პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედზე

მთავარი თემა

პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედზე

2014 დეკ 9 18:30:50

ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეზოში, ტაძრის კარებთან, პატარა შენობა დგას. ამ შენობას, ყოველ მეორე დღეს, 80 ადამიანი აკითხავს _ სახლში თითი პური უფასოდ მიაქვთ. მათი ცხოვრებისეული ისტორიები განსხვავებულია თუმცა, ყველას ერთი რამ აერთიანებთ _ უკიდურესი სიღარიბე.

რაინდი გოგოლაძე ოთხმოც წელსაა მიღწეული. დაახლოებით ორ კილომეტრს ყოველ დღე ერთი პურისთვის გადის:

_ რა ვქნა, მშია და მიმაქვს! სახლში მძიმე ავადმყოფი მეუღლე მყავს. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომლის 80 პროცენტი წამლის ფულად არ გვყოფნის, _ ცრემლების გარეშე საუბარი უჭირს ბატონ რაინდის.

ამბობს, რომ მისი და მისი მეუღლის ძირითადი საკვები მხოლოდ პური და ჩაია:

_ ხანდახან, პენსიიდან თუ რამდენიმე თეთრი დაგვრჩა,  კარტოფილს, მაკარონს ვყიდულობ, _   თავისი ყოველდღიურობის შესახებ გვიყვება რესპონდენტი და დასძენს, რომ ყველი და კარაქი, წლებია, თვალით არ უნახავს:

_ ყველი ან კარაქი რომ ვჭამო, ალბათ, ცუდად გავხდები, მაწყენს, _ ცდილობს იუმორით მოგვითხროს თავისი გასაჭირი.

ნარგიზ ჩხაიძე დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ე. წ. სპორტკომპლექსში დროებით შესახლებულ უსახლკარო მარტოხელა დედას სოციალური დახმარებაც აქვს, თუმცა, თავის გატანა მაინც უჭირს:

_ სახლი მე არ მაქვს და კარი. ჩემს შვილებს ყოველ ღამე თავზე აწვიმს. ახლა ზამთარია და არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ. ფანჯრებზე ცელოფნები მაქვს აკრული. ამას წინათ წითელი ჯვარი დამეხმარა და ცოტა სული მოვითქვი. შემოსავალი კი მაქვს, მაგრამ არ მყოფნის. ორი შვილი მყავს, რომლებსაც ბევრი რამ სჭირდებათ. მე კი ჩემი ხელფასით და დახმარებით ყველაფერს ვერ ვახერხებ. ამიტომაც მოვდივარ აქ პურის წასაღებად, _ გვითხრა ქალბატონმა ნარგიზმა, რომლის თქმით, შვილებთან ერთად მშიერი ხშირად დაწოლილა.

მხოლოდ პენსიაა მარტოხელა ზაირა უბირიას შემოსავალი:

_ ყოფილა დღეები, როცა მხოლოდ პური მიჭამია. მშიერიც ბევრჯერ დავწოლილვარ. ჩემი პენსია ყველაფერს ვერ წვდება _ წამალი, გადასახადები... აქ, სამადლოდ მაძლევენ პურს, _ გვიყვება უბირია, რომელსაც მის კუთვნილ პურთან ერთად, სხვებისთვისაც მიაქვს.

_ ხანდახან ერთმანეთს ვთხოვთ ჩვენ-ჩვენი ლუკმის წამოღებას. ზოგს არ შეუძლია, ზოგს რცხვენია აქ მოსვლა. ვეხმარებით ერთმანეთს. დღეს რამდენიმე პური მიმაქვს და ჩამოვარიგებ, _ გვითხრა ქალბატონმა ზაირამ.

როგორც გავარკვიეთ, უპოვრები პურის წასაღებად ყოველ მეორე დღეს მოდიან და სახლში ორი დღის ნორმით ბრუნდებიან. ნორმა პირობითად, რადგან ერთ ადამიანზე დღეში ერთი პურია განკუთვნილი. ამ ადამიანებს კი სახლში ოჯახის წევრები ელოდებიან _ მეუღლეები, შვილები...

80 ადამიანისთვის პურს შემოქმედის ეპარქია ყიდულობს. როგორც გვითხრეს თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ:

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მუხლიდან, ეპარქიისთვის ყოველ წელს თანხას გვაძლევს. ხან 25 000 ლარს, ხან _ 20 000 ლარს. ამ თანხიდან 80 ადამიანისთვის ყოველდღიურად პურს ვყიდულობთ. ეს თვეში 600 ლარია, _ გვითხრეს ეპარქიაში.

გვითხრეს ისიც, რომ პურის მთხოვნელთა რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა, უსახსრობის გამო, ყველას დაფინანსება ვერ ხერხდება.

ამ დრომდე არ დასმულა საკითხი, ჩოხატაურში უფასო სასადილო გახსნილიყო, თუმცა, ყველამ იცის, რომ მუნიციპალიტეტში ათეულობით მშიერი ადამიანი ცხოვრობს.

წლების წინ, ჩოხატაურში უფასო სასადილოს გახსნის იდეა მამა გიორგის (ჯიბუტი) გაუჩნდა და მალევე განახორციელა კიდეც. ეკლესიასთან ერთად უპოვართა დაპურებაში არასამთავრობო ორგანიზაციაც იყო ჩართული.

_ სასადილო ძირითადად შემოწირულობებით არსებობდა. ყოფილა შემთხვევა, როცა სახლიდან ხილი, ლობიო და სხვა პროდუქტები მოჰქონდათ და ვარიგებდით. ზაურ ოსეფაიშვილი გვეხმარებოდა. წლების განმავლობაში, ასე თუ ისე, ვახერხებდით მშიერთა დაპურებას, მათთვის საკვების მოწოდებას, _ ამბობს მამა თომა (სიხარულიძე) ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, თავიდან სასადილოში 50 ადამიანი დადიოდა. დღეს ამ ადამინების რიცხვი 80-ს აღწევს.

_ აქ ის ადამიანები დადიან, რომლებიც დაბაში ცხოვრობენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს შია სოფლებში, ჩვენ არ გვაქვს, _ დასძენს მამა თომა.

იგი იხსენებს, რომ ბენეფიციარებს გაკეთებული საჭმელი ქილებით სახლში მიჰქონდათ:

_ სასადილოში არ ჩერდებოდნენ. ქილები მოჰქონდათ, საჭმელს ასხამდნენ და მიჰქონდათ _ აქ როგორ ვჭამოთ, როცა სახლში მშიერი შვილები გველოდებიანო, _ იხსენებს მამაო.

როგორც გავარკვიეთ, ბოლო წლებია ე. წ. უფასო სასადილოს არც შემოწირულობა მიუღია და მისი ბედით არც ხელისუფლება დაინტერესებულა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ მხოლოდ დაბა ჩოხატაურში, ოფიციალური სტატისტიკით, 80 ადამიანი მშიერია.

მშიერი ადამიანების ციფრი რომ გაცილებით მაღალია, ამას არავინ უარყოფს, თუმცა კითხვაზე _ რას აკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხრების აჩეჩვით გვპასუხობენ და დასძენენ, რომ მათთვის პურს ყიდულობენ.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა დაუჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ადამიანის ერთჯერადი ნორმალური კვება. გადამოწმებული ინფორმაციით, თანხა 70 000 ლარიდან 90 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მაშინ, როცა მხოლოდ გასულ წელს, ჩოხატაურის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიის სახით 150 000 ლარზე მეტი გაიცა.

აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" გასული კვირის პარასკევს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მიაწოდა და საკანონდებლო ორგანოს საკუთარი წინადადება შესთავაზა _ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ეს მეტად მნიშნელოვანი საკითხი და საგანგაშო სტატისტიკა  გაითვალისწინონ.

საკრებულოს დეპუტატებმა "გურია ნიუსის" წინადადებას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ საკითხის მომზადება სოციალურ კომისიას დაავალა, ხოლო ფინანსური დეტალების გარკვევა _ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას:

_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბიუჯეტის განხილვები ახლა მიმდინარეობს, ამიტომ საკითხს დროულად უნდა შესწავლა და გათვალისწინება, _ აღნიშნა მამალაძემ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები და დააპურებენ თუ არა მშიერ ადამიანებს, ეს რამდენიმე დღეში, ახალი ბიუჯეტის მიღებისას გაირკვევა.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...