რა თანამდებობი უჭირავთ თეთრაძის შემზარავი საქმის მონაწილეობაში ეჭვმიტანილებს

მთავარი თემა

რა თანამდებობი უჭირავთ თეთრაძის შემზარავი საქმის მონაწილეობაში ეჭვმიტანილებს

2015 იან 27 19:02:57

საქმე, რომლის განხილვაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დასრულდა, შეეხებოდა ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 5 პირის - პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელიშვილის, სერგო ჩაპლიგინის და გიორგი ჩიკვატიას წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტებს;

ფაქტს საპატიმრო დაწესებულებაში სერგო თეთრაძის გარდაცვალება მოჰყვა და მასში ერთობლივად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მის მიმართ სექსუალური მოქმედების ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის.

თეთრაძის საქმეზე "გურია ნიუსი“ წლების განმავლობაში წერდა. სწორედ ჩვენი გამოცემიდან შეიტყო საზოგადოებამ როგორ აწამეს “ჯაშუშები“ აღიარებების მისაღებად.

სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს  პასუხისგებაში  სამ სხვა პირთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით მიეცა. დაკავებიდან მეოთხე დღეს თეთრაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გარდაიცვალა. საქმე ფორმალურად აღიძრა, თუმცა 2011 წლის 31 დეკემბერს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე დაიხურა.

იმდროინდელი გამოძიება ამტკიცებდა, რომ 23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, საკანში მარტო მყოფი თეთრაძე ცუდად გახდა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ექიმი გამოიძახეს,  მე-18-ე დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თეთრაძის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები კი გამოძიებამ დაკავებამდელ პერიოდს მიაწერა. 

აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს დაიწყო. ახალი ხელისუფლების პირობებში დადგინა, რომ თეთრაძეს სასურველი ჩვენების მისაღებად 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციის, სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალი თანამდებობის პირები და პატიმრები სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ.

გაირკვა ისიც, რომ პატიმრობის მეორე დღეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების  დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ავტომანქანით უკანონოდ წაიყვანეს სამხედრო პოლიციაში, სადაც აწამეს.

"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში  არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მე-2 პირი გ. გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც  უკვე აღაიარებულია პოლიტპატიმრად.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ. გ.  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე  სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შეიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დ. ლ.  მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში სადაც ალ. მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერა"-სთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში  საშინლად სცემა და აწამა. აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია,“ _ აღნიშნულია სისხლის სამართლის საქმეში.

აღნიშნულ საქმეზე ბევრი მოწმე დაიკითხა _  მათ შორის ისინიც, ვინც თეთრაძის გარდაცვალების და ე.წ. ჯაშუშობის საქმეს იძიებდნენ:

_ მათი დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან  ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების  გაყალბებას და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას.

დადგინდა აგრეთვე, რომ მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ ამ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები, _ ვკითხულობთ გამოძიების მასალებში.

მიუხედავად ამისა, თეთრაძის ოჯახის წევრები გამოძიებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და ამბობდნენ, რომ ყველა ის ადამიანი უნდა დასჯილიყო, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა:

_ "ჯაშუშობის საქმის“ რეჟისორი და სულის ჩამდგმელი იყო ზაზა მჭედლიძე, რომელიც დღესაც ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და რომელიც ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. საქმეში იკვეთება გამომძიებლის, გიორგი ხევსურიანის, ლევან გაბუნიას, რობერტ გრიგალაშვილის ბრალეულობაც, თუმცა ეს ადამიანები დღეს კვლავ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის გამომძიებელი გიორგი ხეცურიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა პროკურორი გიორგი ქევხიშვილი და უთხრა, როგორ შეეცვალა ოქმები. ეს პროკურორები - ქვეხიშვილი და გრიგალაშვილი - დღემდე თანამდებობას ინარჩუნებენ. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ზაქრაძემ ყველა ის პირი ამხილა, ვინც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ისინი დღესაც თანამდებობაზე არიან და ერთი წელია სახელმწიფო მათ ხელფასს უხდის, _ აღნიშნავდა თეთრაძის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე 2013 წლის 14 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ განცხადებებს მაშინდელი თავდაცვის მინისტრიდან რეაგირება მოჰყვა _ თავდაცვის სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც თეთრაძის საქმეში ფიგურირებდნენ, ირაკლი ალასანიას ბრძანებით, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

ალასანიას უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა, გამომძიებელმა გიორგი ხევსურიანმა თავდაცვის სამინისტრო განცხადების საფუძველზე დატოვა.

კადრების განკარგულებაში მოხვდნენ მოქმედი სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან გაბუნია და სამინისტროს გენინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ზაზა მჭედლიძეც.

თუმცა, მოგვიანებით, ეს ადამიანები თანამდებობებზე ისევ აღადგინეს. თეთრაძის ოჯახის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განმარტებით, თანამდებობაზე დღესაც რჩებიან ის პროკურორები, რომლებიც ე,წ. "ჯაშუშობის“ საქმეს იძიებდნენ:

_ გამოძიების პირველ ეტაპზე, ბრალდებულად ცნობილი იქნენ სისაური და ტერაშვილი. ესენი არიან ციხის პატიმრები, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ე.წ. „ქათმები“. ამ პატიმრებს იყენებდა ციხის ადმინისტრაცია პატიმრების გასაუპატიურებლად, საწამებლად.

მათ სპეციალურ ფორმებს აცმევდნენ, ნიღბებს უკეთებდნენ, რომ არ გაერჩიათ ესენი პატიმრები იყვნენ თუ სპეცრაზმის თანამშრომლები. მათ მიერ ადგილი ჰქონდა წამებას, სექსუალური ძალმომრეობას, რაც სასამართლო პროცესზე აღიარეს. მისცეს ჩვენება, თუ როგორ ჰქონდა თეთრაძის წამებას ციხეში ადგილი. როგორ ადგა, წაიქცა, როგორ ჩახადეს შარვალი და როგორ ცდილობდნენ ეს ყველაფერი ფირზე აღებეჭდათ.

მეორე ეტაპზე, ბრალდებულად ცნეს ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ალექსანდრე მუხაძე, იგივე “ქილერა“ და ციხის სხვა თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. უშუალოდ მუხაძის დავალებით კეთდებოდა ყველაფერი, რომელსაც, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროდან ავალებდნენ. სასამართლომ ეს ადამიანები მსჯავრდებულად ცნო.

პირველი ინსტანციის სასამრთლომ გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ მეგის ქარდავაზე და რატი მგელაძეზე დააყენა. ეს უკანასკნელი მუხაძის მძღოლი გახლდათ და სწორედ მას მიყავდა და მოყავდა სერგო თეთრაძე. მოგეხსენებათ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება ქარდავას და მგელაძის ნაწილში. ქარდავას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამინისტიის კანონის თანახმად, მას მოაკლდა ერთი მეოთხედი, ხოლო მგელაძეს 1 წლით და 9 თვით მიესაჯა  თავისუფლების აღკვეთა.

ახლა გამოძიების მესამე ეტაპი მიდის. რატომღაც ასე დაყვეს ყველაფერი _ ასე გვითხრეს, რომ პირველი აღმსრულებელი იქნებოდა, მეორე დამკვეთი-შემსრულებელი და მესამე ეტაპზე  ბაჩო ახალაიას წაუყენეს ბრალი, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას მაგდა კოტრიკაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება:

ჩვენ ვითხოვდით რაც შეიძლება მეტი პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, გამომდინარე მოწმეთა ჩვენებიდან. ამ ჩვენებიდან დგინდება, რომ საქმეში მონაწილეობას იღებდა როგორც მეგის ქარდავა, ასევე ნიკოლოზ ციმცეიშვილი, თინა ბურჯალიანის მეუღლე, რომელიც ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე იყო.

საქმეში ფიგურირებს გიგი კალანდაძის სახელი და გვარი. ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის დათა ახალია დასახელდა. ჩვენ ამას ყველაფერს მოწმეთა ჩვენებებიდან ვისმენდით, _ ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმის მსვლელობის დროს პროკურორი შეცვალეს და ამით ბევრ ადამიანს „სასათბურე პირობები“ შეუქმნეს.

_ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მოწმეებად შეყვანილი ჰყავდათ მაშინდელი ჯაშუშობის საქმის პროკურორები _ რობერტ გრიგალაშვილი (გრიგალაშვილი ფოტოგრაფების საქმის, მუხროვანის ამბოხის საქმის, ე.წ. "ზილის" საქმის პროკურორიც იყო. ავტ)  და გიორგი ქევხიშვილი. რასაკვირველია დაცვის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პირების დაკითხვა. ზოგადად სასამართლოზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების დაკითხვა, რადგან ისინი იტყოდნენ სიმართლეს _ რა ხდებოდა, ვისი დავალებით ხდებოდა ამ საქმის დაწყება, მტკიცებულებების გაყალბება და წამების ორგანიზება.

საქმეზე გამოდიოდა პროკურორი რეზო ნადოი, თუმცა ბოლო რამდენიმე პროცესზე არ მოვიდა. ეტყობა ეს ერთგვარი ტაქტიკა იყო პროკურატურის მხრიდან. მის ნაცვლად გამოვიდა ხათუნა კალანდაძე, რომელიც მაშინ, არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს გახლდათ საგამოძიებოს უფროსის მოადგილე. ძალიან სუსტად გამოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამისთვის გამოიყენეს.

მას რაღაც გარანტიები მისცეს ამ ყველაფრისთვის. კალანდაძემ დააყენა შუამდგომლობა და თავიანთი მოწმეები _ გრიგალაშვილი და ქევხიშვილი დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნეს.

სასათბურე პირობები შეუქმნა იმ პროკურორებს, რომლებიც იმ მომენტისთვის მუშაობდნენ მთავარ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე. მე გამოვედი და ვყვიროდი, რომ ეს ქალი ჩამოეშორებინათ გამოძიებისთვის, თუმცა უშედეგოდ, _ ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ საქმეში მონაწილე პირები დღესაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ:

_ მე, ერთმა ადვოკატმა რაც შევძელი ის იყო, რომ ფაქტობრივად მივაღებინე გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას და საქმეში მონაწილე პირები კადრების განკარგულებაში გადავაყვანინე. ეს, რასაკვირველია, მაშინ თვალის ახვევა იყო, მაგრამ მეტნაკლებად საქმეს ჩამოაშორეს ვითომ.

მერე როცა გავიგე, რომ ისევ აღადგინეს, ვკითხე ალასანიას, რაზეც მიპასუხა, რომ თუ ამ ადამიანების მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა, გაუშვებდა. ვერ გეტყვით ალასანიას რაში ჭირდებოდა იმ ადამიანების თანამდებობებზე დაბრუნება,  რომლებიც უამრავ საქმეში ფიგურირებენ. ფაქტია, რომ დააბრუნეს.

ასევე თანამდებობაზე დარჩნენ ის პროკურორები, რომლებიც უშუალოდ იძიებდნენ ჯაშუშობის საქმეს, _ აცხადებს ადვოკატი, რომლის ინფორმაციით, საქმის პროკურორი კალანდაძე, სასამართლოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს.

მთავარ პროკურატურაში კითხვაზე _ მუშაობენ თუ არა დღეს ქევხიშვილი და გრიგალაშვილი მაღალ თანამდებობებზე და რატომ მოხდა მათი მოწმეთა სიიდან ამოშლა, არ გვპასუხობენ და განმარტავენ, რომ ამის გასაგებად წერილობით უნდა მივმართოთ:

_ ეს არის საჯარო ინფორმაცია, გამოგვიგზავნეთ წერილი და კანონით დადგენილ ვადაში პასუხს მიიღებთ, _ გვითხრეს პროკურატურის პრესსამსახურში.

თუმცა, იმის დადგენა რომ აღნიშნული პროკურორები ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან ძალიან მარტივია. პროკურატურის ვებ გვერდზე ეს ინფორმაცია ღიაა.

გიორგი ქევხიშვილი, რომელიც ჯაშუშობის საქმის გამომძიებლის ჩვენებით, მას ოქმების შეცვლას სთხოვდა, დღეს ქალაქ თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილე და საგამოძიებო ნაწილის უფროსია.

რაც შეეხება ხათუნა კალანდაძეს იგი ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პროკურატურიდან სწორედ მაგ საქმის გამო გამოუშვეს:

_ ჯერ კეთილი ინებეთ და ჩამწერი გათიშეთ.

_ ქალბატონო ხათუნა, მე ვარ ჟურნალისტი, გირეკავთ კომენტარზე, გაფრთხილებთ წინასწარ და ბუნებრივია, რომ ვიწერ...

_ მე მაგ საქმის გამო გამომიშვეს პროკურატურიდან, რადგან ყველაფერი წესიერად გავაკეთე.

_ რატომ ამოიღეთ მოწმეთა სიიდან გრიგალაშვილი და ქევხიშვილი, რომელიც თეთრაძის ოჯახის ადვოკატის თქმით მნიშნელოვანი მოწმე იყო?

_ მე მაგ საქმეზე არ ვაკეთებ კომენტარს. მიმართეთ იმ უწყებას, რომელმაც გამომიშვა. კარგად ბრძანდებოდეთ, _ გვითხრა კალანდაძემ, რომლის თქმით, პროკურორი ნადოი მხოლოდ რამდენიმე პროცესზე შეცვალა.

პროცესზე, რომელზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კალანდაძის შუამდგომლობით ორი მნიშნელოვანი მოწმე აღარ დაკითხეს.

ამავე თემაზე: როგორ "იკერებოდა" "ჯაშუშების საქმე"გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"; სამხედრო პოლიციაში პირადად ბაჩო და დათა ახალაიებმა მცემეს; ნანა თეთრაძის მოთხოვნაა სრულად რეაბილიტირებული იყოს მისი მეუღლის სახელი"ამოვიცანი და ვადასტურებ, რომ სამხედრო პოლიციაში გიგი კალანდაძემ მაწამა!"მეგის ქარდავა და "ქილერა" კისერზე თასმაშებმულ პატიმრებს, დაჩოქილებს, "ოთხზე" ატარებდნენ"ბაჩო ახალაიას ვუთხარი, რომ ჯაშუშის სახელით ცხოვრებას სიკვდილი მერჩივნა"სერგო თეთრაძე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ჯგუფური ძალადობის შედეგად გარდაიცვალაბაჩო ახალაიას პირად პატიმართა უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ




 ახალი ამბები
  • თბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლათბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლა.  პოლიციამ ის ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“_ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • ოზურგეთის ცენტრი _ მცირე გაწვიმებაც და „ჭადრების ბაღი“ იტბორებაოზურგეთში წვიმს, თუმცა, ეს წვიმა არც ისე ძლიერი და ხანგრძილივი ყოფილა, რომ   ქალაქის ცენტრში “ჭადრების  ბაღი“  და მიმდებარე ტერიტორია ისე დაეტბორა, ტროტუარებზე , სავალ ბილიკებსა და სამანქანო გზებზე ადამიანის გავლა შეუძლებელი გამხდარიყო _ ამ წუთებში ბილიკებზე , ტროტუარებსა და სამანქანო გზაზე ნიაღვრების ნაკრები ღელესავით მიედინება.  მიზეზი ამისა  არის გაუწმენდავი არხები, გაჭედილი ცხაურები და რაც ყველაზე   მთავარია, როგორც ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა , თენგიზ ქუტიძემ იანვარში, წვიმის დროს,  ანალოგიური დატბორვისას  გვითხრა,  „  „ჭადრების  ბაღის“  ახლომდებარე ადგილები  რელიეფურად  ჩავარდნილია და  აუცილებელია არხის გაჭრა“. როგორც ბატონმა თენგიზმა განმარტა,   ამ სამუშაოების  შესრულება  უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს სამუშაო დასაჩქარებელია და ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ყოველი წვიმის დროს უნდა შევახსენოთ, რადგან,  როცა მცირე წვიმის დროს ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობაა,   გასული წლების სტიქია რომ მოულოდნელად განმეორდეს, ოზურგეთის ცენტრში, ალბათ,  ბარე ორ  დღეს ვერ გავივლით. ... ...
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...