ვახტანგ გომელაური: შსს-ში მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის

მთავარი თემა

ვახტანგ გომელაური: შსს-ში მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის

26 იან. 2015, 18:04:52

როგორც "გურია ნიუსი" წერდა, შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური წარადგინა. ჭიკაიძის გადადგომიდან რამდენიმე საათში, ჩვენი წყარო დაბეჯითებით ამბობდა, რომ გომელაურის გამინისტრება ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.

_ დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს. ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით.

ეს არის მეტად საპასუხსიმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო.

ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავდება მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა.

ვუსურვოთ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფრეს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა გომელაურის წარდგენისას.

_ ჩემი 30 წლიანი გამოცდილების შესაბამისად, შსს-ში მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის, _ დასძინა გომელაურმა, რომელსაც დღეს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არ უსაუბრია.

ვახტანგ გომელაური 1975 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. დამთავრებული აქვს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურში სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად; დაცვის პოლიციაში; პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დაცვის უფროსად.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, 2013 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა.

ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 27 მაისს აქვს შევსებული, სადაც მითითებულია, რომ მინისტრის მოადგილე და ახლა უკვე მინისტრი თბილისში, ვარკეთილის  პირველ მიკრო რაიონში  64.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი, ამავე კორპუსში  88.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს.

ნინო კუდუხაშვილს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა 1998 წელს გამოშვებული HONDA CRV.

მინისტრის არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, რაც შეეხება გომალაურის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვახტანგ გომელაურის სახელფასო ანგარიშზე  ბანკ „ქართუში“ 5306.19 ლარი  კრედიტი ირიცხებოდა, მისი მეუღლის მიმდინარე ანგარიშზე ,,თი–ბი–სი ბანკში - 120.00 დოლარის კრედიტი.

ვახტანგ გომელაურს დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 20000 დოლარი და 14000 ლარი.
რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს, 2013 წელს, გომელაურმა მინისტრის მოადგილის პოსტზე 84112.34 ლარი აიღო.

2013 წლის 4 ივლისს 2015 წლის 4 ივლისამდე გომელაურის სახელზეა აღებული  სესხი  ბანკ „ქართუში“ 5900 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება მინისტრის  გასავალს, 2013 წელს გომელაურის ოჯახმა რემონტისთვის 30000 ლარი დახარჯა.

შინაგან საქმეთა მინისტრს მეუღლე და 2 შვილი ჰყავს.




 ახალი ამბები
  • ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოშიგასული წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა ადგილობრივ საკანომდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი. მერის მოხსენებით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსულობების გეგმამ 19267410 ლარი შეადგინა. ფაქტიური საკასო შემოსავალი მიღებულია 19563323 ლარი, გეგმა შესრულებულია 101,5%-ით, მათ შორის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) სახით მობილიზებულია 10448904 ლარი, რაც გეგმის 105,8%-ს შეადგენს და პირველად მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების პერიოდისათვის გადააჭარბა 10 მილიონიან ზღვარს. მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება 2019 შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად გახორციელებულ სამუშაოებსა და სხვა ღონისძიებებზეც გაამახვილა. „საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შესრულდა. მინუსები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“, _ დასძინა მოხსენების დასასრულს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, რის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდა გაჟღერებულ შენიშვნებსა და კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. პირველმა საკუთარი შენიშვნა მერის მოხსენების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან გიგინეიშვილმა დააფიქსირა: „კანონით არის გაწერილია, რომ აღმასრულებელი ორგანო საკრებულოში გაწეული სამუშაოს ანგარიშით უნდა წარსდგეს. თუმცა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ თანხების ხარჯვის ანგარიში, საიდანაც მე ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როგორ შესრულდა ის სამუშაოები, რაზეც ეს თანხები დაიხარჯა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას თქმით კი, მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, პროცედურების შესაბამისად, თან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაც უნდა ხლებოდა. „მე ვერც ვნახე და ვერც მოვისმინე ამ კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოდიოდეს და შეფასებას უნდა აკეთებდეს, ეს მისი ვალდებულებაა, პროცედურულად გაწერილი. ეტყობა ან იზარმაცეთ ან, უბრალოდ, არ დაგაინტერესათ. ეს რაც წარმოადგინეთ, რბილად რომ ვთქვა, ციფრებით ჟონგლიორობაა“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ, რომლის პასუხადაც მერმა განმარტა, რომ ბიუჯეტი სწორედაც რომ ციფრებია. ასკურავა გამოსვლისას ტრაქტორების თემასაც შეეხო: „ კოლეგებს მინდა ვკითხო, მათ სოფლებში ხვნა-თესვის პროცესი როგორ მიმდინარეობს?! იცით, რა ხდება სოფლებში?!  თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული დაგიხარჯავთ და ტრაქტორები მოგეკითხათ მაინც. სოფლებში რეალურად ტრაქტორი არაა. ქვიანში, მაგალითად, ერთ კაცს ჰყავს და დასდევს მთელი სოფელი. ჩვენ არც ნატოში შესვლას გვეკითხება ვინმე და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის მოწერას, ჩვენი საქმე გლეხის პატრონობაა, როცა ხვნა-თესვის სეზონი მოდის, უნდა მოვიკითხოთ, რა ხდება ტრაქტორების ამბავზე“. ოპოზიციონერი დეპუტატის ვრცელი მოხსენებისა და დღის წესრიგიდან გადახვევის შემდეგ მერმა პასუხის გაცემა კითხვის დასმით დაიწყო-„რას მთავაზობთ,  ტრაქტორები შევიძინოთ?! მუნიციპალიტეტები ვერ იქნებიან ისე ძლიერები, რომ ეს შეძლონ. ნამდვილად  არის ხვნა-თესვასთან დაკავშირებით  პრობლემები, მაგრამ  ვცილობთ დახმარება გავწიოთ რაც შეგვიძლია, ფაქტია, რომ ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი ტექნიკის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს  რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაშინ დავბრუნდეთ კომუნისტურ წყობაში და გავაკეთოთ მასე.“ მოკლედ, ხვნა-თესვის საკითხის წამოჭრამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია სარიშვილსა და ასკურავას შორის, რაშიც მმართველი გუნდის დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძეც ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „თქვენ დაანგრიეთ აგი რაიონი და რაის გამკეთებლები ხართ. შენ ვერასდროს ვერ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში“, _ ცხარობდა მმართველი გუნდის წევრი. დეპუტატებს შორის მომხდარი რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი  დაპირისპირების აღმოფხვრის შემდეგ სხდომამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ... ...
  • "მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა" _ გახარია2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის ... ...
  • "2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ"2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ... ...
  • საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლასაგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა. დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებსშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?