“მინდოდა ბაზრისთვის ნორმალური შენობა ამეშენებინა “- კანონდარღვევა თუ კორუფცია?

მთავარი თემა

“მინდოდა ბაზრისთვის ნორმალური შენობა ამეშენებინა “- კანონდარღვევა თუ კორუფცია?

25 თებ. 2015, 16:28:16

"ჩემი აზრით, ბევრი დეპუტატი გამოშტერებულია და მხარი იმიტომაც არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს, მე თუ მკითხავთ ასეა. მინდოდა ქალაქისთვის რაღაცა გამეკეთებინა და ჩემი წვლილი შემეტანა ამაში, არ გამოვა? ნუ გამოვა! კარგად იყვნენ, არც მაქვს ინტერესი!" - განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბრისას ბიზნესმენმა გოჩა სალუქვაძემ.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთი ს საკრებულოში  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მერის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემას, 35 წლის ვადით, სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად. თუმცა, დეპუტატების უმრავლესობამ  აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გურიის ქუჩაზე მდებარე, 4724 კვ.მ. მიწის ფართიდან 160 კვ.მ. სასყიდლიანი ფორმით სარგებლობის უფლებით სასყიდლიანი აღნაგობის სახით 35 წლის ვადით გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ადგილზე სავაჭრო ობიექტის აშენების მიზნით" _ აღნიშნულმა საკითხმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია და საკრებულოს წევრებსა და ქალაქ ოზურგეთის მერს შორის შელაპარაკებაც მოჰყვა.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პიროვნება, რომელიც 35 წლის ვადით ითხოვდა იჯარას,  ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის აშენების მიზნით, წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენი გოჩა სალუქვაძეა. ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს. გოჩა სალუქვაძე "ვითიბი ბანკის" ოზურგეთის ფილიალის  მმართველის ბიძინა სალუქვაძის ძმაა. აღნიშნული ოჯახი ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის სამეგობრო წრეს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსთან" არც ქალაქს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ ასახლებს კონკრეტულ პიროვნებას, ვისაც სურდა აეღო 35 წლიანი იჯარა.

"გურია ნიუსმა" საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნით მიზნით, მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერიას. რათა მოეწოდებინათ იმ მოქალაქეთა განცხადებების ქსეროასლები, რომლებმაც მოითხოვეს ოზურგეთში, გურიის ქ. 4724 კვ.მ. მიწის ფართიდან 160 კვ.მ. სასყიდლიანი ფორმით სარგებლობის უფლებით სასყიდლიანი აღნაგობის სახით 35 წლიანი ვადის გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ადგილზე სავაჭრო ობიექტის აშენების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდეს, სადაც არ არის მითითებული განმცხადებელი პირის სახელი,  გვარი და თარიღი.

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ განმცხადებელმა ქალაქ ოზურგეთის მერს მიმართეს,
ამის შემდეგ შევეცადეთ ყველა კომპეტენტური პირისგან აგვეღო კომენტარი, თუ რატომ იყო გასაიდუმლოებული ას, პიროვნებები, რომელიც ქალაქის მერმა არც საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.

"კონკრეტული პიროვნების მიერ განცხადება ჩვენთან არ შემოსულა, ჩვენ მოგვმართა ქალაქ ოზურგეთის მერმა  განცხადებით, სადაც მერი ითხოვს, რომ პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს  გრძელვადიანი იჯარა.  კონკრეტულად, ვინ არის დაინტერესებული ამით  მე არ ვიცი, ამის შესახებ".

_  ფლობთ, თუ არა ინფორმაციას, რომ ეს პიროვნება არის ბიზნესმენი გოჩა სალქუვაძე, რომელიც ბატონ ბეგლარ სიორიძის მეგობარია?

_ არა,  ვერ დაგიდასტურებთ, არ ვფლობ მაგ ინფორმაციას. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ნებართვის გაცემის შემთხვევაში მოწესრიგდებოდა სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები. მე ის ვიცი, რომ ინვესტორი, რომელიც იქნება, ვისზეც გააკეთებს არჩევანს მერიას, ვისაც გაუფორმებს იჯარას, უნდა მოაწესრიგოს სამაცივრე მეურნეობა, უნდა გამიჯნოს ხორცისა და თევზის სექციები, იცით, ძალიან ცუდი სიტუაციაა მაგ მხრივ.

ქალაქ ოზურგეთის მერი კომენტარი ასეთია: "ქალქის მერიიდან თქვენ უკვე გამოითხოვეთ ამ კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით."

"გურია ნიუსი" ესაუბრა "ვითიბი ბანკის" ოზურგეთის ფილიალის მმართველს ბიძინა სალუქვაძეს, რომელმაც თავდაპირველად ინფორმაცია თავისი ძმის შესახებ  არ გააჟღერა.

_ ვიცი რაც უნდა მკითხოთ, მე ვკითხე ჩემს ძმას და მითხრა უარი.

_ თქვენ რა იცით, მე რა უნდა გკითხოთ?

_ ვიცი, რადგან თქვენს გარდა კიდევ მკითხა სხვამ. ანუ, შენი ძმა მონაწილეობს თურმე იჯარის ამბებშიო, ამის სურვილი მას გააჩნია, რომ რამე გააკეთოსო? ჩემი ძმა დიდი ხანია წასულია ოზურგეთიდან, მე როგორც ვიცი მას აქეთ მობრუნების სურვილი არ აქვს.

_ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება?

_ არა. ჩემი ძმა ბიზენსმენია და ცხოვრობს თბილისში. მას ოზურგეთი არაფერი არ აქვს. 20 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. არანაირი გარიგება ჩემს ძმასა და ქალაქ ოზურგეთის მერს შორის არ ყოფილა. ჩვენ მეგობრები ვართ, ოზურგეთლები. მე და არც ჩემი ძმა პოლიტიკიდან შორს ვარ. ჩემს ძმას ვკითხე, რამე ხომ არ გაქვს ოზურგეთში? მიპასუხა - არა! როცა ჩამოვა ოზურგეთში კიდევ ერთხელ  ვკითხავ.

რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ბიძინა სალუქვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ჩვენ მართლები ვყოფილვართ და ჩვენს მიერ  გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება.

"მართალი ყოფილხარ, ვესაუბრე ჩემს ძმას, დაურეკე და თავად აგიხსნის ყველაფერს".

გოჩა სალუქვაძე, ბიზნესმენი: "ჩემი აზრით, ბევრი დეპუტატი გამოშტერებულია და მხარი იმიტომაც არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს, მე თუ მკითხავთ ასეა. მე მინდოდა ქალაქისთვის რაღაცა გამეკეთებინა და ჩემი წვლილი შემეტანა ამაში, ჩემს სამეგობროს ჰქონდა სერიოზული ფირმა და მინდოდა რომ ამეშენებინა პატარა ნორმალური შენობა იმ გაბანძებული ბაზრისთვის, რაც არის ოზურგეთში, ჩემი გადასახედიდან ასეა. თუ არ უნდათ და ნუ უნდათ კაცო! სხვა დიდი ინტერესი მართალი გითხრათ  ბიზნესიდან გამომდინარე მაქ არ ყოფილა. ბატონ  ბეგისთან მაქვს წესიერი და ნორმალური ურთიერთობა და მინდოდა მისი მმართველობის პერიოდში რაღაცა კარგად გაკეთებულიყო ოზურგეთისთვის. არ გამოვა? ნუ გამოვა! კარგად იყვენენ, არცა მაქვს ინტერესი!"

_ ხელმეორედ აღნიშნული საკითხის დასმის შემთხვევაში, აუქციონში მიიღებთ თუ არა მონაწილეობას?

_ რას ნიშნავს აუქციონის წესით? ფულები უნდა ვიხადო? არა ბატონო! უნდა ვეჯიბრო ვიღაცეებს არაფერში. ახლა რა მოხდება, ჩაატარებენ აუქციონს, ვიღაცას მიყიდიან,  ვინც იყიდის ის დააკონსერვებს, გააჩერებს, როგორც აქვთ ჩაის ფართობები ბევრს და გვიმრებს მიაქვთ მერე, შეიძლება საქმის გამკეთებელმა კაცმა იყიდოს, მაგრამ მე მეეჭვება, რომ ასე მოხდეს. რა ახლა გადაიხდის ვიღაცა 50 000 ლარს და მერე შენობის აშენებისთვის კიდევ 50 000 ? რა მოგება უნდა ნახო?  მე ნამდვილად აღარ მაქვს ინტერესი, რომ აწი რამეში მივიღო მონაწილეობა,  მეგონა, რომ სერიოზული ხალხი იყვნენ და ერთმანეთს გვერდში დაუდგებოდნენ.

_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო თუ არა წინასაარჩევნო გარიგება?

_ არა როგორ გეკადრებათ?  სულ რაღაცა ერთი კვირის ამბავია, რაც მოვიფიქრე, არჩევნებთან მაგას არანაირი კავშირი არ აქვს.

"გურია ნიუსი" ასევე ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს. რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა აუქციონის წესით უფრო მისაღებია.

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, მერს უფლება აქვს  საკრებულოს თანხმობით გადაწყვიტოს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხი. თუმცა საკრებულოს მოთხოვნაც   ლეგიტიმურია. ისმის კითხვა რატომ? ანუ ამ შემთხვევაში საჭიროა დასაბუთება და  უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა თუ რატომ უნდა მოხდეს სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემა პირდაპირი და არა აუქციონის წესით? ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, საქმე ხომ არ გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან" _ აღნიშნავს ტრაპაიძე. მისივე თქმით საკრებულომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"მე მივესალმები საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, ნებისმიერი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა აუქციონის წესით უფრო მისაღებია. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი  ყოველთვის მეტ სარგებელს იღებს. აუქციონი ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას, კორუფციის საშიშროების მინიმუმამდე დაყვანას,  მეწარმეობის განვითარებას,  თანასწორობის პრინციპების დანერგვას და ზოგადად დემოკრატიის განვითარებას უზრუნველყოფს."

_ საზოგადოება საუბრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქ. ოზურგეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა...

_ საკრებულოს ამ   გადაწყვეტილების პოლიტიზირება ცუდი იქნება. ეს გადაწყვეტილება  არ უნდა გახდეს საკრებულოს გაუაზრებელი პოლარიზების საფუძველი. სამწუხაროა, როცა ხედავ, საკრებულოს წევრი იმიტომ არ უჭერს მხარს ამა თუ იმ წინადადებას, რომ იგი დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ან წევრმა წარმოადგინა, უბრალოდ წინააღმდეგია და რაც მთავარია ამის არანაირი დასაბუთება არ გააჩნია.   მოდით ამ საკითხს შევხედოთ მარტივად. არ აქვს მნიშვნელობა რომელ, პარტიას ეკუთვნის ესა თუ ის საკრებულოს წევრი,  მან ყოველთვის ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რომელსაც საჭიროდ თვლის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ საკრებულოს წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყვნენ შებოჭილნი და არ განიცდიდნენ ზემდგომთა ზეგავლენას. რატომ მიაჩნიათ, რომ ერთიდაიგივე პარტიის წევრები ყოველთვის ერთი და იმავე გადაწყვეტილებას უნდა უჭრდეს მხარს? შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას   ერთი და იმავე პარტიის წევრები სხვადასხვა აზრზე იყოს (რა თქმა უნდა არ იგულისხმება პარტიის ფუნდამენტური შეხედულებები და ღირებულებები)  და ამის ღიად დაფიქსირების არ ეშინოდეს. ხშირად ასეთი ფაქტის არსებობა იწვევს აჟიოტაჟს, თითქოს ეს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის რღვევას და ამაზე სპეკულირება, საბოლოოდ,  პირს უხშობს თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას. საკრებულოს წევრებს ვთხოვდი, რომ ყოველთვის შინაგანი რწმენით იხელმძღავანელონ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის უფრო მაღლა უნდა იდგეს.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...