“როგორც უნდა ისე აგვისრულოს, რაც დაგვპირდა!“ - ტაქსის მძღოლები ოზურგეთის მერს

მთავარი თემა

“როგორც უნდა ისე აგვისრულოს, რაც დაგვპირდა!“ - ტაქსის მძღოლები ოზურგეთის მერს

2015 თებ 25 00:27:30

ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. "გმირთა მოედანზე" მომუშავე ტაქსისტები, დღეს საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებზე აუქციონის ჩატარება მოითხოვეს. საქმე ეხება  42 კვ.მ. ა.წულაძის ქუჩაზე სასყიდლიანი ფორმით სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი იჯარის სახით 10 წლის ვადით გადაცემას.

ტაქსისტებში აჟიოტაჟი, პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომელიც   20 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ჩავადნილ საკითხს "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ" ეხებოდა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე, როგორც ცნობილია,  დეპუტატების უმრავლესობამ  მხარი აღნიშნულ საკითხს  არ დაუჭირეს.

ა.წულაძის ქუჩაზე მომუშავე ტაქსისტები შეხვდნენ საკრებულოს დეპუტატებს. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თავის საქმიანობას  თითქმის 20 წელია  ეწევიან.

" ჩვენ ვიყავით, რადგან ვითხოვთ, რომ 20 წელია ვეწევით აღნიშნულ საქმიანობას, და თუ უნდა გასცენ ეს ტერიტორია, მოგვცენ ჩვენ, გაიტანონ აუქციონზე, სადაც ჩვენც მივიღებთ ინფორმაციას" _ ამბობს ბიჭიკო სალუქვაძე.

გურამ ნიკოლაიშვილი: "თუ უნდა გაიყიდოს სხვაზე, ან იჯარით გაიცეს, მოგვცენ ჩვენ, გაგვარკვიონ ბოლომდე, მაგრამ პასუხი ვერ გვითხრეს მაინც, ჩვენ დეპუტატებს შევხვდით და ვესაუბრეთ."

"გურია ნიუსი" გაესაუბრა "ტაქსი გამოძახებით"  რამდენიმე ტაქსისტს, რომლებიც  ქალაქის მერიას ტერიტორიის გამოყოფას სთხოვენ.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ფირმის ერთერთმა აქციონერმა და დამფუძნებელმა ავთანდილ ღლონტმა მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერს მიეცა 10 წლიანი იჯარით 42 კვ.მ. ა.წულაძის ქუჩაზე სასყიდლიანი ფორმით სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი იჯარის სახით 10 წლის ვადით გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ადგილზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით.

"12 ტაქსისტი თხოვნით მივმართავთ როგორც ქალაქის საკრებულოს,  ასევე ქალაქის მერიას და ყველას ვისაც ეკუთვნის ამ საკითხის გადაწყვეტა, რომ რას გვიპირებენ, სად უნდა ვიმუშაოთ, რა ადგილს გვთავაზობენ, აქ არ გვაყენებენ  როგორც გითხარით, ჩვენ არ გვინდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა, თუ არა გვითხრან, რომ არ გვეკუთვნის და წავალთ აქედან", - ამბობდნენ შეკრებილები და ქალაქ ოზურგეთის მერს წინასაარჩევნო დაპირებებს კიდევ ერთხელ ახსენებენ.

შალვა ვასაძე: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მთლიანად ვართ 12 ტაქსი, ხდება ისე, რომ დასადგომი ადგილი არ გვაქვს, ჩვენს რაიონში არც კანონი არ მოქმედებს და არაფერი, აქ რა პრინციპია იცით? მე მოგერევით თქვენ, არა მე გაჯობებ თქვენ და ჩემია ეს ადგილი, რამდენჯერ მივმართეთ მერიას განცხადებით, მაგრამ შედეგი არ გვაქვს, იყო მობრძანებული ქალაქის მერი, გამოგიყოფთ ადგილსო გვითხრა, მაგრამ არაფერი არ ჩანს, ბოლოს დაბოლოს სად წავიდეთ დაგვაყენეთ გზაზე, ჩვენც ოჯახები გვყავს, ფულს ვიხდით სახელმწიფოში, ყველგან გვავიწროვებენ, პატრული არ გვაყენებს."

დათო გოგელია: "ჩვენი ხელმძღვანელობა ასჯერ იყო მისული ქალაქის მერთან, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, თუ არ ვართ საჭირო, გვითხრან და წავალთ სახლში, არჩევნების წინა დღეს მიგვიყვანა მასთან შტაბში,  კრება ჩაგვიტარა. დამიდექით გვერდში და მოგხედავთო, 12 კაცს ადგილი თუ ვერ ვნახე ოზურგეთშიო და არ ვყოფილვარ არაფერიო, სადაა გეკითხებით, ნახა? არ დაუმტკიცეს ეს პროექტი საკრებულოში. როგორც უნდა ისე აგვისრულოს რაც დაგვპირდა! შემოგვთავაზა რამდენიმე ადგილი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი არ ჩანს."

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსთან" არ ასახელებს იმ პიროვნებას, თუ ვინ მიმართა 10 წლიანი იჯარით ავტოსადგომის გამოყოფაზე, შესაბამისად არც ჩვენს მიერ დასახელებულ პიროვნებაზე ადასტურებს ინფორმაციას. რაც შეეხება იმას, რომ როდის აუსრულებს  ტაქსისტებს წინასაარჩევნო დაპირებებს, ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ქალაქის მერიიდან თქვენ უკვე გამოითხოვეთ ამ კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. ხოლო რაც შეეხება ჩემს მიერ, წინა საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს, ნებისმიერი მოქალაქე ხედავს ქალაქში რა ინტენსივობით მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. უახლოეს მომავალში ოზურგეთში ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ ჩემს წინასაარჩევნო დაპირებას შეუსრულებელს არ დავტოვებ."

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "ტაქსი გამოძახებით" ერთ-ერთ დამფუძნებელს და აქციონერს ავთანდილ ღლონტს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, რომ მან ნამდვილად მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერს, გამოეყო ადგილი ტაქსებისთვის, 10 წლიანი იჯარით.

"მინდოდა, რომ უკეთესობა ყოფილიყო ამ მხრივ, ჩამოვიყვანდი მაღალი გამავლობის ავტომანქანებს, იქნებოდა მოსახლეობა უფრო დაცული, სხვა რამ აქ არ იყო ჩადებული და ჩაფიქრებული, არ უნდათ და ნუ უნდათ კაცო. მე მეტი ენის მთქმელი არ ვარ, არ დაუჭირეს მხარი, არ არის პრობლემა, შეიძლება ისე ვერ გაიტანეს საკრებულოს სხდომაზე, როგორც საჭირო იყო, არ ვიცი, არ ვერევი, არც აღარაფერს ვითხოვ! უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მინდოდა ამ კუთხით უფრო მოწესრიგებული ყოფილიყო,  ეს იყო და ეს", _ გვითხრა ავთო ღლონტმა.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...