უჩა ნანუაშვილმა სატელეფონო საუბრებისთვის 2013-2014 წლებში 26 357 ლარი დახარჯა

მთავარი თემა

უჩა ნანუაშვილმა სატელეფონო საუბრებისთვის 2013-2014 წლებში 26 357 ლარი დახარჯა

2015 თებ 25 19:52:12

რა თანხები დაიხარჯა 2013-2014 წლებში ომბუდსმენის აპარატიდან

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წელს ხელფასის სახით, 70 745  ლარი მიიღო, მისმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ -  60 873 ლარი; თანამშრომლებმა კი, საერთო ჯამში 1 216 330,00  ლარი მიიღეს.

"გურია  ნიუსმა“ სახალხო დამცველის აპარატიდან საჯარო ინფორმაცია 2013-2014 წლების ხარჯთაღრიცხვის (ხელფასების, პრემიების, მივლინებების და სატელეფონო ხარჯების შესახებ; იხ. თანდართული ფაილი) შესახებ 11 სამუშაო დღის წინ გამოითხოვა, თუმცა, ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია არასრულად, დაჯამებული სახით მოგვაწოდა.

ხელფასები და პრემიები

"გურია ნიუსისთვის“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ხელფასი 2013-2014 წლებში 5650 ლარს შეადგენდა, ხოლო სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 4800 ლარი იყო.

აქედან გამომდინარე,  საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ 2013 წელს მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ 67 800,00 ლარი შეადგინა. ამავე წელს კი ომბუდსმენმა  პრემიის სახით 13 382,00 ლარი მიიღო.  

რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2014 წელს მიღებულ შემოსავალს, მისმა თანამდებობრივმა სარგომ  70745,00 ლარი შეადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის მიერ 2013 წელს მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ 57600,00  ლარი, ხოლო პრემიის ოდენობამ -13844,00 ლარი შეადგინა.  2014 წელს კი, პაატა ბელთაძემ ხელფასის სახით 60873,00 ლარი მიიღო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველზე და სახალხო დამცველის მოადგილეზე პრემია არ გაცემულა.

რაც შეეხება ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე 2013 წელს გაცემული ხელფასის ოდენობას, (თანამდებობრივი სარგო)  ჯამში ამ თანხამ  1 065 588,00 ლარი შეადგინა, ხოლო პრემიების ოდენობამ - 20 5160,00  ლარი;

2014 წელს კი, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით 1 216 330,00  ლარი გაიცა. პრემია კი, აპარატის არცერთ თანამშრომელს არ მიუღია.

სამივლინებო ხარჯები

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, "გურია ნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს სახალხო დამცველის მივლინებებისთვის აპარატმა 7354,70 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 7421,12 ლარი დახარჯა.

სახალხო დამცველის მოადგილის სამივლინებო ხარჯები კი ასე გამოიყურება: 2013 წელს - 2774,35 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 5780,52 ლარი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ 2013 წელს გაწეულმა სამივლინებო ხარჯმა კი, 26 623,52 ლარი, ხოლო 2014 წელს - 32 135,78 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატიდან სამივლინებო თანხები თანამშრომლებისთვისაც გამოიყო. 2013 წელს ამ თანხამ 26 623,52 ლარი, ხოლო 2014 წელს - 32 135,78 ლარი შეადგენდა.

სატელეფონო ხარჯები

რაც შეეხება სატელეფონო ხარჯებს, სახალხო დამცველმა 2013-2014 წლებში 26357 ლარი დახარჯა. აქედან 2013 წელს 13 621,00 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში -12 736,00 ლარი.

2013-2014 წლებში კი, სახალხო დამცველის მოადგილის მიერ გაწეული სატელეფონო ხარჯის ოდენობამ 5990 ლარი შეადგინა, აქედან 2013 წელს 2188,00 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 3 802,00 ლარი დაიხარჯა.

სატრანსპორტო ხარჯები

გარდა ამისა, 2013-2014 წლებში, ომბუდსმენის აპარატმა თანხები სატრანსპორტო ხარჯებისთვისაც გამოყო.

2013 წელს სახალხო დამცველის მიერ გაწეული სატრანსპორტო ხარჯის ოდენობამ 10 012,00 ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის განმავლობაში  - 9 630,00 ლარი.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მოადგილის სატრანსპორტო ხარჯებს, ასე გამოიყურება: 2013 წელს - 10 205,00 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში  - 10 581,00 ლარი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ 2013 წელს გაწეულმა სატრანსპორტო  ხარჯმა   37 345,00 ლარი, ხოლო 2014 წელს - 53 777,00 ლარი შეადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეულმა მთლიანმა სატელეფონო ხარჯმა 2013 წლის განმავლობაში 6 698,70 ლარი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 7 139,90 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  (წლიური) 2 380,00 ლარი,  2013 წელს კი,  2 100.00 ლარი იყო. 




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...