როგორ ემზადება საქართველო ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის

მთავარი თემა

როგორ ემზადება საქართველო ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის

2015 მარ 5 14:40:27

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თითქმის ყველაფერი მზადაა - ოლიმპიურ სოფელში, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, მხოლოდ ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი. ხოლო, იმ შენობების რეაბილიტაცია, რომელიც ამას საჭიროებდა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ინფრასტრუქტურულ საკითხებში, იოსებ დარჩიას ინფორმაციით, უკვე დასრულებულია.

უფრო კონკრეტულად, კი რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის 7 ახალი შენობა აშენდა, ხოლო 3-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

"რებილიტირებულია  კოსტავას 45 ნომერში მდებარე საკალათბურთო დარბაზი, ბელიაშვილის 5 ნომერში მდებარე ძიუდოს აკადემია და მიხეილ კეკელიძის სახელობის, წერეთლის 95ა-ში მდებარე საკალათბურთო სკოლას.  აქ მხოლოდ ინვენტარის შეტანას ელოდებიან.

რაც შეეხება მშენებლობებს,  ჯამში 7 ახალი ნაგებობა შენდება, საიდანაც ორს  - საცურაო აუზს ახალი თბილისს ტერიტორიაზე და მაღლივ კორპუსთან ხელბურთის დარბაზს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ხოლო ხუთს - თავად კომიტეტი.

კომიტეტის მიერ წარმოებული მშენებლობები მოიცავს ტანვარჯიშისა და ფრენბურთის სასახლეებს, მძლეოსნობის სტადიონს,  მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 საჩოგბურთო კორტს, საიდანაც 9 ღია იქნება, ხოლო 2 დახურული.

კომიტეტი ახალი თბილისის ტერიტორიაზე აშენებს 3 ვარსკვლავიან სასტუმროს, სადაც მხოლოდ შიდა კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი.

რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მისი მშენებლობა დასრულდა და მხოლოდ ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი", _ აღნიშნავს ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ინფრასტრუქტურულ საკითხებში, იოსებ დარჩია.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო გეგმის მიხედვით, ოლიმპიური სოფელი საცხოვრებელი ბინით  3 800 სპორტსმენს უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისს ინსპექტირება ჩაუტარა ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბამ აღნიშნა, ის სამზადისით კმაყოფილია.

"ჩვენ დავასრულეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტების ინსპექტირება. მდგომარეობა შევამოწმეთ, თუ რამდენად მზად იქნებიან ივლისის ბოლოსთვის ფესტივალის ჩასატარებლად. დიდი პროგრესი შეიმჩნევა წინა ვიზიტის შემდეგ. წინსვლა აღინიშნება როგორც სპორტსმენთა სოფლის მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე სპორტული ობიექტების კუთხითაც. ბოლო ინსპექტირების დროს გარკვეული პრობლემები არსებობდა ხელბურთისა და ცურვის სპორტულ ბაზებთან დაკავშირებთ, მაგრამ დღეს დავინახე, რომ არსებობს დიდი პროგრესი და ეს დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ჯოზეფ ლიბამ.

ღონისძიებისთვის, რომელიც ივლისის მიწურულს დაიწყება, დაახლოებით 7 000-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 1 500-მდე ოფიციალურ პირს.

შეგახსენებთ, საქართველომ 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება, 2010 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა, როცა ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა.

ასამბლეაში 49 ქვეყნის ეოკ-თან ერთად  საქართველოც მონაწილეობდა. ფარული კენჭისყრის შედეგად კი, ქვეყანამ ჩეხეთის დედაქალაქ ბრნოს 5 ხმით აჯობა, (26-21) და საზაფხულო ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლებაც მოიპოვა.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში  49 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...