“სისხლი სულ არ აქვთ ბებო, ადამიანის შეცოდება არ შეუძლიათ! “

მთავარი თემა

“სისხლი სულ არ აქვთ ბებო, ადამიანის შეცოდება არ შეუძლიათ! “

20 დეკ. 2014, 17:08:13


"10 თვის შვილიშვილი მშიერი მყავს, დღეს რა ვაჭამო არ ვიცი, ნახეთ, შემოდით, სად და როგორ ვცხოვრობ, ასეთ გაჭირვებულს რომ არ დაეხმარებიან, ყურადღებას რომ არ მოგაქცევენ, ღმერთის არ ეშინიათ ბებო ?"- ასე მოგვმართავდა ქალაქ ოზურგეთში ჩოხატაურის ქ. #14 მცხოვრები პენსიონერი ეთერი მგალობლიშვილი.

"გურია ნიუსს" თითქმის ყოველდღე მიმართავენ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანები, რომლებიც თავიანთი გაჭირვების შესახებ ჰყვებიან და ჟურნალისტებს დახმარების იმედით შეჰყურებენ. მოხუცი პენსიონერის სახლში მისი თხოვნით მივედით. 

86 წლის ეთერი მგალობლიშვილი  შვილიშვილთან, რძალთან და 10 თვის შვილთაშვილთან ერთად სახელდახელოდ აგებულ პატარა ფიცრულში ცხოვრობს .იქ მისულებს მართლაც უკიდურესი ყოფა დაგვხვდა: უსახური ქოხმახი და 10 თვის პატარა შიმშილის ზღვარზე.

მოხუცი პენსიონერის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერიას დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოთ. 

ეთერი მგალობლიშვილი: "ოთხი სული ვცხოვრობთ ამ პატარა "სარაიაში" , ვზრდი ობოლ შვილიშვილს და 10 თვის შვილთაშვილს, სტიქიამ წამართვა ყველაფერი, გამანადგურა, შემომივარდა წყალი, სულ გამინადგურა რაც მქონდა, არავინ არ მუშაობს ჩემთან, სადაა სამუშაო?, ჩემი პენსიის იმედად ვართ, დღეს 10 თვის პატარასთვის საჭმელი არ გვაქვს, ნერვები არ მაქვს, სულ მაკანკალებს.

არაერთხელ მივმართე ქალაქ ოზურგეთის მერიას დახმარებისთვის, რამდენჯერმე შემხვდა ქალაქის მერიც, დამპირდა დაგეხმარებიო და მომატყუა ბებო, ასჯერ მომატყუეს უკვე, ახლა ხუთშაბათს მივედი მიღებაზე ალეკო შემხვდა ბურჭულაძე, სიორიძე არ იმყოფებოდა, მიმიღო ბურჭულაძემ, რად გინდა ბებო, ვერაფერს ვერ გადავწყვეტო მითხრა, ასე იქნება?  ერთი გამაგებინეთ საერთოდ თუ ეხმარებიან ჩემნაირ გაჭირვებულებს, თუ მარტო მე მექცევიან ასე? სისხლი სულ არ აქვთ ბებო, ადამიანის შეცოდება არ შეუძლიათ! 

ერთადერთი ვინც მეხმარება და პატარა ბავშვი ასე ჰქვია გამაზრდია, მუნიციპალიტეტის გამგებელია, მერაბი ჭანუყვაძე, ვეცოდები, მაგრამ მისი ბრალია, მან დამპირდა არჩევნებზე აქ ამ უბანში რომ იყო მოსული ხალხთან შეხვედრაზე, მაშინ დამპირდა მოგეხმარებიო, ახლა კი ვარ მის კისერზე ჩამოკიდებული, საჭმელს მყიდულობს, ყოველდღიურ ფულს ვეცოდები ბებო! მას არ ეკუთვნის ჩემი დახმარება, მრცხვენია, გუშინ მივედი გამგეობაში, ვიტრიალე აქეთ იქეთ და ვერ შევედი მერაბისთან, შემრცხვა და დღეს კი მყავს პატარა ბავშვი მშიერი, ასეთ დღეში ვარ.

ჩემს გაჭირვებას, რომ არ გაითვალისწინებენ, ეს ადამიანობაა? რას არ ვეხვეწები, რას არ ვეღმერთები, მშიერი მყავს პატარა და მომეხმარეთ მეთქი და არაფერი" სოციალური  დახმარება მოხსნილი მქონდა ბებო და რის გამო არ იტყვი? თურქეთში გადავიდა შვილიშვილი და მეორე დღესვე დაბრუნდა და ამის გამო  შეჩერებული მქონდა, ახლა აღმიდგინეს და იმაშიც მერაბმა მომეხმარა, გამოტანილი მაქვს მთელი ერთი წლის პენსია, რა ვაჭამო ბავშვებს არ ვიცი.

მტერი გყავს ბებო? ვერ ხედავ? მოხარშული კარტოფილი მაქვს ამ დილით, ზეთიც არ მქონდა, ასეთ გაჭირვების დღეში ვარ,  საჭმელს ვინ სად და რას ვშვრები კაცმა არ იცის.

8 ცალ "თუნუქს" ვეხვეწები და იმას არ მაძლევენ" ძალიან გთხოვთ ხუთშაბათს წამყევით მერთან მიღებაზე და თქვენს თვალწინ გამცენ პასუხი რატომ არ მეხმარებიან"- გვითხრა ატირებულმა მოხუცმა პენსიონერმა.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის დაუკავშირდა ვიცე მერს ალეკო ბურჭულაძეს, თუმცა ის " გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა არ პასუხობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილემ კობა დუნდუამ, მისი განცხადებით 86 წლის მოხუცს ქალაქის მერია სამშაბათს შეშით დაეხმარება.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონ ეთერ მგალობლიშვილს განცხადება შემოტანილი აქვს შეშით დახმარებაზე, რასაც უზრუნველყოფს ქალაქის მერია და მას შეშით დაეხმარებიან სამშაბათს, სხვა სახის ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ მაქვს" _ გვითხრა კობა დუნდუამ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls