მიწის დაუმუშავებლობისთვის სანქციები მცირემიწიან ფერმერებს არ შეეხებათ

მთავარი თემა

მიწის დაუმუშავებლობისთვის სანქციები მცირემიწიან ფერმერებს არ შეეხებათ

2015 იან 22 22:59:38

მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალმა ინიციატივამ, დაუმუშავებელი მიწებისთვის სანქციების დაკისრების შესახებ,  საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ჯერ-ჯერობით იდეის დონეზეა, თუმცა აზუსტებენ, რომ სანქციები არავითარ შემთხვევაში მცირემიწიან ფერმერებს არ დაუწესდებათ:

"მცირემიწიან ფერმერებს, პირიქით,  ვეხმარებით. მათი დამხარეების პროგრამა სამწლიანი იყო და შედეგები უკვე მოიტანა. გლეხებისთვის აგრობარათების გაცემა წელსაც გაგრძელდება.  მთავრობის ეკონომიკური გუნდის ინიციატივა კი, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია,  იმას გულისხმობს, რომ იმ  ფერმერებმა, რომლებიც დიდი ფართობის მიწებს ფლობენ და არ ამუშავებენ, უნდა გამოიყენონ, ან ვინმეს იჯარით გადასცენ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მიწა დაუმუშავებელი გვქონდეს", _ აცხადებენ სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველოში, დაახლოებით, 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება. ვინაიდან სამინისტრო 2013 წლიდან მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ, როგორც უწყებაში აცხადებენ, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია.

"ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია:  ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს. მნიშვნელოვანია, გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ/ გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაუმუშავებელ მიწებზე შესაძლო სანქციების დაწესებას საქართველოში ზოგი მიესალმება, ზოგი კი ამას კერძო საკუთრებაში ჩარევად მიიჩნევს.

თბილისის ფორუმის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ამ თემას:

"ვისაც მანქანა ჰყავს და დღეში ერთ საათზე მეტს არ დადის მანქანით, იმასაც დააკისრეთ სანქციები...ვისაც ტელევიზორი აქვს და არ უყურებს...ვისაც სახლი აქვს და შიგ არავინ ცხოვრობს....ვისაც ბეჭედი აქვს და არ იკეთებს.... იდიოტიზმი გვიახლოვდება".

"ვისაც ბანკში ფული აქვს და არ ხარჯავს, დახვრიტონ ბარემ.”

"მივესალმები ამ კანონს, არიან ოჯახები, რომლებსაც ედიკას და მიშას დროს ჰექტრობით მიწები აქვთ ხელში ჩაგდებული. რომლებიც ისე უგდიათ: არც წყალს გვთხოვს და  არც პურს, ეგდოს  რაო!   ჰოდა იხადონ ახლა ჯარიმა ან დაამუშაონ ან სხვა დაამუშავებს და მოიყვანს მოსავალს, არაა პრობლემა!"

"საკუთრების უფლება ჯერ არავის გაუუქმებია. მე თუ მინდა მიწა ვიყიდო მხოლოდ იმისთვის, რომ ინვესტიცია განვახორციელო და 10 წელიწადში ძვირად გავყიდო, ვისი რა საქმეა, მე როგორ ვიყენებ ჩემს საკუთრებას? როდიდან დაწესდა დემოკრატიულ ქვეყნებში პრინციპი, რომ საკუთრების არამიზნობრივი განკარგვისთვის ჯარიმები წესდება?"

"საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. დავამუშაოთ მიწები, ან გადავიხადოთ ჯარიმა და ასე მაინც დავეხმაროთ ბიუჯეტს. მეც მაქვს დაუმუშავებელი მიწა (აგარაკის ტერიტორია), აწი რამეს მოვიფირებ... და ეს მე პირადად ნამდვილად სამართლიანად მიმაჩნია...".

"ჰოლანდია ავიღოთ მაგალითად. ხალხს ტერიტორიები  არ ჰყოფნის. შენობებზე თესავენ და მოყავთ მოსავალი. ჩვენ მადლიანი მიწები გვაქვს და არ ჯობია მოვუაროთ? მიტაცება რომ ვიცით ჰექტრობით, მაგრამ ხელის გატოკება არ გვიყვარს, ასე არაა ბიძია".

"ცოტა პატრიოტულად მეგობრებო! პატრიოტულად! ქვეყნის შენება/ფეხზე დაყენება მსხვერპლს მოითხოვს... სულიერს, ხორციელს, ფინანსურს... გონივრულად!.... " _  წერენ ფორუმის მომხმარებლები.

მთავრობის ახალ ინიციატივაზე საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. რაც შეეხება პარლამენტის პოზიციას, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, პარლამენტი მას შემდეგ იმსჯელებს ამ საკითხზე, როდესაც განსახილველად შეიტანენ.

"პარლამენტში ჯერ არ შემოსულა ეს ინიციატივა.  თუმცა მე, პირადად,  ვხედავ ასეთი რეგულაციის საჭიროებას, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ვინმე დავსაჯოთ. არამედ ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქცია იქმნებოდეს. მიწა იძლეოდეს სარგებელს მიწის მფლობელისთვის და  სახელმწიფოსთვისაც", _ გვითხრა აგულაშვილმა.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...