2014 წელი პოლიტიკურ ჭრილში

მთავარი თემა

2014 წელი პოლიტიკურ ჭრილში

2014 დეკ 30 23:57:20

2014 წლის რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა.

21 იანვარი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა.

17 თებერვალი - უთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.

ასევე, სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 342-ე მუხლით.

15 ივნისი - თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. რეგიონების არა აბსოლუტურ, თუმცა უმრავლესობაში, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რასაც მუნიციპალიტეტებში კადრების ცვლილებები მოჰყვა.

თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, სადაც ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია და კოალიციის კანდიდატი დავით ნარმანია დაუპირისპირდნენ.

27 ივნისი - ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოიცავს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუალ ბაროზომ და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ცერემონიაში.

3 ივლისი - თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დააკავეს. უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზება ედება ბრალად. ასევე, მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით.

7 ივლისი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

11 ივლისი - სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ და ეს უპრეცედენტო ფაქტია.

12 ივლისი - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური  8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

14 ივლისი -  ცესკო-მ არჩევნების მეორე ტურში თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა დაასრულა. თბილისის მერი დავით ნარმანია გახდა.

15 ივლისი - "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი და რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი, ეროსი კიწმარიშვილი თბილისში გარდაიცვალა. გამოძიება 115-ე მუხლით (თვითმკვლელობა) დაიწყო.

22 ივლისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარადგინა:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა.

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად გიორგი მღებრიშვილი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს,  სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად  დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი  გელა დუმბაძე.

23 ივლისი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დაინიშნა.

28 ივლისი -  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტელეიმედის" დარბევასა და პატარკაციშვილების ოჯახისთვის ჩამორთმევაში დაადანაშაულა და ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

13 აგვისტო - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა -
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

1 სექტემბერი - წამლების გარკვეული კატეგორია რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. ამასთან, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი პრეპარატის გაცემა იკრძალება.

28 ოქტომბერი - პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. საქმეს გრიფი საიდუმლო დააკავა.

31 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

4 ნოემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა.

4 ნოემბერი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა  ალექსი პეტრიაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

5 ნოემბერი - ირაკლი ალასანიამ და მისმა პარტიამ "თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს.
"ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვსვლოდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკება, მაგრამ ძალიან ცივილურად დავშორდით, კოალიციაში აღარ იქნება "თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება დისკუსიებს, ის რეალურად ვერ შედგა, აქ მე სასაუბროდ არ მოვსულვარ ბიძინა ივანიშვილთან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

5 ნოემბერი - თანამდებობა დატოვა ალასანიას თანაპარტიელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძე.ასევე, მისმა მოადგილეებმა თამარ ბერუჩაშვილმა და დავით ზალკანიანმა

5 ნოემბერი -  საქართველოს თავდაცვის მინისტრად, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაინიშნა.

10 ნოემბერი -  ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ.

11 ნოემბერი - საგარეო საქმეთა სამინისტროში თამარ ბერუჩაშვილი ბრუნდება და ის ამჯერად მინისტრის პოსტს იკავებს.

13 ნოემბერი - ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით,  ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

15 ნოემბერი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე დაინიშნა.

15 ნოემბერი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ფართომასშტაბიანი  აქცია "არა ოკუპაციას!" გაიმართა, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

24 ნოემბერი - აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდა.

იგივე შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, რომელიც მან ცხინვალში  ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა, შეთანხმებაზე მუშაობა 2015 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

25 ნოემბერი - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის მასალების, რომელთაც ბრალად სილქნეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვა ედებათ, საიდუმლო "გრიფი" 97%$-ით  მოეხსნა.

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, თბილისში, პარლამენტი შენობასთან საზოგადოებამ ქალთა მიმართ ძალადობა შემდეგი ლოზუნგებით გააპროტესტა - "ნუ გაამართლებ ძალადობას!",  "მე ვგმობ ქალზე ძალადობას, რას აკეთებ შენ?",  "დღეს გაჩუმება დანაშაულია".

ამავე დღეს, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

27 ნოემბერი - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ ბრალი ისევ დაუმძიმდა. მას ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე ედება ბრალი.

29 ნოემბერი - პრეზიდენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს უკვე მეორედ ადებს.

3 დეკემბერი - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად, საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინსიტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა.

12 დეკემბერი - კომპანია RMG Gold-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ნომერ 1-ლ უბანზე კომპანიამ 2 აფეთქება განახორციელა. კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა.

კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG Gold-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა.

16 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

17 დეკემბერი - 5-თვიანი მოკვლევის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება მკვლელობის ვერსიით დაიწყო.

18 დეკემბერი - სტრასბურგში, ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

18 დეკემბერი - ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლის -  პრემიერის თუ პრეზიდენტის მოსკოვში ხილვის მოხარული იქნება.

24 დეკემბერი - ცნობილი ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე შესაძლოა უკრაინის მთავრობის წევრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს პარლამენტმა დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე - თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე შენობა, თუმცა საკანონმდებლო ორგანო, რომლის ადგილსამყოფლად კონსტიტუციაში ქალაქი ქუთაისია მითითებული, თბილისში მხოლოდ ბიუროს სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს გამართავს.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...