შეხვედრა ზამთართან... შიმშილით და სიცივით

მთავარი თემა

შეხვედრა ზამთართან... შიმშილით და სიცივით

16 ნოე. 2011, 06:15:16

"გურია ნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ ხვდებიან მოქალაქეები მოახლოებულ ზამთარს მათი პასუხი ერთგვაროვანია: შიმშილით და სიცივით! ოზურგეთელ 87 წლის მარტოხელა პენსიონერს თინა კილაძეს "გურია ნიუსი" სახლში ესტუმრა. სიცივით გათოშილი და აკანკალებული მოხუცი ლოგინში იწვა.

_ ავადმყოფი შვილი მყავს, მეორე ჯგუფის ინვალიდია, შაქრის დიაბეტითა და გულის ავადმყოფობით დაავადებული. ამის გამო, მამიდაშვილთან ცხოვრობს სუფსაში. მეც ინვალიდი ვარ, თან _ მარტოხელა. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ. პენსია წამლებში არ მყოფნის. რა ვიყიდო პენსიით _ წამალი, საჭმელი თუ შეშა? სულ უპატრონოდ ვარ, შვილო. გამგეობაში ვიყავი და დამპირდნენ, ერთ კვირაში შეშას მოგიტანენო, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. იქნებ, თქვენ დაგვეხმაროთ! თუ არადა, წელს, ალბათ, სიცივით მოვკვდები. ასჯერ გავიფიქრე, თავს მოვიკლავ,-მეთქი. რად მინდა ასეთი სიცოცხლე?! სიცივის გამო ლოგინში ვწევარ, თუ მზეა, მზეს ვეფიცხები. ძალაც აღარ მაქვს, რომ ისევ მივიდე გამგეობაში, _ გვითხრა თინა კილაძემ.

ნათელა ჩხარტიშვილი, მარტოხელა პენსიონერი: _ ზამთრის მოსვლის განსაკუთრებით მარტოხელა, მოხუც პენსიონერებს გვეშინია. ჩვენთვის უპირველესი პრობლემა გათბობასთანაა დაკავშირებული. წარმოუდგენელია, შეშის ყიდვა შევძლოთ ამ კატეგორიის ადამიანებმა. ახლა, მართალია, წინანდელივით უშუქობას აღარ ვუჩივით, თუმცა, ვერც ბუნებრივი აირით ვსარგებლობთ, ელექტროღუმელის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, თუმცა, ჩვენი კატეგორიის ადამიანებს ესეც გაგვიჭირდება, რადგან რაც არ უნდა მომჭირნეობით ვხარჯოთ დენი, მთელი ზამთრის განმავლობაში მისი საფასურის გადახდა იოლი არ იქნება. შარშან ხელისუფლებამ რომ 20- ლარიანი დენის ვაუჩერები დაგვირიგა, მიუხედავად იმისა, ზღვაში წვეთი იყო, მარტოხელა პენსიონერებს ცოტა შეღავათი მაინც მისცა. წელს ასეთი დახმარებების იმედი აღარ არის.

ანიკო მოდებაძე: _ როგორ ვხვდებით ზამთარს და უწყლობით, შიმშილით, სიცივით, არავინ ჩვენი მომხედავი არაა. მაქვს მარტო "კუხნა" _ როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით. მეუღლე გარდაცვლილი მყავს, სულ წამლები მჭირდება, ჩემი პენსიით წამლები ვიყიდო, საჭმელი თუ შეშა? ან რისთვის მეყოფა? ტანსაცმელიც არ მაქვს ამის მეტი, რაც მაცვია. არავინ გაქცევს ყურადღებას. იძულებული ვარ განცხადება დავწერო და პირდაპირ სააკაშვილთან გავაგზავნო, ერთჯერადი დახმარება მომცეს, რომ ზამთარში თავი გავიტანო.

მთელი სოფელი რომ შემოიარო, ათ ოჯახს თუ იპოვი, რომ შეშა ჰქონდეს. ახლა მოდის არჩევნები და გვეტყვიან, მოგვეხმარეო. ვინ მისცემს მაგათ ხმას? 50 ლარიანი დახმარებები რომ იყო, წინა საარჩევნოდ, რომ მივედი დაგვიანებული ხარო, მითხრეს, ისიც არ მომიწია.

ზური ირემაძე: _ არ გვაქვს სოფელში იმდენი ტერიტორია, რომ შეშა მოვჭრათ. ვაუჩერებით კი ისეთ ადგილებშია გამოყოფილი, რომ აზრი არ აქვს მოჭრას და ამოტანას _ ძალიან ძვირი ჯდება. 700 ოჯახი ვართ სოფელში და ათ ოჯახს თუ ექნება შეშა. გამწარებულია ხალხი, ვწვალობთ, ჩემს საკარმიდამოში 7 ძირი წყავის და ტყემლის ხე მოვჭერი.

მევლუდი აგაძე: _ გაჩეხა ხალხმა საკარმიდამო ნაკვეთში ხეხილი. ვაკიჯვარში და მთისპირში არ შეგვიშვეს იქ მცხოვრებლებმა. მაგარი გაურკვევლობაა. არჩევნები რომ იყო და ხმები სჭირდებოდათ, ხმების 80 პროცენტი წაიღეს ჩვენი სოფლიდან. ჩვენ ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ ხელისუფლების წინაშე, მათ კი გზაც არ გაგვიკეთეს. მოგვაქციონ ცოტა ყურადღება! ნასაკირალში მოსახლეობის 99 პროცენტს დღეს შეშა არ აქვს. ასე გვითხრეს, თუ გაქვთ ნაძვი საკარმიდამოში, მოჭერითო.

ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა სოფლიდან თურქეთშია წასული სამუშაოდ, ზოგს აძლევენ თანხას, ზოგი უფულოდ მოდის. თურქეთი რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებოდა ხალხს, არ ვიცი _ ალბათ, შიმშილით დაიხოცებოდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს "გურია ნიუსმა" აღნიშნული პრობლემების შესახებ ოფიციალურად მიმართა:

_ მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით, რა სამუშაოებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომ მოსახლეობის დაუცველი ფენები ასე თუ ისე მომზადებული შეხვდნენ ზამთარს?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურთან ერთად, მუშაობს იმ დაზიანებული ხეების გამოყენებისათვის, რომელიც არის გაშენებული ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური დამატებით ახორციელებს ინვენტარიზაციას ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში, რის შედეგადაც მოხდება გამოვლენილი ხე-ტყის მოსახლეობაზე გადაცემა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა წარმოადგინეს დაზიანებული ხეების ნუსხა. მოხდება მათი დამუშავება და აქტის საფუძველზე, შეჭირვებულ მოსახლეობისთვის გადაცემა. აღნიშნული პროცესი დაწყებულია. მაგალითისთვის, დაბა ლაითურის ტერიტორიაზე სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნა 4 ოჯახი, გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე _ 1 ოჯახი, თხინვალის ტერიტორიაზე _ 4 ოჯახი, მერიის ტერიტორიაზე _ 1 ოჯახი. ამას გარდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიდის ხმელი, ნამეხარი, გადატეხილი და ფაუტი ხეების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც აღნიშნული ხეები მოიჭრება და შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდება. საშეშე მერქნის რესურის შევსება დამატებით მოხდება იმ ჭადრის ხეების მოჭრისა და გადამორვის გზითაც, რომლებიც ხელს უშლიან ქალაქის ინფრასტრუქრტურულ განვითარებას.

_ არსებობს თუ არა ტყის მართვის სამმართველოსთან მოლაპარაკება ტყე-კაფის იმ ადგილებში გამოყოფის თაობაზე, სადაც შედარებით იოლია მოჭრილი შეშის გამოზიდვა?

_ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის მიერ, 4 ნოემბერს, წარმოდგენილ იქნა სოციალური ჭრებისთვის ტყე-კაფის გამოყოფის ადგილები. ტყე-კაფები გამოყოფილია შემოქმედის სატყეოში (გომისფერდი, გომი, გომისმთა); ვაკიჯვრის სატყეოში (ვაკიჯვარი, ცხემლისხიდის ჩუნია, ვაკიჯვრის ჩუნია); მთისპირის სატყეოში (მთისპირის უკანავა, ნაგომარი, ბახმარო); ლიხაურის სატყეოში (ლიხაური, ლიხაურის აჭი, მაკვანეთი).

_ რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად? გასულ წლებში, წინასწარ დგებოდა იმ ოჯახების სია, რომელსაც დახმარება უნდა გასწეოდათ. რამდენმა ოჯახმა მოგმართათ დასახმარებლად, არის თუ არა შედგენილი სია და როგორ მოხდება სიებში მოხვედრილი ოჯახების უზრუნველყოფა?

_ დღეის მდგომარეობით, შემოსულია 86 განცხადება, დაკმაყოფილებულია უკიდურესად შეჭირვებული, სიღარიბის პროგრამაში შესული 4 მოქალაქე. გარდა ამისა, მოვარდნილი ქარის შედეგად, ზვანში, ჩაის ფაბრიკის მიმდებარედ, წაიქცა ფოთლოვანი ჯიშის ხეები, მომზადდა აქტები და სათბობი ხე გადაეცა კიტა მეგრელაძის #8-სა და #4-ში მცხოვრებ შეჭირვებულ 15 ოჯახს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ქარისაგან დაზიანებული ხეები, რომელიც გამოდგებოდა სამასალედ, დამუშავდა და ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ქარიშხლისგან დაზიანებული ხუთსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისათვის გამოვიყენებთ. რაც შეეხება განცხადებებით შემოსული ოჯახების უზრუნველყოფას, მათ გადაეცემათ არა ფულადი დახმარებები, არამედ საშეშე მერქნის განსაზღვრული ოდენობა. ვფიქრობთ, ეს გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე უშუალოდ თანხის დარიგება. პირველ ყოვლისა, სათბობი შეშით უზრუნველყოფილნი იქნებიან ის ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან აღრიცხვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში, ასევე მარტოხელები და მრავალშვილიანი ოჯახები.

რაც შეეხება, მარტოხელა მოხუცს თინა კილაძეს, რომელიც უკიდურესად შეჭირვებულია, მას გამგებელმა დახმარება აღუთქვა: _ ჩემთვის ამ ქალბატონს ნამდვილად არ მოუმართავს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს _ ის მოხუცებულია, მარტოხელაა და დახმარებას საჭიროებს. ჩავინიშნავ და გპირდებით, რომ ამ დღეებში აუცილებლად დავეხმარები, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში ვაშაყმაძემ.




 ახალი ამბები
  • ჩოხოსანთა სადროშოს წევრებმა სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 მაისის დილით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქში შეიკრიბნენ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც დეკანოზმა ანტონმა ჩაატარა. აღნიშნული იქნა დამოუკიდებლობის დღე და მოხსენიებული- საქართველოს კეთილდღეობისთვის შეწირული მამულიშვილები. მოგვიანებით, ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა დიდების მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც სანთლები დაანთეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული რაინდების სახელზე. ,,დღევანდელი დღე გამორჩეული ღირსებისა და პატივის მატარებელია თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს მიოპოვა ერმა სანუკვარი დამოუკიდებლობა.  ეს დღე სიამაყის განცდასთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“, _ სააგენტოსთან საუბარში თავისი ემოცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, ქეთევან ჭელიძემ. ,,ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ მათი დიდი ღვაწლი, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ",_ ,,გურია ნიუსთან" საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, კობა ... ...
  • დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეადიდი ქართველი მამულიშვილისა და   საქართველოს ეროვნული გმირის  მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ... ...
  • ვისი სახელის მინიჭებას ითხოვენ „ნაციონალები“ ლანჩხუთის პირველი სკოლისთვის„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი. „საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ  საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში. ... ...
  • ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნამსოფლიოში არსებულ კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე ჩოხატაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცირე ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების სასახლის წინ გაიმართა, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ანსამბლმა "ამაღლებამ" საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც საზოგადოებას ერისთვის მნიშვნელოვანი დღე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს. _ "უპირველესად, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 26 მაისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის დღე. ეს დღე ჩვენია და დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ. _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 26 მაისი შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა ჩოხატაურში, ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, ბევრი გადაიტანა, მაგრამ ქართველი ხალხის გენში კოდირებული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუდამ იღვიძებდა, ყველაფერს უძლებდა. ასეა ახლაც, მსოფლიო პანდემიის დროსჩვენმა სახელმწიფომ აჩვენა ორგანიზებულობის განსაკუთრებული ნიმუში. ეს ძალიან საამაყოა და ყველას, ვინც ამაყობს დღევანდელი დღით, ვულოცავ დღეს. "ღმერთო, მამული გვიცოცხლე", _ თქვა ირაკლი კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ... ...
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?