ეკონომიკური შოკი - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

მთავარი თემა

ეკონომიკური შოკი - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

27 თებ. 2015, 02:11:54

ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომერციულ ბანკებში, დოლარის ღირებულებამ ყველაზე მაღალი ნიშნულამდე მიაღწია. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე და მის მიზეზებზე "სავალუტო ფონდის" საგანგებო მისიის დელეგაციის წევრები ჯერჯერობით არ საუბრობენ. მზარდი დევალვაციის ფონზე, ისინი თავიანთ რეკომენდაციებს ხელისუფლებას დაახლოებით ერთ კვირაში წარუდგენენ.

უკვე გადაწყდა, რომ შაბათს ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის კრიზისის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, თუმცა, მთავრობის მიწვევა სხდომაზე არ იგეგმება.

რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას ეკონომიკური ექსპერტები. ისინი გამოსავალს ბიუჯეტის კორექტირებაში ხედავენ და აცხადებენ, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები ხარჯვით ნაწილს უნდა შეეხოს.

მაშინ, როდესაც შექმნილ ვითარებაზე მთავრობა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ერთდროულად იღებს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის ვარდნაში მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის კრიზისი ქადაგიძის "უმოქმედობამ“ გამოიწვია.

"სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", _  აცხადებს ივანიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით კი, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო. 

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა.

ივანიშვილისა და მთავრობის წევრების ნაწილის მოსაზრებებს არ ეთანხმებიან ოპიზიციაში და აცხადებენ, რომ "ოლიგარქი ისტერიკაშია“.

"მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში, ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადათ მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას“, _ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

თავად გიორგი ქადაგიძე კი ამბობს, რომ "ქვეყანაში ეკონომიკური შოკია; ლარის 30%-იანი გაუფასურება კი, აუცილებლად აისახება იმპორტზეც“, რაც შეეხება უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მისივე განმარტებით, იმპორტის შემცირება ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რის შესაბამისადაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, უახლოეს მომავალში ლარი უნდა დასტაბილურდეს.

ცენტრ "მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ეს არა ქადაგიძეს, არამედ, პრობლემას ქვეყანას შეუქმნის.

"პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელების შემთხვევაში, ეს ჩვენი პარტნიორ თუ მეგობარი სახელმწიფოების და საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე აისახება. რაც შეეხება მხოლოდ ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ეს საფუძველი საწყისშივე სუსტია, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში შეზღუდულია. ეროვნული ბანკი პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად საკრედიტო პოლიტიკით მოქმედებს“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის განცხადებას, ალაფიშვილი ამბობს, რომ  "ეს ერთი რიგითი მოქალაქის სუბიექტური მოსაზრებაა და ნაკლებწონიანიც, ვიდრე სავალუტო ფონდის ან მსოფლიო ბანკის შეფასებაა“.

"სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს კი, ქადაგიძისთვის ეს პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია. მათ რომ მსგავსი მოსაზრება ჰქონდეთ, განცხადებას გააკეთებდნენ. კრიტიკა გასაგებია, თუმცა, ივანიშვილი მოუწოდებს ქადაგიძეს კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. ამ განცხადების ეფექტი შეიძლება იყოს მთავრობისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთის შემსუბუქება, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს აქვს კავშირი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა საჯარო განცხადებაში უთითებს და ამას მთავრობა ანხმებოდა, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა სინქრონულად  უნდა წარიმართოს. ფისკალური ეს არის მთავრობა და მონეტარული არის ეროვნული ბანკი. ნუ როგორც მინიმუმ ამ ორი მიმართულების ხელმძღვანელს შორის სახელმწიფოებრივი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს და არა ის, რომ ხანძარი რომ გაჩნდება მერე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში ხაზზე, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ“, _ ამბობს ალაფიშვილი და დასძენს, რომ "ფისკალურ და მონეტარული  პოლიტიკის შეუთახმებლობას ეს პრობლემა არ გამოუწვევია და გარე ფაქტორებმაც თავისი როლი ითამაშა“.

"გარე ფარქტორებს დაემთხვა გადაჭარბებულად ოპტიმისტური ბიუჯეტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის ანგარიშში მითითებულია, რომ გაითვალისწინეთ ფაქტორები და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირეთო, ისევე, როგორც საგარეო ვალის მოცულობაო. სავალუტო რეზერვები, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეამცირეთ, გაზარდეთო და .. მიუხედავად ამისა, ავრობამ მაინც ისე დაგეგმა ბიუჯეტი, რომ ეს არ გაითვალისწინა. მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ შეიძლება  ჯოხის გადატეხა, თვითონ მთავრობის ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. ისინი გეგმავენ დაგეეგმილი ბიუჯეტის შემცირებას დაახლოებით 400 მილიონ ლარამდე. ანუ ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს ბიუჯეტი არ დაიგეგმა შესაბამისად ან ხარვეზი იყო როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტშიც. მთავარია, რომ ეს .. კრიზისი დაიძლიოს  და ამის გარეშემო მოხდეს მთავრობის კონსოლიდაცია. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პრეზიდენტის შეხვედრა ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ამან გააჩინა მოსაზრება, რომ მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად კონსოლიდირებულია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ კი ეს ეჭვქვეშ დააყენა, რადგან პოლიტიკური შემდგენელი შემოვიდა გადაჭარბებულად“, _ ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება გამოსავალს, ალაფიშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა მთავრობას სჭირდება კონსოლიდაცია და სწრაფი ფულია.

"თუკი ამ მიმართულებით რაიმე შეცდომას დაუშვებენ, ეს შესაძლოა, საერთაშორისო დონორების და ინსტიტუტების შეფასებებში აისახოს. ახლა მთავრობის ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანდეს პრობლემის გადასაჭრელად და ბიზნესმენებთან ერთად დაგეგმოს როგორ მოიზიდონ სწრაფი ფული და ინვესტიციები, რომ არ გაჩერდეს ეკონომიკა და უფრო მეტიც, გაზაფხულზე უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი და დასძენს, რომ მიუხედავად ქადაგიძის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა, "მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ამ შემთხვევაში შეუძლებელია“.

ქადაგიძის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს გამორიცხავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეც, რომელიც "გურია ნიუთან“ საუბრისას მბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და მხოლოდ ორ შემთხვევაში  -  კონსტიტუციის დარღვევისას ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას არის შესაძლებელი.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წევრებთან ერთად ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3- (50 დეპუტატს) შეუძლია, მაგრამ კონსტიტუციაშივე დევს პირობა, რომ ამას დანაშაულებრივი ქმედება ან კონსტიტუციის დარღვევა უნდა ედოს საფუძვლად. მათ უნდა მიუთითონ რა მიზნით, რისთვის იწყება პროცედურა და დასკვნისთვის გადაუგზავნონ საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლო განიხილავს წინადადებას და გააკეთებს დასკვნას. თუ მასში დადასტურებული იქნება კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ქმედების არსებობა, მაშინ დასკვნა ეგზავნება პარლამენტს და 15 დღის ვადაში საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს. თუმცა, ამას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება. თუ პირველივე ჯერზე პარლამენტმა იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირა, განმეორებით საკითხის დაყენება დაუშვებელია“, _ ამბობს ძაბირაძე. 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ქადაგიძეს კი, ეს პოსტი 2009 წლის 27 თებერვლიდან უკავია. მას უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის თებერვლის ბოლოს ეწურება.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...