როგორ ცხოვრობენ ადამიანები 21 საუკუნეში

მთავარი თემა

როგორ ცხოვრობენ ადამიანები 21 საუკუნეში

2015 იან 10 21:10:46

ქალაქ ოზურგეთში, უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ  ყოფილ საავადმყოფოში, ათობით უკიდურესად გაჭირვებული, სიღატაკის ზღვარზე მყოფი  ადამიანების ყოველდღიური ყოფა წარმოუდგენელია.

აქ რამდენიმე ოჯახი შიმშილის ზღვარზეა. გაპარტახებული კედლები, აყრილი იატაკი, უფანჯრო, უკარო ოთახები, საწოლის გარეშე, იატაკზე დაძინებული ბავშვები, მარტოხელა მოხუცები, უწყლოდ და საჭმლის გარეშე.
რამდენიმე დღის წინ, აქ მცხოვრებლებმა აქციაც გამართეს, ისინი ხელისუფლების მიერ ელექტროენერგიის ჩაჭრას აპროტესტებდნენ, ხელისუფლება კი მათი მისამართით დენის უკანონოდ მითვისებაზე საუბრობდა, მართალია დენის მიწოდება რამდენიმე საათში ისევ  აღუდგათ,  თუმცა როგორც მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს, ეს დროებითა და მხოლოდ 1 მარტამდე გასტანს. 

ყოფილი საავადმყოფოს შენობა უსახლკარო მოსახლეობამ წინასაარჩევნოდ დაიკავა, ისინი აცხადებენ, რომ მათი აქ შესახლება ხელისუფლების მხრიდან ნებით მოხდა,  ახლა ქალაქ მერიის წარმომადგენლებმა პირველ მარტამდე მისცეს გაჩერების დრო, თუმცა მოსახლეობის თქმით, ისინი   შენობის დატოვებას არ აპირებენ, იმ მიზეზის გამო, რომ  სახლ-კარი არ გააჩნიათ. 

ყოფილ საავადმყოფოში შესახლებული, უსახლკარო  მაკა ჟორდანიას ხუთი შვილი, გუშინ მთელი დღე მშიერი ჰყავდა.

მაკა ჟორდანია : "ვარ მრავალშვილიანი დედა, 5 შვილი მყავს, სოციალური დახმარება არ მაქვს, შვილები იატაკზე მიწევს, საწოლებიც კი არ მაქვს, რასაც აქ ხედავთ ყველაფერი საავადმყოფოსაა, არანაირი საშუალება არ მაქვს ბავშვებს ელემენტარულად სუპიც რომ გავუკეთო და პური გამოვუცხო.

გუშინ მთელი დღე ისე დაღამდა, რომ შვილები  მშივრები იყვენენ, არაფერი არ მქონდა, დღეს პატარა გოგო წავიდა მაღაზიაში და ნისიად მოიტანა 4 პური, მაგრამ რით გადავიხდი არ ვიცი, ყველა უმუშევრები ვართ, სად უნდა გაგვიშვან? მე ვერსად ვერ წავალ, წასასვლელი არსად არ  მაქვს."

პავლე ხასანისე დიასამიძე: "82 წლის ვარ, მარტოხელა მოხუცი, წვერმაღალაზე ხის ჯარგვალში ვცხოვრობდი, განცხადება დავწერე ორჯერ  და  მთავრობის კანცელარიაში შევიტანე, მომაქციეს ყურადღება, პასუხი მომივიდა, შემდეგ გადმოსცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მაშინდელმა გამგებელმა მითხრა რომ შეგიშვებთ აგერ საავადმყოფოშიო, სახლი არ მიყიდა, გათბობა არ მაქვს კი ხედავთ,  ვერსად ვერ  წავალ, ჩემს სიცოცხლეში აქ ვიქნები."

გულსუნდა კვირკვევლია: "8 თვის ბავშვი მყავს, დასუფთავების სამსახურში დავიწყე მეეზოვედ მუშაობა,  მარტოხელა ვარ, არც შეშა მაქვს, არანაირი გათბობა, პატარა ბავშვიც სულ საავადმყოფოში მიწევს ავადმყოფობს, ნახეთ როგორ იატაკზე ვცხოვრობ."

ბოლქვაძე თემური: "წითელმთაში ვცხოვრობდით დროებით სხვის ოჯახში, არანაირი შემოსავალი არ გვავქს,  პენსია აქვს მეუღლეს და ამით ვირჩენთ თავს, სოციალური მოგვიხსნეს."

მაია კალანდაძე: "სოხუმიდან ვართ დევნილები, ვცხოვრობდი ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე, მყავს მეუღლე და ორი შვილი, არიან სკოლის მოსწავლეები, ოთხი წელი ძველ სასტუმრო გურიაშიც ვიცხოვრე, სოციალურად დაუცველები ვართ და ესაა ჩვენი შემოსავალი, მეუღლე ფიზიკურად მუშაობს ქირაზე, მე ჯანმრთელობის მხრივ ვარ ავად, წყალი ჩვენ არ გვაქვს, მესამე სართულზე ბავშვები ეზიდებიან ვედრებით წყალს, აქ ცხოვრობენ თოთო, 4 და 5 თვის ბავშვებს რომ შუქს გამოურთავენ, ერთი ნათურა და ტელევიზორი ხომ უნდა ჩართო?"

მარინა ხუციშვილი: "მე მყავს მცირეწლოვანი ბავშვები, მეუღლე ფიზიკურად მუშაობს, საერთოდ არსად არ ვცხოვრობთ, , წყალს ვეზიდები მესმე სართულზე, , შეშას ჩემი ქმარი მდინარიდან ეზიდება."

მატრონა ნიკოლაიშვილი: "ვარ პენსიონერი, მარტოხელა 73 წლის, გაჭირვებით ვცხოვრობ, დალხინებული ჩემსავით იქნება? ქმარ-შვილი დახოცილი მყავს, 17 წელია მეზობლის ოჯახში ვცხოვრობდი, ღვთის მადლით თავშესაფარი გამომიჩნდა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ეს არის შვილო, ორი თავი კარტოფილი ან ერთი ცალი კვერცხი და  რამდენიმე კოვზი ბრინჯი, უცხიმო სუპი,  პური ვისესხე.

შეშას, "პიწკებს" ვეზებ მდინარიდან, ახლა არც მინთია, უფრო დიდი თოვლი რომ დადოს მეშინია, რაც მაქვს შეგროვებული ესაა, წყალს ქვემოდან ვეზიდებით, თუ მოგვაქცევენ იმის ყურადღებას, რომ შუქი გვქონდეს და წყალი , რასაც დავხარჯავთ შუქს იმას გადავიხდით, რატომ გაგვაჩერეს მაშინ აქამდე, თუ უნდა გაგვყარონ?  არჩევნებამდე შემოგვიშვეს და ახლა უნდა გაგვიშვან? არსად არ წავალთ, ტყუილია."

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის მერიის პრესსამახური ასეთ კომენტარს აკეთებს: "ქალაქის მერის დავალებით, გუშინ ქალაქის მერიაში შეიკრიბა კომისია მერის მოადგილის კობა დუნდუას ხელმძღვანელობით. კომისიას ოპერატიულ რეჟიმში დაევალა მუშაობა, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა მოგვარდეს დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, რაც შემდგომში გაამარტივებს პრობლემის გადაჭრის გზებს. უპირველეს ყოვლისა უნდა გაიმიჯნოს ქალაქისა და სოფლის მკიდრნი, შემდგომი დაკმაყოფილებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საავადმყოფოს შენობაში შესახლებულებს არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, მერის ინიციატივით მათ აღუდგათ შუქის მიწოდება, ხოლო გადასახადს 1 მარტამდე მერია დაფარავს.
ჩვენთვის ნაცნობია, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ ამ ბენეფიციარებს ცხოვრება, ამიტომ უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილად უსახლკარო და ასეთ ადამიანებს მიეცეთ თავშესაფარი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 2015 წლისათვის იგეგმება ძველი სამშობიაროს შენობის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდებიან უსახლკაროები."




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...