„თუ უზენაეს სასამართლოში ისევ პარტიის წარმომადგენელი გვეყოლება, მაშინ დარჩეს კუბლაშვილი“

მთავარი თემა

„თუ უზენაეს სასამართლოში ისევ პარტიის წარმომადგენელი გვეყოლება, მაშინ დარჩეს კუბლაშვილი“

12 თებ. 2015, 19:11:07

საქართველოს პრეზიდენტის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოთხი კრიტერიუმით შეირჩევა: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში, 3 კანდიდატი პოლიტიკური კუთვნილებისაა.  დავით კოღუაშვილი - "ახალი მემარჯვენეები", ზაქარია ქუცნაშვილი - "ქართული ოცნება", შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები".

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას, "საქართველოს ანტიკორუფციული პალატის" თავმჯდომარე პაატა შავაძემ განაცხადა, დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკურად აქტიური პირი იყოს.

"არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყოვლად დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური რეგალიები და ზეგავლენები ჰქონდეს. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკისგან მთლიანად თავისუფალი და სამართლებრივად განსწავლული პიროვნება უნდა იყოს.

ისეთი თავმჯდომარე,  რომელიც  პოლიტიკისგან თავისუფალი არ არის და გამოხატავს რომელიმე პარტიის ნებას, ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი.

ჩვენ კვლავ დამოკლეს მახვილივთ თავს დაგვატყდება ის უბედურება, რასაც უსამართლობა, მიკერძოებულობა და არაობიექტური გადაწყვეტილების მიღება ჰქვია.

აქედან გამომდინარე, თუკი კვლავ არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ახალი კუბლაშვილი გვეჯდეს უზენაეს სასამართლოში, ოღონდ არა "ნაციონალური მოძრაობის" კუბლაშვილი, არამედ "ქართული ოცნების", ამას უკვე არსობრივი მნიშვნელობა აღარ ექნება და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არც არაფერი შეცვლილა.

თუკი, უზენაეს სასამართლოში, რომელიმე პარტიის, პოლიტიკური დაჯგუფების წარმომადგენელი უნდა გვეჯდეს, მაშინ ყოფილიყო ისევ კუბლაშვილი და გვეხელმღძღვანელა პრინციპით - " შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველს", _ განაცხადა პაატა შავაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძეს.

"ჩვენს მიერ დასახელებული კრიტერიუმი იყო ის, რომ პირი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. ეს შეკითხვა – არის თუ არა პირი თავისუფალი, შეიძლება დაისვას პარტიის წევრთა მიმართებაში. ის, რომ ეს კითხვა ისმება, არ ნიშნავს, რომ პასუხი იქნება ყოველთვის კი. რადგან პირი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, ის იქნება პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებული პირი. ასე არ ვფიქრობთ, ეს არის შეფასებითი კატეგორია", _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს გადაეცა შერჩეული კანდიდატების სია. გიორგი მარგველაშვილმა, აღნიშნული კანდიდატებიდან ერთი 23 თებერვლამდე უნდა დაასახელოს.
თავდაპირელად სიაში 38 კანდიდატი იყო. მათგან რვამ უარი განაცხადა მისი კანდიდატურის განხილვაზე.

28-კაციან სიაში შედიან: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.

ამასთან, წარდგინებაზე უარი შემდეგმა პირებმა განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძე, ნუნუ კვანტალიანი, დავით მამისეიშვილი, დავით სულაქველიძე, იური ტაბუცაძე, ნათია წკეპლაძე, ლადო ჭანტურია და თინათინ ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...