როგორ აფორმებენ ხელშეკრულებებს

მთავარი თემა

როგორ აფორმებენ ხელშეკრულებებს

2011 ნოე 15 06:07:53
ჩვენ მიერ მოპოვებული ხელშეკრულებების თანახმად, ამ ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობაზე მფლობელია პასუხისმგებელი, ხოლო საკრებულო და გამგეობა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფს.

ხელშეკრულებებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, ხელს ანტონ ხუნდაძე აწერს. ყველა ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ იჯარით ის ავტომანქანაა აყვანილი, რომელიც კონკრეტულ, ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს პირად მფლობელობაში ჰყავს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულებაშია ასე, რადგან ჩვენი გადამოწმების შედეგად სულ სხვა რამ გაირკვა.

ხუნდაძეს ხელშეკრულება მის მოადგილესთან, მიხეილ უნგიაძესთან აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ მიხეილ უნგიაძე "იღებს ვალდებულებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოიყენოს თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა "ოპელ ასტრა" სახელმწიფო ნომრით შDშ 988". რეალურად, ეს ავტომობილი, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს, გიორგი ბოლქვაძეს ეკუთვნის. ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის და აღნიშნული ავტომანქანა მის სახელზეც კი არ არის გაფორმებული.

მიხეილ უნგიაძე კი ამბობს, რომ მასა და ბოლქვაძეს შორის ზეპირი შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ავტომობილს სამსახურებრივი საჭიროებისთვის იყენებს.

_ ბატონო მიხეილ, თქვენ საკუთარი ავტომობილი გყავთ?

_ არა.

_ ანტონ ხუნდაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ პირად მფლობელობაში არსებულ ავტომობილს სამსახურისთვის გამოიყენებთ. როგორც მოვიკვლიეთ, ეს ავტომობილი გიორგი ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომელიც ამბობს რომ თქვენსმიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის.

_ როგორ არ იცის არაფერი?!

_ ეს ოფიციალური კომენტარის დროს გვითხრა. თან, ჩვენ უშუალოდ გამგეობის ქონების მართვის სამსახურში გადავამოწმეთ და ამ ხელშეკრულებას თან არავითარი დოკუმენტაცია არ ახლავს...

_ მე და გოგის შორის შეთანხმებაა.

_ ზეპირი?

_ დიახ.

_ თუ ეს ასეა ბოლქვაძე რატომ უარობს?

_ არა მგონი, ეს გოგის ეთქვა...

_ ჩვენ ამის ჩანაწერი გვაქვს, შეგვიძლია მოგასმენინოთ... ასევე გეტყვით იმას, რომ ამ საუბრის დროს იქ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ბოლქვაძის ეს კომენტარი ძალიან კარგად გაიგეს.

_ არ ვიცი. მაგას არანაირად არ იუარებდა, რადგან ზედმიწევნით იცოდა ყველაფერი. გოგი მე მგონი სხვანაირად საუბრობს და მე არ ვიცი თქვენ რა ჩანაწერი გაქვთ. მთავარია, რომ ჩემსა და გოგის შორის ნამდვილად იყო ეს შეთანხმება. ხან გოგი მომყვება, ხან სხვას ვაჯენთ მანქანაზე. როცა დამჭირდება ვიყენებ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას უნგიაძემ, რომლის საწვავის ლიმიტი თვეში 100 ლიტრია.

საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ზაზა სიხარულიძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ ამ უკანასკნელს პირად მფლობელობაში ჰყავს ავტომანქანა "ნივა", სახელმწიფო ნომრით მად-025. უნგიაძის მსგავსად არც ეს ავტომობილია სიხარულიძის კუთვნილება. როგორც მან გვითხრა, ავტომანქანა სიმამრს ეკუთვნის და თავადაც სარგებლობს.

_ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ვიყენებ. უბრალოდ, სიმამრის სახელზეა.

_ ახლა ხომ ხართ სამსახურში, შეგიძლიათ ეს ავტომობილი გვანახოთ თუკი ნამდვილად თქვენ სარგებლობთ?

_ ახლა არ მყავს სამსახურში.

_ იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ავტომობილი საკუთრებად გიწერიათ, ნიშნავს თუ არა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ტყუილი წერია, რაც შესაბამისად ქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ გამოყოფილ საწვავს არამიზნობრივად მოიხმართ?

_ ასე არ არის, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც ყოველთვიურად 80 ლიტრ საწვავს იღებს.

ხელშეკრულების თანახმად, "პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი", არც კულტურის სამსახურის უფროსის, დოდო მამალაძის საკუთრებაში აღმოჩნდა, რომლის საწვავის თვიური ლიმიტი 50 ლიტრია. მამალაძის განმარტებით, ავტომობილი მის მეუღლეს ეკუთვნის და ის ოჯახის, შესაბამისად _ მისი საკუთრებაა. მისივე თქმით, ახლა, ავტომობილით სამსახურში იმიტომ არ დადის, რომ ავტომანქანა გაფუჭებულია.

საკრებულოს აპარატის უფროსს, მერაბ ხუნდაძეს "პირად მფლობელობაში "მერსედეს ბენცი C-220" სახელმწიფო ნომრით JOO 846 უწერია, რომელიც რეალურად, თურმე, მის ძმისშვილს ეკუთვნის. მერაბ ხუნდაძის საწვავის ლიმიტი თვეში მხოლოდ 30 ლიტრს შეადგენს.

შესყიდვების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოგიბერიძის განმარტებით (წორედ გოგიბერიძის ფუნქციებში შედიოდა ამ ხელშეკრულებების გაფორმება) ეს ხელშეკრულებები "პრობლემა არ არის და აქ დარღვევაც არაფერია". თუმცა, ასე არ ფიქრობს ქონების მართვის სამსახურის უფროსი (ახლა, მსგავს ხელშეკრულებებს სწორედ დოლიძის სამსახური აფორმებს), მალხაზ დოლიძე, რომლის თქმით, ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფრაზა _ "პირად მფლობელობაში არსებული" შეცდომაა იმ დროს, როდესაც ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს ავტომობილი არ ეკუთვნის.

ჩვენ ვეცადეთ ამ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ _ რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად სამსახურში ვერ ვიპოვეთ, ჩვენს სატელეფონო ზარებს კი არ უპასუხა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებებზე საუბარი იმ მიზეზით არ შეუძლია, რომ როდესაც ისინი გაფორმდა, თავად გამგებელი არ იყო. იმედაშვილის განმარტებით, გამგეობას იჯარით აყვანილი ამდენი ავტომობილი არ სჭირდება და მომავალი წლიდან ეს ციფრი საგრძნობლად შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ გამგეობას და საკრებულოს ამ 23, იჯარით აყვანილი ავტომობილის გარდა, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიც მრავლად აქვს.

2010 წელს, გამგეობისთვის, სამსახურეობრივი ავტომობილი "მიცუბიში პაჯერო" სანომრე ნიშნით ფსბ 999, 22 500 ლარად შეიძინეს. ამავე წელს, საკრებულოსთვის ავტომობილი "ჰონდა", გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტისგან, კახი მეფარიშვილისგან 11 200 ლარად იყიდეს.

გამგეობის ბალანსზეა ავტომანქანები: "მერსედესი" და "ოპელი", რომლებიც, როგორც გვითხრეს, კარგა ხანია ამორტიზირებულია.

პრეზიდენტის მიერ "ქამარმოჭერილ" საჯარო მოხელეებს, მწირი ბიუჯეტის და კიდევ უფრო მწირი სოციალური პროგრამების ფონზე, მიმდინარე წელს საკუთარი თანამშრომლებისთვის საკმაოდ ბევრი და ძვირადღირებული ტელეფონები აქვს შეძენილი.

წელს ტელეფონი უყიდეს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს დოდო მამალაძეს; გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსს დავით ჯინჭარაძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტს ლუდმილა მეგრელიშვილს; შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს ვლადიმერ გოგიბერიძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტს ვასილ ბერუჩაშვილს; ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხიკვაძეს; გამგებლის მოადგილეს დიმიტრი კორიფაძეს; ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს კახი მეფარიშვილს; გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ ჩანტლაძეს, ამავე სამსახურის სპეციალისტს შორენა კაჭარავას; გამგეობის ბუღალტერს ზურაბ შათირიშვილს; საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს შალვა ჩანტლაძეს და საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს.

ამ ადამიანებისთვის შეძენილი ტელეფონების ფასი 300 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. გამონაკლისი მხოლოდ ლუდმილა მეგრელიშვილია, რომელსაც გამგეობამ 160-ლარიანი ტელეფონი უყიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეს, გია გიორგაძეს გამგებლობის პერიოდში 990 ლარიანი ტელეფონი აქვს შენაძენი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ გახორციელებული შესყიდვები იმდენად მსუყეა, რომ მის დაკონკრეტებას გაზეთის ამ ნომრის გვერდები არ ეყოფა; ამიტომაც, გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ხარჯვის შესახებ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომრებშიც გესაუბრებით. მანამდე კი, აღვნიშნავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაყიდი ტელეფონების და ფოტოაპარატების უმეტესობა აღარ მუშაობს! გასულ წელს გამგეობამ 684 დასახელების ქონება, რომლის ღირებულება 15 766, 72 ლარი იყო ჩამოწერა და უვარგისად გამოაცხადა საკუთარი თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ! არადა, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩამოწერილი ქონების უმრავლესობა ჩამოწერამდე ერთი წლით, ან სულაც რამდენიმე თვით ადრე იყო შეძენილი.

უნდა ითქვას იცის, რომ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ბევრ შემთხვევაში, ტელეფონებს ერთი და იგივე ადამიანებისთვის ყიდულობდნენ. განსხვავება მხოლოდ ერთ წელიწადშია.

_ თუ საჯარო მოხელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სჭირდება ავტომანქანა, მას უნდა ემსახურებოდეს იგი. თუ ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი ავტომანქანები, მაშინ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს საკუთარი ავტომანქანის გამოყენების თაობაზე. თქვენი მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებების ნაწილი გაფორმებულია ისეთ პირებზე, რომლებსაც პირად საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული ავტომანქანა. ე.ი. მანქანა ეკუთვნის მესამე პირს. ამ შემთხვევაში, ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრის (ზემოთხსენებული მესამე პირის) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულებას. ხსენებულ თანხმობაში საჭიროა აღნიშნოს, რომ იგი ნებას რთავს პირს, ისარგებლოს მისი კუთვნილი ავტომანქანით. ამ თანხმობის არარასებობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება ბათილად და არ აქვს იურიდიული ძალა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის თავმჯდომარემ, თამაზ ტრაპაიძემ.

მისივე განმარტებით ტელეფონების შეძენაც დასაბუთებული უნდა იყოს:

_ თანამშრომლებისთვის ტელეფონების თუ სხვა აპარატურის შეძენა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ იგი დასაბუთებულია და გამომდინარეობს სამახურებრივი საჭიროებიდან. გადასახდელი თანხის განისაზღვრისას კი, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაძლებლობა ანუ რამდენად იძლევა ამის საშუალებას ბიუჯეტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩოხატაურის ბიუჯეტი არც იმდენად დიდია, რომ მან შეძლოს სოციალური თუ კანონით გათვალისწინებული საკუთარ უფლებამოსილებით (მაგ. დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.) განსაზღვრული საკითხების ისე მოგვარება, რომ გამგეობისა და საკრებულოს წევრებისთვის ასე ძვირადღირებული საქონლის შეძენის ფუფუნება გააჩნდეს, _ გვითხრა იურისტმა.

_ ბატონო თამაზ, ჩამოწერილ ნივთებზე რას გვეტყვით? რამდენად გამართლებულია ერთ წელიწადში ტელეფონების ჩამოწერა?

_ რაც შეეხება ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საქონლის ჩამოწერას, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს შესაბამისი სადეფექტო აქტი, საიდანაც ვგებულობთ, თუ რატომ უნდა ჩამოიწეროს ესა თუ ის მატერიალური ქონება. თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საეჭვოა, ასე მალე _ ერთ წელიწადში უვარგისი გახდეს ერთბაშად ამდენი სახის ტექნიკა!




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...