რატომ გაიზარდა შტატები ადგილობრივ თვითმმართველობებში

მთავარი თემა

რატომ გაიზარდა შტატები ადგილობრივ თვითმმართველობებში

8 დეკ. 2014, 17:35:23

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში"  შესული ცვლილების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობების აპარატებში შტატები გაიზრდება.

 უფრო კონკრეტულად კი, ცვლილება გულისხმობს შემდეგს - იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 საშტატო ერთეულს დამატებული შესაბამის საკრებულოში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.

იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა  45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის 30 საშტატო ერთეულს, დამატებული შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, შტატების გაზრდის აუცილებლობა პრაქტიკამ აჩვენა და ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა რაიონების მუნიციპალიტეტებში.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში  რაიონების გამგეობებს იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალიტეტები დაშორებულია სოფლებს, არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი, რათა კონკრეტული პრობლემა გადაწყვიტონ.

ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა  მუნიციპალიტეტი ამ ცვლილებას იწონებს.

"ამის ძირითადი ინიციატორები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იყვნენ. ისინი აყენებდნენ საკითხს იმის თაობაზე, რომ საშტატო განრიგით განსაზღვრული ერთეულები არ ყოფნით მოშორებულ ტერიტორიებზე  მოსახლეობისთვის საჭირო მომსახურების გაწევა უზრუნველყონ", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებით, ბიუჯეტის ხარჯები არ გაიზრდება.

"მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის   სახელფასო ფონდი 25%-ით შეზღუდულია, ეს ისევ ძალაში რჩება".

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში"  შესულ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში.

როგორც "გურია ნიუსთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თევდორაძე ამბობს, ზოგადად ის ცვლილება, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობის კოდექსით განხორციელდა , მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია და ამით მოსახლეობამ  ვერანაირი შედეგი, ეფექტური სერვისი ვერ მიიღო.

"ეს ცვლილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მმართველ გუნდს არანაირი წარმოდგენა თვითმმართველობაში განსახორციელებელ რეფორმებზე, არ გააჩნია.  აქედან გამომდინარე,  ბანალური დასკვნის გაკეთება შეიძლება - "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა რაოდენობით მოახერხებს თავისი აქტივისტების, მეგობრების დასაქმებას. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკური გუნდისთვის, ნეპოტიზმი უცხო ხილი არაა. ეს ცვლილებები თვითმმართველობების ეფექტურ მუშაობას არ უკავშირდება.

ზოგადად, ის ცვლილება, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობის კოდექსით განხორციელდა, ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია. ვგულისხმობ თვითმმართველ ქალაქებად  დაყოფას. ამით ვერანაირი შედეგი - ეფექტური სერვისი ჩვენმა მოსახლეობამ ვერ მიიღო.

მმართველი გუნდისთვის ეს უცხო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი შემთხვევა არაა, მათ ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკური მიმართულებიდან გაგრძელებული კრიმინოგენულით და შემდეგ უკვე თვითმმართველობით, აბსოლუტური კრახი აქვთ. ასე რომ, ეს მათთვის  დამახასიათებელია", _ უთხრა "გურია ნიუსს" თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულის გაზრდაზე საუბარი, ჯერ კიდევ გასულ წელს მიმდინარეობდა. როგორც მაშინ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობდა,  ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები იზრდებოდა და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმება იგეგმებოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა იმდროინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ახლა უკვე თბილისის მერი, დავით ნარმანია.

მეტიც, მისივე თქმით, ცნობისთვის, 7 თვის განმავლობაში, საქართველოში, მხოლოდ თვითმმართველობებიდან 884 მოხელე გაათავისუფლეს.

კვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს.

ორგანიზაციის კვლევა თვითმმართველ ორგანოებში, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო და 7 თვის მონაცემებს მოიცავს.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გათავისუფლებული 884 მოხელიდან 434-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე  დატოვა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის ასახული რწმუნებულები და ის მოხელეები, რომლებიც მოგვიანებით კვლავ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმდნენ.




 ახალი ამბები
  • "დედა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში არიან"ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოჯახის ნათესავი ესაუბრა: "გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვლოცულობთ, რომ გადარჩეს. რაც შეეხება დედას, ის აპარატზეა შეერთებული. უბედურება მოხდა და ფაქტობრივად, ოჯახი განადგურდა”. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიმში 25 ოქტომბერს მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ ... ...
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...