რა ქონებას ფლობს პრემიერი ღარიბაშვილი

მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს პრემიერი ღარიბაშვილი

2015 თებ 10 17:53:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ფინანსური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით დიდად არ შეცვლილა.

პრემიერი ფლობს 121.80 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, გაგარინის ქუჩაზე. ამავე მისამართზე 16.00 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხს.

ასევე, პრემიერის საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა თბილისი, მოსაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 159.00 კვ.მ-ია. ამავე მისამართზე 170.00 კვ.მ.-ს ფართობის მეორე საცხოვრებელ ბინას და 11.00 კვ.მ-ისა და 38.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართებს.

პრემიერის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, 2009, NNA-100.

დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ღარიბაშვილის მიმდინარე ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ 1 ევრო, 4.72 დოლარი (შენიშვნა: ეს ანგარიშები წინა წლების დეკლარაციებშიც ამავე ოდენობის თანხას შეიცავდა), 18.51 ლარი, ხოლო საბარათე ანგარიშებზე ამავე ბანკში 10.61 ლარი, 4987.94 დოლარი, 4371.44 ევრო ირიცხებოდა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის თანახმად, „თი–ბი–სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 229.74 ლარი, ბანკი ბანკი „ქართუს“ საბარათე ანგარიშზე კი.,  0.33 ევრო ირიცხებოდა.

დეკლარაციის შევსებისას ირაკლი ღარიბაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 10000 ლარი.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სახელფასო ანაზღაურებას, მან წინა წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, 77946.62 ლარი აიღო. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი - 5869.05 ლარი.

მინისტრის ოჯახს 2014 წელს არ მიუღია ფასიანი საჩუქრები.

დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს წინა წელს არც გასავალი ჰქონია.

რაც შეეხება წინა, 2012 და 2013 წლების დეკლარაციებს, ისინი დიდად არ განსხვავდება 2014 წლის დეკლარაციისგან. პრემიერის ფინანსური მდგომარეობა ფაქტიურად, არც შეცვლილა. თუმცა 2012 წელს, დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაში ორი მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, 2009, NNA-100  და Toyota Corolla, 2007, GII-100 იყო. 2013-2014 წლების დეკლარაციებში კი, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მხოლოდ ერთი ავტომობილია - Mercedes Benz, 2009, NNA-100. რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ის დეკლარაციებში აღარ ფიქსირდება, თუმცა არც ის არის მითითებული გაყიდა თუ გააჩუქა პრემიერმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. 2013-2014 წლების დეკლარაციებში მანქანის გაყიდვიდან შემოსული თანხა (თუ ის პრემიერმა გაყიდა)  დამატებითი შემოსავლის გრაფაში მითითებული არ არის.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?