"ბიჭო, ფული სად წაიღე?“ - ხმაურიანი დაკავება ლანჩხუთში

მთავარი თემა

"ბიჭო, ფული სად წაიღე?“ - ხმაურიანი დაკავება ლანჩხუთში

30 იან. 2015, 19:20:19

ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დათო დობორჯგინიძე და მისი თანამშრომელი ზურაბ ჩხაიძე, რომელიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დღეს ლანჩხუთის ცენტრში დააკავეს, სავარაუდოდ, ბათუმში გადაიყვანეს.

დაკავება ლანჩხუთში დაახლოებით 13 საათზე მოხდა, მაშინ, როდესაც ჩხაიძე შესვენებაზე იყო გასული და თავისი მამიდის კუთვნილ ვეტერინარულ აფთიაქში შედიოდა.

"გურია ნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ჩხაიძეს ხელები აგადაუგრიხეს და საკმაოდ ხმამაღლა უყვიროდნენ:  - ბიჭო, ფული სად წაიღე?!

 ჟურნალისტს, რომელიც ლანჩხუთის ცენტრში ჩხაიძისა და დობორჯგინიძის დაკავებას შეესწრო, ფინანსური პილიციის თანამშრომელი კატეგორიულად სთხოვდა ტერიტორიის დატოვებას.

ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ჩხაიძეს ჯიბეები გადმოუქექეს და ქალაქის ცენტრში ხელებგადაგრეხილი დაახლოებით ორი წუთი ყავდათ გაჩერებული, რის შემდეგაც მოვიდა პოლიციის პიკაპი და ჩხაიძე  ბაღების ცენტრში გადაიყვანა.

საგამოძიებო სამუშაოები ასევე მიმდინარეობდა ბაღების ცენტრის უფროსის, დავით დობორჯგინიძის კაბინეტში, სადაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და თავად ცენტრის უფროსი იმყოფებოდნენ, სხვა თანამშრომლებს ოთახში არ უშვებდნენ.

როგორც თანამშრომლების ნაწილმა "გურია ნიუსს“ განუცხადა,  წარმოდგენა არ ქონდათ რა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ჩხაიძე.

დაკავების ადგილზე ასევე იმყოფებოდა ექსპერტიც.

დაახლოებით საათნახევრიანი საგამოძიებო სამუშაოების მიმდინარეობის შემდეგ ზურა ჩხაიძე და ცენტრის უფროსი დავით დობორჯგინიძე შენობიდან გამოიყვანეს და ცალკ-ცალკე მანქანებში ჩასვეს. გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ბათუმის მიმართულებით წაიყვანეს.

თავად ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, საგამოძიებო ჯგუფი მოკვლევას ლანჩხუთში უკვე ერთი კვირაა აწარმოებს.




 ახალი ამბები
  • "მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა" _ გახარია2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის ... ...
  • "2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ"2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ... ...
  • საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლასაგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა. დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებსშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?