შს მინისტრის შეურაცხყოფის შემსწრე პოლიციელს ბრალი წაუყენეს

მთავარი თემა

შს მინისტრის შეურაცხყოფის შემსწრე პოლიციელს ბრალი წაუყენეს

2014 დეკ 5 05:08:48

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ინფორმაციით, პოლიციელ პაატა დობორჯგინიძეზე უკანონო სამართლებრივი დევნა და ზეწოლა ხორციელდება. ამის მიზეზი, ორგანიზაციის ცნობით, 2014 წლის ივნისში, მტკვირის სანაპიროზე პოლიციელებს შორის მომხდარ ჩხუბია, რა დროსაც შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინეს.

ცნობისთვის, პოლიციელების ჩხუბის შემთხვევა ტელეკომპანია "ტაბულამ“ 18 ივნისს გაავრცელა, რის შემდეგაც შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და რამდენიმე დღეში ყველა პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც "გურია ნიუსთან“ საუბრისას პაატა დობორჯგინიძის ადვოკატი ინგა არახამია ამბობს, ინცინდენტი ამით არ ამოწურულა და ზეწოლა ახლა იმ პოლიციელებზე მიმდინარეობს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს. ერთ-ერთი მათგანი კი, პაატა დობორჯგინიძეა.

ადვოკატი განმარტავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დობორჯგინიძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა, მას ორჯერ უმიზეზოდ გამოუცხადეს საყვედური, 2015 წლის 5 ნოემბერს კი, მისი მეგობარი ქალის საჩივრის საფუძველზე დააკავეს, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურის ბრალდება დობორჯგინიძის მეგობარი ქალის საჩივარს ემყარება, სადაც აღნიშნულია, რომ დობორჯგინიძემ მას ესროლა. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ბრალდებაც ტყუილია, რადგან იარაღიდან, რომლის შენახვის უფლებაც დობორჯგინიძეს ჰქონდა, ექსპერტიზის დასკვნით, გასროლა არ მომხდარა. თუმცა, როგორც არახამია განმარტავს, ექსპერტიზა დაგვიანებით, საჩივრის შეტანიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ჩატარდა, მანამდე კი, დობორჯგინიძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

"პაატა დობორჯგინიძის მეგობარი ქალის საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 2014 წლის 5 ნოემბერს დაიწყო, რის შემდეგაც დობორჯგინიძე დააკავეს, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რადგან დობორჯგინიძემ ადვოკატ გოგა ონიანთან დაკავშირება მოახერხა, მისი პროკურატურაში გამოცხადების შემდეგ კი, ის გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ მასთან ამ ეტაპზე შეკითხვები არა აქვთ.

საქმეში კითხვის ნიშნები თავიდანვე იყო, მაშინ, როდესაც პროკურატურას თავისუფლად შეეძლო იმ დღესვე ამოეღო დობორჯგინიძის იარაღი, რომელიც მის სახლში ინახებოდა და მასზე, ისევე, როგორც ტანსაცმელზე, ექსპერტიზა ჩაეტარებინა, ეს არ გააკეთა. გასროლის შემთხვევაში, რასაც მისი მეგობარი ქალბატონი აცხადებს, დობორჯგინიძის ხელზე, ტანსაცმელზე და იარაღზე დენთის კვალი უნდა ყოფილიყო. ექსპერტიზა ერთი თვის დაგვიანებით ახლახანს ჩაატარეს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ რამდენიმე წელია ამ იარაღიდან გასროლა არ განხორციელებულა“, _ ამბობს არახამია.

მისივე თქმით, "პროკურატურაში დაბარების შემდეგ, 7 ნოემბერს, დობორჯგინიძეს თითქოსდა სამსახურში გამოუცხადებლობისთვის განწესის ფურცელში წინასწარ ჩაუწერეს სასტიკი საყვედური, მაშინ, როდესაც ის სამსახურში საათნახევრით ადრე გამოცხადდა“.

"ამის გამო, მან პატაკი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედება, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და იძულებულია დატოვოს თანამდებობა. თუმცა, პატაკი ოცეულის მეთაურმა სოსო მუმლაძემ, ასეულის მეთაურმა შალვა ჯერენაშვილმა და სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ არ ჩაიბარეს. ისინი მოითხოვდნენ რომ მას  პატაკის შინაარსი შეეცვალა, რაც დობორჯგინიძემ არ გააკეთა. უფრო მეტიც, ლაშა ჯოხაძემ გასცა ბრძანება და დობორჯგინიძეს უკანონოდ ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ. ასევე, დღემდე არა გვაქვს დობორჯგინიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ის სამსახურში ერთი თვეა, არ გამოცხადებულა. სავარაუდოდ, მას სასმართლოს ძალით უპიტრებენ გათავისუფლებას“, _ ამბობს არახამია და დასძენს, რომ პროკურატურამ პაატა დობორჯგინიძეს ბრალი გუშინ წაუყენა, ხვალ, კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

 "გურია ნიუსი“ საქმის დეტალების გასარკვევად საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, ნათია სუხიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც  ამბობს, რომ პაატა დობორჯგინიძისთვის ბრალის წაყენება 2014 წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება.

 როგორც სუხიაშვილი განმარტავს, დობორჯგინიძეს ბრალი იარაღის უკანონო ტარებისთვის და მეგობარ ქალზე მუქარისთვის აქვს წაყენებული.

"ეს არანაირად არ უკავშირდება ზაფხულში მომხდარ შემთხვევას. ამაზე გამოძიება ნამდვილად არ მიმდინარეობს. დობორჯგინიძეს ბრალი სულ სხვა მუხლით ჰქონდა წაყენებული  - მეგობარ ქალზე განხორციელებული მუქარისთვის, რასაც შემდეგ  იარაღის უკანონო ტარებაც დაემატა. დეტალებისთვის შეგიძლიათ ხვალ დამიკავშირდეთ“, _ ამბობს სუხიაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დობორჯგინიძის საქმესთან დაკავშირებით ერთი თვის წინ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს  გენერალურ ინსპექციას, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ დღემდე უწყებიდან პასუხი არ მიუღიათ.

"გურია ნიუსი“ საქმის დეტალების გარკვევის შემდეგ საკითხს ხვალაც დაუბრუნდება. 




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...