რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი

მთავარი თემა

რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი

24 იან. 2015, 14:02:46

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 2000 წლიდან დღემდე 17 დეკლარაცია აქვს შევსებული. მისი ფინანსური მდგომარეობა ამ 14 წლის განმავლობაში საგრძნობლად იცვლება.

2000 წელს, პირველი დეკლარაციის შევსებისას, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, კუბლაშვილი შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკი იყო. მას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჰქონდა 15 ათას დოლარად შეფასებული, 55 კვმ. ფართობის ბინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 1992 წელს მშობლების დანაზოგი 20 ათასი რუბლით შეიძინა.

მისი მეუღლის, მარინა მესხის დეკლარირებულ ქონებას კი, 2500 დოლარად შეფასებული პერსონალური კომპიუტერი "ტოშიბა" წარმოადგენდა.

2001 წელს, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, კუბლაშვილი სააკაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ამ წლიდან იწყება მისი  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

 2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, მარინა მესხს, მისმა დამ, მაია მესხმა, საჩუქრად გადასცა ბინა ბუკიას ბაღში მშენებარე სახლში, რომელიც საკმაოდ სოლიდურად _ 100 ათას ლარად შეაფასეს. ეს საჩუქარი დეკლარაციაში თვალსაჩინოდ იქნა აფიშირებული. თუმცა, იმ დროისთვის კუბლაშვილს ამ ბინის დეკლარირების ფორმალური ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან ჩუქების სამართლებრივი პროცედურები გახორციელებული არ იყო, ანუ ქონება მის ოჯახს ოფიციალურად არ ეკუთვნოდა.

ამ თემაზე „გურია ნიუსი“ 2011 წელს წერდა.

მომდევნო წლების დეკლარაციებში ცოლის დის ნაჩუქარი ქონების შესახებ კუბლაშვილმა რამდენიმე ურთიერთგანსხვავებული ჩანაწერი შეიტანა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბუკიას ბაღში მიწის ფართობი და შენობა კუბლაშვილის ცოლისდამ 2001 წელს შეიძინა, მაშინ, როცა იგი 26 წლის იყო და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ბიოგრაფიული მონაცემებით მაია მესხი ვანის რაიონის სოფელ ამაღლებიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი საქმიანობა მხოლოდ სწავლა-განათლების მიღებით შემოიფარგლებოდა და არანაირ სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

ამასთან,  კუბლაშვილის ცოლისდის სახელზე, საჯარო რეესტრში ბუკიას ბაღის მიწის ფართობი სწორედ იმ წელს დარეგისტრირდა, როცა კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა და ბიზნესმენებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული, მისი  მკურნალობისთვის თანხებს აგროვებდნენ.

26 წლის ცოლისდის მიერ შეძენილი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი _ 180 კვ/მეტრი,  მალევე, 2004 წელს კუბლაშვილების ოჯახის ოფიციალურ მფლობელობაში გადავიდა.

მაია მესხის მიერ კუბლაშვილისთვის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, დღეს თვალსაჩინო ოთხსართულიანი შენობაა. კუბლაშვილის დეკლარაციაში არანაირი ჩანაწერი და მონაცემი, თუ რა თანხით აშენდა და გარემონტდა ეს ყველაფერი, არ არსებობს.

დეკლარაციაში არც იმ იპოთეკის შესახებაა მითითებული, რომლითაც ეს სახლი 2006 წელს "თი-ბი-სი ბანკში" იყო დატვირთული, რის საფუძველზეც, კრედიტის სახით, მაია მესხის სასარგებლოდ, 100 ათასი დოლარი გაიცა.

2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბუკიას ბაღში მდებარე ბინის ღირებულება 250 ათასი დოლარია.  გარდა ამისა, კუბლაშვილის მფლობელობაში ვაჟა-ფშაველაზე მდებარე  ბინის ფასი  15 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე გაიზარდა. ოჯახის კუთვნილებაშია ასევე 4 ათას დოლარად შეფასებული როიალიც.

გარდა ძვირადღირებული ბინისა, კუბლაშვილის დეკლარაციას მომდევნო წლებში, რამდენიმე მიწის ნაკვეთი და ორი სახლიც დაემატა.

კერძოდ კი, კუბლაშვილების ოჯახმა 2008 წელს შეიძინეს 160 კვ.მ. ფართობის სახლი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, რომელშიც 2 ათასი დოლარი გადაიხადეს.

2010 წელს კუბლაშვილის დეკლარაციას ემატება მეუღლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობი  1500 კვ.მ.-ია.

2012 წელს კი, კუბლაშვილის დეკლარაციას მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში 1400 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 110 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი დაემატა,  რომლის ღირებულებად დეკლარაციის მიხედვით,  34 ათასი დოლარია.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სახლის სარემონტო სამუშაობისთვის 11 500  ლარი დაიხარჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წელს ოჯახის შემოსავალი საერთო ჯამში 170 925 ლარი იყო, აქედან კუბლაშვილის ხელფასი - 131 525 ლარი, მისი მეუღლის კი 39400 ლარი გახლდათ.

რაც შეეხება კუბლაშვილის ბოლო დეკლარაციას, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 2014 წლის 28 მაისს  შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, გარდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინისა, ყველა უძრავი ქონება მისი მეუღლის მარინა მესხის საკუთრებაშია. 

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში კონსტანტინე კუბლაშვილის სახელზე „რესპუბლიკა ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 14200 ლარი იყო;  ნაღდი ფულის სახით კი კუბლაშვილს 10 ათასი ლარი ჰქონდა.

ამავე ბანკში სახელფასო ანგარიშზე მის მეუღლეს, მარინა მესხს 6186 ლარი ჰქონდა. მიმდინარე ანგარიშებზე კი, 3421 დოლარი და 466 ევრო ირიცხებოდა. თი-ბი-სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 57 დოლარი.

რაც შეეხება კონსტანტინე კუბლაშვილის შვილს, მის ანგარიშზე თი-ბი-სი ბანკში გახსნილ დეპოზიტზე 15350 დოლარი ირიცხებოდა.

კონსტანტინე კუბლაშვილს შემოსავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 127300 ლარი იყო. მისი მეუღლის სახელფასო შემოსავალი კი, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 49400 ლრი; თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პედაგოგის პოსტზე კი, 3000 ლარი.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ 2013 წელს მარინა მესხმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურაში სწავლისთვის 2250 ლარი გადაიხადა. სარემონტო სამუშაოებისთვის კი, ოჯახს 7200 ლარის გასავალი ჰქონდა.

ამავე თემაზე:

რას უტოვებს თავის შემცვლელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...