"იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა"

მთავარი თემა

"იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა"

26 იან. 2015, 15:01:22

სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა.

ამის შესახებ სტატიას ალადაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" აქვეყნებს.

მისი ვარაუდით, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე "ბომბასიურპრიზის" მეთოდით ააფეთქეს. 

"20 იანვარსვე, აფეთქებიდან რამდენიმე საათში, პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა აფეთქების ვიდეოკრადრები მომიტანა კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან ძნელია მხოლოდ ვიდეოკადრებით იმის გარკვევა, რა აფეთქდა, თუმცა, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო დაღუპული იური ვაზაგაშვილის შუბლზე რამდენიმე ერთმანეთის მსგავსმა ჭრილობამ, რომელთა ზომები შეესაბამებოდა საბჭოთა წარმოების Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევებით მიყენებულ ჭრილობებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო აფეთქება? შვილის საფლავზე შესულმა იური ვაზაგაშვილმა შენიშნა, რომ ერთი ფილა მიწაზე არასწორად იდო, მისი გასწორება სცადა და ხელით წამოსწია, რასაც 3-4 წამის შემდეგ ამ ფილის ქვეშ ჩადებული Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა. ხელყუმბარაში ჩახრახნილ ფალიას მოხსნილი ჰქონდა დამცველი რგოლი (კრიმინალისტებმა კარგად რომ მოძებნონ, შეიძლება სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვონ კიდევაც ეს რგოლი), სახელურს გახსნის საშუალებას კი ზემოდან დადებული ფილის სიმძიმე არ აძლევდა. ხელყუმბარის აფეთქების ეს ხერხი ანუ "ბომბასიურპრიზი" ომებში დიდი ხანია გამოიყენება. ბრძოლის ველზე ცხედრების ქვეშ დებენ ასაფეთქებლად შეყენებულ ხელყუმბარებს, რომლებიც ცხედრის აღებისთანავე ფეთქდება", _  აცხადებს ალადაშვილი. 

მისივე თქმით, ზემოხსენებულით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებლად შეყენებული ხელყუმბარის დამდებს ან დამდებთ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების გამოცდილება, თუმცა, არამართებული იქნება ცალსახად იმის თქმა, რომ აფეთქების მომწყობები მაღალი დონის პროფესიონალებს შორის უნდა ეძებოს გამოძიებამ. 

"აფეთქების მომწყობებმა სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთეს – შვილმკვდარი მამა საფლავის თითოეულ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც კი კარგად იცნობს, ამიტომ უეჭველად მოხვდებოდა თვალში გადაადგილებული ფილა და ის ჩვეულ ადგილზე დაბრუნებას მოინდომებდა", _ აღნიშნავს ალადაშვილი. 

იგი მიიჩნევს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა.

"მეზობლის დასაფლავებაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი, ბუნებრივია, შვილის საფლავზეც მივიდა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. ასეთ დროს ჩნდება ორი კითხვა: რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს და როგორ ამოქმედდა იგი. აფეთქების მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე მყოფი დამოუკიდებელი ექსპერტის (რომელიც დაზარალებულის ოჯახმა დაიქირავა) ტელეინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ აფეთქდა ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ნაკეთობა, ამასთან, აფეთქების ადგილზე ვერ აღმოაჩინეს რადიოელექტრონული მოწყობილობის მცირე ფრაგმენტებიც კი, რაც გამორიცხავს ასაფეთქებელი მოწყობილობის რადიომართვადი პულტით დისტანციურად ამოქმედებას. ამის მიხედვით შეიძლებლოდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ საფლავზე აფეთქდა არცთუ დიდი სიმძლავრის ქარხნული წარმოების საბრძოლო ნაკეთობა – ხელყუმბარა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, მცირეკალიბრიანი ჭურვი ან ნაღმსატყორცნის ნაღმი. ასევე უნდა გამოირიცხოს საათის მექანიზმით აფეთქების ვერსიაც, რადგან რა დროს მივიდოდა სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილი, აფეთქების მომწყობმა კი არა, თვითონაც არ იცოდა. რჩება ვერსია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა", _  აღნიშნა ალადაშვილმა. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...