ა(ა)იპ-ში, სადაც ბანქოს თამაშია გაჩაღებული, უკვე 3014 წლის 24 აპრილია

მთავარი თემა

ა(ა)იპ-ში, სადაც ბანქოს თამაშია გაჩაღებული, უკვე 3014 წლის 24 აპრილია

2015 თებ 19 15:54:06

სპორტის განვითარების ცენტრი და სპორტსკოლა სხვადასხვა ააიპია, თუმცა, ორივე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ორივე ორგანიზაცია  ერთ შენობაშია განთავსებული. შენობაში, რომლის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2012 წლის სექტემბერში გამოცხადდა.  შპს "ფიროსმანმა" სამუშაოების შესრულების პასუხისმგებლობა  140900 ლარად აიღო, თუმცა, აღნიშნული თანხიდან კომპანიამ 96700 ლარი აითვისა. "ფიროსმანს" ხელშეკრულება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო შეუწყვიტეს.

2012 წლის 31 დეკემბერს პირდაპირი წესით ხელშეკრულება შპს "ბათუმთან" გააფორმეს დარჩენილი 43 000 ლარის ასათვისებლად, თუმცა, პრობლემები ამ კომპანიასთანაც შეიქმნა. ამის გამო, აუთვისებელ 6 450 ლარზე ტენდერი ცალკე გამოაცხადეს.

ასე ნაწილ-ნაწილ, თითქოს, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა შენობის დიდი ნაწილი დღესაც გაურემონტებელია.  დაბზარული კედლები, გაურემონტებელი ოთახები _ ეს ის რეალობაა, რომელიც დღესაა და რის გამოც ოთახების, გასახდელების და სველი წერტილების შეკეთება ახლა თავიდან ხდება.

რეალობა აღმოჩნდა ისიც, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში სამუშაო საათებში ბანქოს თამაშით ერთობიან.

სპორტსკოლის შენობაში შესულებს, დირექტორის ახალდანიშნული მოადგილე შოთა სირაძე და თანამშრომლები ბანქოს თამაშში გართულები დაგვხვდნენ. ჩვენი დანახვისთანავე ბანქოს გადამალვას შეეცადნენ და აქეთ შემოგვედავენ _  ამ ოთახში რატომ შემოხვედითო.

_ ცუდად მოიქცნენ და პირად საქმეში საყვედურს ჩავუწერ, _ ასე სცადა თანამშრომლების დაცვა სპორტსკოლის ხელმძღვანელმა თამაზ ძნელაძემ, რომლის თქმით, ის გამგეობაში იყო და არაფერი დაუნახავს.

_ ახლახან შემოვედი. გეთანხმებით, ცუდად მოიქცნენ და საყვედურს მიიღებენ. არ ვაპირებ იმის უარყოფას, რაც ნამდვილად მოხდა და რაც ცუდია. ვიღებთ ამ შენიშვნას, _ აღნიშნა ძნელაძემ.

_ ბატონო თამაზ, ერთი წლის წინ ვიდეო გადავიღეთ, რომელშიც კარგად ჩანს თქვენი თანამშრომლების ხელჩართული ჩხუბი სამუშაო საათებში. დღეს ბანქოს თამაში გადავიღეთ... ამაში ვიხდით საბიუჯეტო  ფულს?

_ იქ სხვა სიტუაცია იყო _ გასალახი უნდა გაილახოს.

_ სამუშაო საათებში, გზის პირზე, ჩხუბის გამართვა ნორმალურია?

_ გზის პირი არ იყო, სუფსის პირზე მოხდა.. ხდება ხოლმე სპორტსმენებს შორის...

_  ისიც ხშირად ხდება, რომ საკრებულოს წევრებს ა(ა)იპ-ებში ასაქმებთ?

_ ეგ პრესტიჟის საქმეა.

_ საკრებულოს ორი წევრი _ დავით ტყეშელიაძე და გია გვენეტაძე დაგისაქმებიათ 500-500- ლარიანი ხელფასით. ამბობთ რომ ეს პრესტიჟია..

_ ეს ადამიანები მოვიდნენ, მთხოვეს რომ დამესაქმებინა. ვიცნობ ამ ხალხს და დავასაქმე. თან საკრებულოს წევრები არიან და პრესტიჟია ჩვენი სამსახურისთვის, _ კიდევ ერთხელ დააზუსტა ძნელაძემ.

_ ბატონო თამაზ, ახლახან დაგინიშნავთ მოადგილედ შოთა სირაძე. გარდა იმისა, რომ კარტს თამაშობს სამუშაო საათებში, კიდევ რა დანიშნულება აქვს?

_ ჩემი მოადგილეა (ჩვენ სირაძის ფუნქციების გარკვევა უშუალოდ მისგანაც გვსურდა, თუმცა, ბანქოს თამაშის შეწყვეტის შემდეგ, სირაძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა შენობიდან. ავტ.).

_ ეს გასაგებია. ნასამართლეობის ცნობას თუ სთხოვთ ადამიანს, როცა თანამშრომლად იყვანთ?

_ კი, როგორ არა.

_ შოთა სირაძე ე.წ. ბახმაროს სკანდალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. რამდენიმე წელი ძებნაში იყო. როცა მოადგილედ დანიშნეთ, ცნობა წარმოადგინა?

_ არა. ახლა უნდა წარმოადგინოს. მითხრა, რომ მას არ შეუძლია მხოლოდ საჯარო სამსახურში მუშაობა. ჩვენ კი საჯარო სამსახურის სტატუსი არ გვაქვს.

_ სირაძეს გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებოდა. ამაზე ბევრჯერ დაიწერა და ეს თემა უნდა მისი ნასამართლეობის ცნობა არ გინახავთ. სიტყვაზე ენდეთ?

_ ხო, რატომაც არა, _ გვითხრა ძნელაძემ, რომლის განმარტებით, სპორტსკოლაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს: _ მართლა ბევრ რამეს ვაკეთებთ. ბავშვები სხვადასხვა შეჯიბრებებზე დაგვყავს, ბევრი წრე გვაქვს.

სპორტსკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მწვრთნელისთვის ლიცენზია აუცილებელია და ფედერაციები ამას ითხოვენ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ლიცენზირებული მწვრთნელი ჰყავთ.

თამაზ ძნელაძეს  გასულ წელს გახორციელებულ შესყიდვებზეც ვესაუბრეთ. როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, ბავშვების გადასაყვანად მიკროავტობუსებს ხშირად ქირაობენ, თუმცა, ამის პარალელურად, თვეში 200 ლიტრ საწვავს მაინც ხარჯავენ: _ ბევრი წასასვლელ-მოსასვლელია. რომ დავიანგარიშოთ გავდივარ თვეში 2000 კილომეტრს, _ ამბობს ძნელაძე.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ყოველ თვეში 100 ლიტრ საწვავს სპორტის განვითარების ცენტრიც ხარჯავს.

_ ბევრ რამეზე გვჭირდება საწვავი, _ ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯინჭარაძე, თუმცა, "ბევრ რამეს" ვერ გვიკონკრეტებს, გარდა იმისა, რომ პირადად მას 60 ლიტრი საწვავი ეძლევა.

აღნიშნული ცენტრს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში და გახორციელებულ შესყიდვებში  ბევრი უზუსტობა ვიპოვეთ. მაგალითად ცენტრს, რომელსაც არანაირი სპორტული წრე არ აქვს, გასული წლის ოქტომბერში 5000 ლარამდე თანხა აქვს გადახდილი მიკროავტობუსების დასაქირავებლად "რაგბის მოთამაშეების გადაყვანა-გადმოყვანისთვის".

 "მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ ყველაფრის საქმის კურში იყო; მართალია, რაგბის გუნდი არ გვყავდა, მაგრამ უნდა გაკეთებულიყო, შეჯიბრი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობამ ხელი შეგვიშალა", _ ამბობს ჯინჭარაძე.

2014 წლის 30 ივნისს, ზურაბ ჯინჭარაძეს ნუგზარ მგელაძესთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც,  4250 ლარად საჭიდაო ხალიჩა აქვს შეძენილი. ჯინჭარაძის მტკიცებით, აღნიშნული ხალიჩა სოფელ ზოტშია წაღებული.

ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ხალიჩის გამყიდველი, ნუგზარ მგელაძე, რომელიც ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელია და მას არც მაღაზია გააჩნია და არც მსგავსი რამე.

_ ეგ იმიტომ გავაკეთეთ, რომ კანონი არ დაგვერღვია. ხალიჩას, რომელიც 5000 დოლარი ღირს, კერძო პირი ყიდდა. მე ვერ ვიყიდდი კერძო პირისგან, ამიტომ, ბატონმა ნუგზარმა იყიდა და მერე ჩვენ ვიყიდეთ მისგან იგივე ფასში, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

კიდევ ერთი საინტერესო ხელშეკრულება 3014 წლის 24 აპრილს არის გაფორმებული. არ გეგონოთ, რომ წელი შეგვეშალა: #30 ხელშეკრულებაში ნამდვილად 3014 წელი წერია. ეს რომ ტექნიკურ შეცდომად ჩავთვალოთ, საინტერესოდ გამოიყურება შესყიდვის ობიექტი _ "მაგიდის ჩოგბურთის დარბაზის ქირა"!

რეალურად ასეთი დარბაზი ჩოხატაურში არ არსებობს.

_ ჩვენ შეჯიბრი ჩავატარეთ მაგიდის ჩოგბურთში და კინოს შენობა ვიქირავეთ, _ გვიზუსტებს ჯინჭარაძე, რომლის თქმით, ყველაფერი, რასაც ცენტრი აკეთებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თანხმდება.

_ თანამშრომელთა დანიშვნებსაც უთანხმებთ?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ ვინ რას გვეკითხება?! თქვენც ხომ იცით, რაც ხდება. ჩვენ, უბრალოდ, ვასრულებთ. აბა, ჩვენს ნებაზე რომ იყოს, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა, _ აღნიშნავს ზურაბ ჯინჭარაძე, _ ხელშეკრულებებს მე ვაწერ ხელს, მაგრამ შეიძლება რაღაცები იყოს შეცდომით, ხდება ხოლმე.

ჩვენ შევეცადეთ, აღიშნულ თემებზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კომენტარებიც ჩაგვეწერა, თუმცა, გვითხრეს, რომ განმარტებებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც მასალებს გაეცნობიან.




 ახალი ამბები
  • ვლადიმერ იმნაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. "დღეს მთელი საქართველო იხსენებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი პირველნი შეეწირნენ რუსეთის აგრესიას და იმ წლებში, საქართველოსთვის თავი გასწირეს. სამწუხაროდ, იმ იუნკერებს მიმდევრები ჰყავთ 1992/93 წლებში და მით უმეტეს, 2008 წელს. ყველას უნდა მოგონება და პატივისცემა. ეს ერთიანობის დღე უნდა იყოს, იმიტომ რომ ხალხმა თავი გასწირა."- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძე, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედმა და თადარიგის ოფიცრებმა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • კობა კობალაძე: „ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა"პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  „დღევანდელი დღე არის ნაკრები თავდადების, ტკივილის, პატრიოტიზმის და ამავე დროს უპასუხისმგებლობის - ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მაგალითი იმის, რომ ალბათ უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტად აზრობრივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ქვეყნის დაცვა და ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა", - აღნიშნა კობა კობალაძემ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ... ...
  • სესიაშვილი: "თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ გვიწევს ბრძოლა"საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ჩოხატაურელი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. აღევლინა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სოფელ სამების, ამღლების, შუა ამაღლების, ხიდისთავის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, ნიკო მარის სახელობის  N1  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ჩოხატაურელი იუნკერი, მაკარ ბურჭულაძე სოფელ სამების მკვიდრი იყო. ის  საბჭოთა ოკუპაციის დროს კოჯორში ... ...
  • ოკუპაციის დღე ლანჩხუთშიოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის  ,,ოკუპაციის მუზეუმში" ჩატარდა ექსკურსიები და საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები უჩვენეს. გარდა ამისა, მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თემაზე ,,1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ოკუპაცია". „ოკუპციის მუზეუმში“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...