ჯონ ბასი დემოკრატიის, ივანიშვილის და მომავალ არჩევნების შესახებ

მთავარი თემა

ჯონ ბასი დემოკრატიის, ივანიშვილის და მომავალ არჩევნების შესახებ

5 ნოე. 2011, 11:34:17

_ ვისურვებდი დემოკრატიის განმტკიცებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და "გურია ნიუსის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა:

_ ბატონო ელჩო, როდესაც იუსაიდ-ის მიერ დაფინანსებული მსგავსი შენობები კეთდება, გახსნიდან წელიწადნახევარში, ორ წელიწადში ისინი იხურება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩოხატაურში, ფერმერთა მომსახურების ცენტრში, რომელიც ასევე USAIDის დაფინანსებით გაიხსნა, დღეს რესტორანი ფუნქციონირებს. ასეთი ფაქტების ჩამოთვლა მრავლად შეგვიძლია. ხომ არ განახორციელებთ მონიტორინგს, რომ მსგავს სიტუაციაში დღეს გახსნილი ცენტრიც არ აღმოჩნდეს?

_ ნამდვილად. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს, პროგრესსა და სარგებლობას ამ შენობისა პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე სხვა დონორებიც. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადობას უზრუნველყოფენ უკვე თავად მოქალაქეები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ცენტრი მათთვის სასარგებლოა და საჭიროდ მიიჩნევენ მის არსებობას. ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს საუკეთესოდ გამოყენებული ის დახმარება, რომელსაც ვუწევთ საქართველოს და ვუსურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც თქვენ ასახელებთ და შეეხება შენობების არადანიშნულებით გამოყენებას.

_ ჩვენ გამოგიგზავნით ამ საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

_ ძალიან დიდი მადლობა.

_ ბატონო ელჩო, თბილისში და რეგიონებში დაიწყო სამოქალაქო აქტივობა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. როგორც მისი პირადი ადვოკატი და მრჩეველთა საბჭოს წევრები აცხადებენ ამ პროცესში ჩართავენ საერთაშორისო მისიებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რა ფორმით?

_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის თემა გახლავთ საქართველოს და საქართველოს სასამართლოების კომპეტენციის საკითხი და მათი გადასაწყვეტია. ეს გახლავთ სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენც ვაკვირდებით და გვსურს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იყოს საქართველოს იურისპრუდენციის შესაბამისი, ხოლო შემდგომი პროცედურები გახორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

_ როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას? იქ განვითარებული მოვლენები იყო თუ არა პროვოკაცია?

_ რაც შეხება პრესკონფერენციას, გამაკვირვა იმან, თუ როგორ მიუდგა ზოგიერთი თქვენი კოლეგა პრესკონფერენციის მსვლელობას, თუ როგორ იყენებდნენ ისინი ამ შესაძლებლობას. მე პირადად ვისურვებდი, რომ მეტი კითხვა დასვან ჟურნალისტებმა და ნაკლები განცხადება აკეთონ. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი უფრო ალეგორიულად და ფარული კონოტაციებით საუბრობდა და არ სვამდა პირდაპირ კითხვებს. დასანანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ ამ პრესკონფერენციის შედეგად ვერ შეძლო მიეღო პასუხები კითხვებზე, ვინ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რისი სჯერა მას და როგორ ესახება იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც დგას ამჟამად საქართველოს წინაშე. ვიმედოვნებ, რომ მომავალში კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ჟურნალისტებს, თქვენ და თქვენს კოლეგებს, რომ გააკეთოთ რეპორტაჟი და მიიღოთ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურებისგან, თუ ასეთად იქცევა ივანიშვილი. ასევე, გაეცნოთ პოლიტიკური პარტიების ხედვებს, განსაკუთრებით, მომავალ წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინ.

_ ბატონო ელჩო, ბუშის ადმინისტრაციამ, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებდა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შედეგებს, მანამ მიულოცა სააკაშვილს გამარჯვება. ახლა როგორ განახორციელებს მონიტორინგს ამერიკის შეერთებული შტატები იმ არჩევნებზე, რომლებიც წინ გველოდება? როგორი იქნება თქვენი ჩართულობა ამ საარჩევნო პროცესებში იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ უკვე დაიწყო სერიოზული ზეწოლები კონკრეტულ სუბიექტებზე, პოლიტიკურ პარტიებზე? "ქართუ ბანკის" მაგალითს დაგისახელებთ, გავიხსენებ, რომ ივანიშვილის რამდენიმე მომხრე დაკავებულია და აქვე მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს _ ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს ავტოავარაია შეემთხვა, თუმცა, ეს შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა და არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ეს საქმე განაახლეს, ადამიანები ძალით მიიყვანეს პოლიციაში დასაკითხად, ათქმევინეს, რომ მაშინდელმა პოლიციის უფროსმა ამ საქმის დახურვაში დიდი ფული აიღო და ამ უკანასკნელის მიმართაც აღძრეს საქმე, რომელიც ახლა გირაოთია გამოშვებული. ეს და მსგავსი პროცესები ცხადჰყოფს, რომ ჩვენ ძალიან რთული არჩევნები გველის და სწორედ ამიტომ გვაინტერესებს თქვენი ხედვა. როგორი იქნება თქვენი როლი ამ პროცესების დარეგულირებაში?

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ არ ვიღებ ფაქტად იმ მოვლენებს, რომლებიც თქვენ გადმომეცით, როგორც შემდგარი და დასაბუთებული ფაქტი. თუმცა, ამავე დროს ვაღიარებ თქვენს უფლებას, რომ ეს თქვენ მოიხსენიეთ ფაქტად. ამავე დროს აღვნიშნავ, რომ პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფებოდი 2008 წელს, იმ პერიოდში, რომელიც თქვენ ახსენეთ, საქართველოში, არ მიმაჩნია, რომ დრო იყო შერჩეული შეცდომით. აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ პარტიას; შეერთებული შტატები დაინტერესებულია, საქართველომ გააძლიეროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატიული კულტურა და გააძლიეროს ლეგიტიმურობა არსებული ინსტიტუტებისა. რაც შეეხება ჯერ საპარლამენტო, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პერიოდს, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით და ძალიან აქტიურად დავაკვირდებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის გარემო, რომელიც იქნება, იყოს კონკურენტული, იყოს სამართლიანი და იყოს გამჭვირვალე ყველა კანდიდატისთვის, ყველა პირისთვის და ყველა მოქალაქისთვის საქართველოში. ნაწილობრივ, ჩვენ ვცდილობთ ამას მივაღწიოთ ტრენინგებით და იმ დახმარებით, რომელსაც გავუწევთ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს ნაწილობრივ გულისხმობს მიმდინარე ტრენინგს, რომელსაც ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ პარტიებს. ამას უკვე რამდენიმე წელია ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ახლო მომავალში. ამ პერიოდში დავაკვირდებით, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ პარტიები, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მყოფი პირები როგორ იყენებენ მათ პოზიციას. ძალიან ყურადღებით მივიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც შემოვა შესაძლო ქმედებების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს მიმართული კონკურენტული ბალანსის შესაცვლელად და გადასაწონად ერთ-ერთ მხარეს. ჩვენ ასეთი ფაქტების ან შესაძლო ფაქტების შესახებ შევატყობინებთ შესაბამის ორგანიზაციებს, ადამიანებს. ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს საჯარო, ზოგჯერ შეიძლება არ გაკეთდეს საჯარო განცხადება, მაგრამ ამის შესახებ კერძო საუბრებში შევატყობინებთ, რაც ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია. ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, რომ გამოსწორდეს არსებული ვითარება ან არ გამეორდეს მომავალში, _ განაცხადა ჯონ ბასმა ჩვენს გაზეთთან საუბარში.




 ახალი ამბები
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...