გურიის მთავარი პოლიცმაისტერი ჟურნალისტს დაკავებას უპირებდა

მთავარი თემა

გურიის მთავარი პოლიცმაისტერი ჟურნალისტს დაკავებას უპირებდა

2011 ნოე 17 06:49:25

დააკავეს ჩოხატაურში მცხოვრები სამი პიროვნება. დაკავების დროს, ერთ-ერთს იარაღი აღმოაჩნდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ყაჩაღობაში ედებათ _ ყაჩაღობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში, ტრაპაიძეების ოჯახში, 10 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე მოხდა. ყაჩაღებმა ოჯახიდან 2 200 ლარი გაიტაცეს.

ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ჩოხატაურში ოთხი ყაჩაღობა დაფიქსირდა. ოთხივე გაუხსნელია და არსებობს ვარაუდი, რომ ოთხივეს 14 ნოემბერს დაკავებულებს დააბრალებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ქუთაისის ავტოსადგურში ჩოხატაურის პოლიციამ ორი წლის წინაც დააკავა _ მას მაშინაც ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის დამტკიცება ვერ შეძლეს. მაშინდელ სისხლის სამართლის საქმეში ერთი დიდი უზუსტობა იყო _ პოლიციელი წინასწარ გამოძიებაში და შემდეგ, სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილს იარაღი სპორტული შარვლის საქამრედან ამოუღეს.

სპეცოპერაციის შემდგომი ფაქტების გადაღების უფლება "გურია ნიუსს" სამართალდამცველებმა არ მისცეს, დაუსაბუთებლად და უკანონოდ ხელი შეგვიშალეს, განვითარებული მოვლენები გადაგვეღო, მით უმეტეს, იმ დროს, როცა შემთხვევის ადგილს არც სპეციალური ლენტი ჰქონდა შემოვლებული და საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც იქვე იმყოფებოდა. მიუხედავად მრავალგზის შეკითხვისა, ეპასუხათ, რის საფუძველზე არ გვაძლევდნენ მუშაობის უფლებას, პოლიციელებმა ვერც შესაბამისი კანონი და ვერც ბრძანება ვერ დაგვისახელეს.

ჩვენი იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში, მიმდებარე ტერიტორიას ყვითელი ლენტი შემოავლეს. ჩვენ გადაღება იმ მხრიდან ვცადეთ, საიდანაც ლენტი არ იყო გავლებული. ამ დროს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ცირეკიძემ ტერიტორიიდან ჩვენი გაყვანის ბრძანება გასცა:

_ სანამ არ დაგაკავებთ, ამ ადგილს არ მოშორდებით? _ ძალიან მკაცრი იყო სამმართველოს უფროსი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა და უზრდელები გვიწოდა.

პოლიციელები გადაღების საშუალებას არც შორიდან გვაძლევდნენ და ჩვენს წინ კორდონს ავლებდნენ, მაშინაც კი, როდესაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რადგან, როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი დაკავებული ცუდად გახდა, რადგან იგი ტუბერკულოზითაა დაავადებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, ზოია კუჭავას თქმით, ამ დაკავებულთან ექიმთა ბრიგადას ხშირად იძახებენ, რადგან ის საკმაოდ მძიმე ავადმყოფია:

_ ექიმი იყო ნინო ნატროშვილი. ისტორიაში წერია, რომ სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ექიმმა დანიშნულებაც მისცა. როგორც გადმოცემით ვიცი, ეს ბიჭი ავადმყოფია.

_ გვითხრეს, რომ მას ტუბერკულოზი აქვს.

_ მეც ასე ვიცი, თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ მასთან ხშირად იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.

_ ქალბატონო ზოია, რამდენად საშიშია ამ დაავადების მქონე ადამიანისთვის პატიმრობა?

_ ასეთ დროს, როგორც ვიცი, ციხის საავადმყოფოში უნდა მოათავსონ. მას სერიოზულად აქვს ჯანმრთელობა შერყეული და შესაბამისი მეთვალყურეობაც სჭირდება, _ გვითხრა კუჭავამ.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იმავე დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ჩოხატაურელი ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც ტრაპაიძის ოჯახის დაყაჩაღებასთან აკავშირებენ.

დაკავებულების სახლებში ჩხრეკაც ჩატარდა.

ამ ინციდენტიდან მეორე დღეს დავით ცირეკიძეს ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ აეხსნა, რატომ არ გვაძლევდა მუშაობის საშუალებას:

_ ბატონო დავით, გუშინ დაკავებით გვემუქრებოდით... დღეს კი გვინდა გკითხოთ, რატომ არ გვაძლევდით საშუალებას გვემუშავა?

_ არ შეიძლება ქალბატონო! როცა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პოლიცია, არ შეიძლება, რომ იქ ჟურნალისტი ჩაერთოს.

_ შეგიძლიათ რომ მიგვითითოთ შესაბამისი კანონი და მუხლი?

_ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არის კანონი, რომელიც კრძალავს მაგას...

_ იმ ადგილზე, საიდანაც ჩვენ ვიღებდით, ლენტი არ იყო გავლებული, თუმცა, თქვენ მაინც ხელს გვიშლიდით პროფესიულ საქმიანობის გახორციელებაში...

_ ექსპერტებმა მოიტანეს მერე და შემოავლეს. პოლიციას არ ჰქონდა და ექსპერტებმა მოგვიანებით მოიტანეს.

_ თუმცა, ჩვენ საიდანაც ვიღებდით, იქ ლენტი არ იყო. ამის კადრებიც გაგვაჩნია. სწორედ ამ დროს დაგვემუქრეთ დაკავებით და უზრდელიც კი გვიწოდეთ...

_ კარგი ახლა, არ გვინდა ასე. როდის გიწოდეთ უზრდელი...

_ ჩვენ ამის ჩანაწერები გვაქვს და შეგვიძლია მოგასმენინოთ.

_ კი ბატონო, მომასმენინეთ, _ გვითხრა ცირეკიძემ, რომელსაც შევახსენებთ, რომ მისი ზრდილობიანი და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა, ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ეს კადრები მთელმა საქართველომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერითაც ნახა.

P.S. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთი დაკავებული პოლიციამ იმავე დღეს გამოუშვა, ხოლო მეორე _ მეორე დღეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იარაღი არც ერთ მათგანს არ ჰქონდა:

_ არ ვიცით, საიდან გაჩნდა იარაღი. ნამდვილად ვიცი, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, იმ პიროვნებას, რომელიც პოლიციამ არ გამოუშვა და რომელსაც უშუალოდ ყაჩაღობა ბრალდება, ამ ფაქტთან საერთო არაფერი აქვს. სხვა თუ არაფერი, ის მძიმედ არის დაავადებული, ნორმალურად გადაადგილებაც კი არ შეუძლია და ყაჩაღობას თუნდაც ამ მიზეზით ვერ შეძლებდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, პოლიციამ ის თავიდან მოიცილა, როგორც ადრე ნასამართლევი და სავარაუდოდ, "საქმეც გახსნა", თუმცა, როგორც გითხარით, ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი დაძმა გაზით მოიწამლნენთბილისში ოზურგეთელი და ძმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობლის გამონაბოლქვით მოიწამლნენ. 30 წლის  და გარდაიცვალა, 22 წლის ძმის გადასარჩენად იბრძვიან ღუდუშაურის ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს