"ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა"

მთავარი თემა

"ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა"

2015 იან 22 16:55:48

ვაზაგაშვილების ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ “ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა,” – ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ვაზაგაშვილების ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.

როგორც დღეს ირმა ჭკადუა აღნიშნავს, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და 4 მოწმე გამოჩნდა და გამოძიების წინაშე სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა . 

ჭკადუას განცხადებით, სწორედ ამ გარემოებების შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი ზარები იური ვაზაგაშვილის ტელეფონზე.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით,” _  აცხადებს ჭკადუა და დასძენს, რომ “იური ვაზაგაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ".

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის ბიზნეს-საქმიანობის კუთხით მტერი არ ჰყოლია.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კი ფიქრობს, რომ გარკვეულმა პირებმა იცოდნენ რომ იური ვაზაგაშვილი იმ დღეს საფლავზე მივიდნენ. ადვოკატი და გარდაცვლილის მეგობარი აცხადებს რომ იური ვაზაგაშვილს უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მოადგილე ირაკლი შოთაძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს. როგორც შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გუშინ განაცხადა, სიტუაციაში ბოლომდე გაერკვევა, თუმცა გამორიცხავს, რომ ინფორმაცია პროკურატურიდან გასულიყო.

“პროკურატურიდან რომ რაღაც ინფორმაცია გასულიყო, გაცილებით მეტი ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, რადგან საქმეში არ არის ერთ მოწმეზე საუბარი, გაცილებით მეტ მოწმეზე და მეტ მტკიცებულებებზეა საუბარი. მე გამოვრიცხავ, რომ რაიმე ინფორმაცია პროკურატურიდან არის გასული”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე მოპოვებულია არაერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც წინა გამოძიების დროს იყო დადგენილი. მისი თქმით, განახლებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული იური ვაზაგაშვილი და ადვოკატები.

პროკურორის განმარტებით, პირველადი გამოძიება, რაც თავის დროზე ჩატარდა, სრულიად გაყალბებულია. შოთაძის განცხადებით, წლების განმავლობაში საქმეზე გაკეთდა ყველაფერი, რათა, ყველა მტკიცებულება ფალსიფიცირებული ყოფილიყო, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ და “საქმე შეეკერათ”.

“ჩატარებულია საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები, მოპოვებულია არაერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც წინა გამოძიების დროს იყო დადგენილი. ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა. აქ არის მთელი რიგი ჩვენებები, აქ არის არა მარტო ბუთურიძის ჩვენებები, აქ არის მთელი რიგი ჩვენებები, რომლებმაც წარმოაჩინა საქმეში ახალი რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მთლიანად ცვლის საქმის არსს და რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინოს რეალური ფაქტები, თუ რეალურად რა მოხდა 2006 წელს”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქმე დასკვნით ფაზაშია შესული.

“ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო, რომ ვფლობთ, საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. თუმცა დარჩენილია რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც საჭიროა ამ საქმეზე სრული სურათის დასადგნად. ვფიქრობთ ამ საგამოძიებო მოქმედებებს უახლოეს მომავალში ამოვწურავთ და საქმეზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




 ახალი ამბები
  • "ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში" _ ლევან გოგიჩაიშვილირაც, დღეს პარლამენტში ხდება საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით არის ფარსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით თუ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები არ აქვს ცვლილებისთვის, მაშინ ზონდერმოსამართლეების დამტკიცება როგორ უნდა მოახერხონ ,,ამბობენ ხმები არ გვყოფნისო, მაშინ როგორ აპირებენ ჩინჩალაძეების, მურუსიძეების და სხვა ზონდერ მოსამართლეების დამტკიცებას, თუ მხოლოდ 75 ხმა აქვთ. ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში. რომელზეც პასუხს მიიღებენ" - განაცხადა ... ...
  • "კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი" _ ირაკლი კობახიძედღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი'- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სდომის დასრულების შემდეგ, სადაც დეპუტატებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭი უნდა ეყარათ. მისი თქმით, კოლეგებს შეხვდებიან და შეეცდებიან, დაარწმუნონ გადაწყვეტილების სისწორეში. „დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს, პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო," - აცხადებს ირაკლი ... ...
  • "არ უნდა დავუშვათ კანონპროექტის ჩავარდნა" _ მამუკა მდინარაძეფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა. "როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა.- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, არავინ მიდის არც, პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ. „გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი დამატებით. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო," - განაცხადა მამუკა ... ...
  • საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდოსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის თქვმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა. პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე ... ...
  • მზე ასე დედამიწაზე, მხოლოდ ადამიანებთან ზეიმობს! _ ფოტორეპორტაჟიწელს ნოემბრის მზეს სწორედ ისეთი მაგიური გამონათება აქვს და სწორედ ის მნათობია, როგორიც ქართულ ხალხურ მითოსშია წარმოდგენილი, სადაც მას დედის ფუნქცია აკისრია! მხოლოდ ქართულია: „მზე დაწვა და მთვარე შობა!“, მხოლოდ ქართულია: „შენს მზეს ვფიცავ!“... 12 ნოემბერს, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, შემოდგომის ყველა კუნჭულში ჩასავარდნად გამოგორებულ მნათობთან ერთად , მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, პედაგოგი ეკა დარჩია, მეოთხეკლასელები და მათი მშობლები გახდნენ, ამ დღის ამმეტყველებლები!  დიახ, მზე ასე მხოლოდ დედამიწაზე, ადამიანებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?