"ნუ იჯგიმები, ფეხებსაც ვერ მომჭამ" - ჩხუბი პარლამენტში

მთავარი თემა

"ნუ იჯგიმები, ფეხებსაც ვერ მომჭამ" - ჩხუბი პარლამენტში

24 დეკ. 2014, 18:30:00

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძესა და მმართველი გუნდის დეპუტატ დავით საგანელიძეს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ჩხუბი კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა.

"ნუ იჯგიმები, ფეხებსაც ვერ მომჭამ", _ ამ ფრაზით ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დავით საგანელიძეს მიმართა.

პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში ფრაქციათა კვოტების ხელახლა გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ჩხუბში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

კვოტების გადანაწილების  საკითხთან დაკავშირებით, ბარამიძემ დღეს ისიც გააპროტესტა, რომ ამ საკითხის განხილვა პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართა. მან მმართველი გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

თავის მხრივ, საგანელიძემ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ ის მთელი ცხოვრება კონსტიტუციას არღვევს, მისი ზემოთ აღნიშნული ფრაზის გამო კი, საგანელიძემ ბარამიძეს თავხედი და უზრდელი უწოდა.
დეპუტეტების დაწყნარება მანდატურებმა მოახერხეს.

ცნობისთვის, “თავისუფალი დემოკრატების” დამოუკიდებელ, ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციად ჩამოყალიბების შედეგად პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობაც იცვლება.

ცვლილება დელეგაციებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებზე აისახა.

საკითხი გუშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მათ პროტესტი ევროსაბჭოს დელეგაციებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით გამოთქვეს. კერძოდ, აღნიშნულ დელეგაციაში საპარლამენტო უმცირესობისათვის განსაზღვრული იყო ორი ადგილი, რომელიც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ეჭირათ. დელეგაციის ახალ შემადგენლობაში კი, ოპოზიციის კვოტას ერთი წარმომადგენლით ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დაიკავებს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კონსულტაციების გასამართად საკითხის გადადება მოითხოვეს, რასაც კომიტეტის წევრები არ დაეთანხმნენ და დელეგაციების შემადგენლობის წარმოდგენილ ვარიანტს უყარეს კენჭი.

უმრავლესობიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლით იცვლება და იზრდება საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობაც. ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა 17 პარლამენტის წევრით, ხოლო 17-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა კი, 19 წევრით განისაზღვრა.




 ახალი ამბები
  • ურეკში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩოდღეს, შუადღისას, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ გაიტაცა. მასთან ერთად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა. მაშველმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლო, მეორის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ. „გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ... ...
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...