთის ეროვნული პარკი, იმერეთის ადმინისტრაციაში შემავალი ერთეულები: სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები. შემდეგ აუცილებლად წავალ მტირალაზე. მოვინახულებ სხვა დაცულ ტერიტორიებსაც.  შემდეგ დავდებთ მათ პიარსტრატეგიებს. ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ტურისტულ კომპანიებთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი მარკეტინგისთვის. ერთობლივი ძალებით შეიძლება ტურისტული ნაკადების ზრდა. მთელი გეგმები მაქვს.

_ფინანსური რესურსების მოძიებას როგორ აპირებთ?

_დაცულ ტერიტორიებს სახელმწიფოსგან, დონორი ორგანიზაციებისგან აქვს დაფინანსება. ასევე საკუთარი შემოსავლებიც აქვს. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია მილიონნახევრის ოდენობის შემოსავლების მოზიდვა. ეს იქნება ტურისტების მიერ კონკრეტულ ობიექტებზე გადახდილი თანხა, ასევე კოტეჯების, ცხენების დაქირავებისგან თუ ნებისმიერ სერვისებისგან მიღებული თანხა, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო სთავაზობს ტურისტს. 5 მილიონია სახელმწიფოსგან დაფინანსება, აქედან 150 ათასის გამოყენება შეიძლება მარკეტინგულ ღონისძიებებზე. ვფიქრობთ, კერძო სექტორთან თანამშრომლობას და ერთობლივი შემოსავლების მიღებას.

_"ტურიზმის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელი როდესაც იყავით, რა შეხება  გქონდათ დაცულ   ტერიტორიებთან?

_ ერთობლივი პროექტები განგვიხორციელებია და ახლაც გვექნება თანამშრომლობა.

_თქვენ "კაზანტიპის" ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებას ხელმძღვანელობდით, ეს ფესტივალი, ეკონომიკური მოგების მხრივ, ჩავარდა. . .

_გააჩნია ვისთვის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩავარდნა კი არა, ხსნა იყო. ორგანიზატორისთვის  იყო ზარალიანი.

_ქვეყანამ რა მოგება მიიღო ამ ფესტივალიდან?

_რასაკვირველია, მიიღო მოგება. 14 ათასი მონაწილე ჰყავდა იმ ფესტივალს და მათ ფული არ დახარჯეს? ის დახარჯული ფული ქვეყნის ბიუჯეტში არ მოხვდა?

_ხომ არ ფიქრობთ, რომ "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორობის გამო შეგარჩიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ?

_არამგონია. მარტო ეგ არამგონია, რომ იყოს.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...