მერიასა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ნათესაური კავშირები - ენმ

მთავარი თემა

მერიასა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ნათესაური კავშირები - ენმ

5 მარ. 2015, 20:23:59

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, პარტიის  ლიდერებმა ირმა ნადირაშვილმა და დავით მჟავანაძემ მედიის წარმომდგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს, სადაც ოზურგეთის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრეს.

სია, რომელიც მათ წარადგინეს ნეპოტიზმის სამგვარ სახეს - ნათესაურ კავშირებს, დაახლოებულ პირებსა და პარტიული დამსახურებისთვის შერჩეულებს, შეეხებოდა.

ჯამში, წარმოდგენილ სიაში 61 ადამიანი მოხვდა, მათ შორის მერის მოადგილე ალეკო ბურჭულაძე, რომელიც ენმ-ს ლიდერების თქმით, ილია  კეჭაყმაძის კლანის წევრია.

მერის მრჩეველი ვასილ ვაშალომიძე. ასევე კეჭაყმაძის კლანის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესო მელუა, "ქართული ოცნების" აქტივისტი.

განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, ილია კეჭაყმაძის მეუღლის მეზობელი (ახლობელი).

ტურიზმის განყოფილების უფროსი ირინა შალამბერიძე, მერის, ბეგლარ სიორიძის მეგობარი.
ბეგი სიორიძის ყოფილი თანაშემწის, ამჟამად სატყეოს უფროსის, კახა ღლონტის დეიდაშვილი. ამავდროულად, ირინა შალამბერიძის მამა, ელგუჯა შალამბერიძე  აგრალური ბაზრის დირექტორია.
გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი ნათია ცომაია, ილია კეჭაყმაძის ცოლის, მარინა დოლიძის ძმის ცოლი.

ახალგაზრდობის, სპორტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ კუნჭულია, კეჭაყმაძის ოჯახის მეგობარი.

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი ირინა კოპალეიშვილი -  აღნიშნული პიროვნება თანამდებობაზე "ქართული ოცნების" წინაშე გაწეული დამსახურების გამო დაინიშნა, ის იყო თვითმმართველობის არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-მდივან რეფერენტი  ანი მდინარაძე, კეჭაყმაძის ახლობელი.
მერიის  საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მარიკა ნაცვალაძე, მისი მეუღლე ანტონ ბარამიძე კალაძის მფლობელობაში მყოფი პროგრეს ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი.

ეკონომიკური დაგეგმვა, სტატისტიკა, ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი გელა სარიშვილი, რომელიც  ლელა სარიშვილის ძმაა,  ლელა სარიშვილი კი  ილია კეჭაყმაძის ახლო ნათესავის, კახა ვასაძის მეუღლეა. თვითონ კახა ვასაძე სამხატვრო სკოლის დირექტორია.

ადმინისტრაციული რესურსების  მართვის განყოფილების უფროსი მზია გაგუა, ბეგლარ სიორიძის შტაბის წევრი (პარტიის აქტივისტი).

სოციალური დაცვის განყოფილების სპეციალისტი  თამარ დუმბაძე, "ქართული ოცნების" აქტივისტი
ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტი მიხეილ შალამბერიძე და ირინა შალამბერიძე, ორივე   ბეგლარ სიორიძის მეგობარია (ირინაც მერიაში მუშაობს).

ჯანმრთელობის დაცვის  განყოფილების  უფროსი ირინა კოპალეიშვილი,  ყოფილი კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე (ალასანიას პარტიიდან).

განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის  განყოფილების  სპეციალისტი ნინო გირკელიძე, ბეგლარ სიორიძის მეგობრის, გია მჟავიას მეუღლე.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელბმა განაცხადეს, ოზურგეთში თავის ინტერესებს არც ქვეყნის ფაქტიური მმართველის, რუსი  ოლიგარქის, ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი არ მალავს.

"სწორედ ადიკო ივანიშვილის ხელდასხმით მოხდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ   დავით დარჩიას არჩევა, რომელიც ქვეყნის ფაქტიური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელი და მეგობარია."

როგორც მათ ჟურნალისტებთან განმარტეს, ადიკო ივანიშვილის მეუღლის, ლილი ლეჟავას ნათესავია დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორი ქეთევან ლორთქიფანიძე.

დაბა ურეკის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე ავთანდილ მიქაბერიძე, ადიკო ივანაშვილის მეგობარი, ხოლო მისი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი.

დაბა ურეკის კულტურის სახლის ბუღალტერი ეკა მიმინოსვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი.

დაბა ურეკის კულტურის სახლის ქორეოგრაფი კირილე ყალიჩავა, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიცპალიტეტის გამგეობას, ირმა ნადირაშვილისა და დავით მჟავანაძის მიერ წარმოდგენილი სიიდან ჩანს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, შოთა  ჭანუყვაძის  ძმა, თამაზაშვილების კლანის წევრია. 

"მერაბ ჭანუყვაძე ნაცვლად საქმის კეთებისა თანამდებობაზე არჩევის დღიდან დაკავებულია ნეპოტიზმით. კერძოდ, მის სახელთან არის დაკავშირებული მეგობრების, თანასოფლელების, კლასელებისა  და პარტიის წინაშე დამსახურების მქონე პირების თანამდებობაზე დანიშვნა. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ:

გამგებლის პირველი მოადგილე  არჩილ ყაზაიშვილი, თანასოფლელი (მეგობარი).
გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილი, გამგებლის  თანასოფლელი, ილია კეჭაყმაძის მეგობარი.

გამგებლის მოადგილე  გიორგი ღურჯუმელიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი, თვითმმართველობის არჩევნებზე მერაბ ჭანუყვაძის  შტაბის უფროსი. ცხოვრობს სოფ. შემოქმედში, ცოლის ოჯახში.

გამგებლოის მრჩეველი დავით ნინიკაშვილი, წინასაარჩევნოდ ჩამოიყვანა ილია კეჭაყმაძემ, სამსახურში საერთოდ არ უვლია არ იცნობს არცერთი თანამშრომელი, იღებს 700 ლარს და აიღო საახალწლო პრემიაც.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა სურგულაძე, გამგებლის ბიძაშვილის ცოლი. (სხვა გვარზეა მეუღლე და უარყოფს ნათესაურ კავშირს).

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი, თანასოფლელი, ძმის - შოთა ჭანუყვაძის მეგობარი (ყოფილი თანამშრომელი).

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ხარაბაძე, ილია კეჭაყმაძესთან დაახლოებული პირი.

კულტურის, სპორტის და ტურიზმის  განვითარების სამსახურის უფროსი ნატალია ხომერიკი, გამგებლის ძმის, შოთიკო ჭანუყვაძის (რომელიც არის თამაზაშვილების კლანის წევრი) ცოლის დის მეგობარი.

ადმინისტრაციული სამსახურის  საქმისწარმოების განყოფილების უფროსი  ნანა ხომერიკი, გამგებლის ბიძაშვილი.

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსო მარინა ქერქაძე, გამგებლის თანასოფლელი.
ადმინისტრაციული სამსახურის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნინო მახარაძე, თანასოფლელი.

ზედამხედველობის განყოფილების უფროსი გერმანე ჭანუყვაძე, ადიკო ივანიშვილის კლანის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი.

სპორტის განყოფილების უფროსი ზაზა ცინცაძე, გამგებლის კლასელი, ოცნების აქტივისტი, ახალგაზრდულის ყოფ. თავმჯდომარე.

შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი ნათელა ტუღუში, კეჭაყმაძის მეგობრის - არჩილ კვერღელიძის მეუღლე.

უფროსი სპეციალისტი შენობა ნაგებობების მოვლის დაცვისა და სასაწყობე მეურნეობის მართვის საკითხებში თედო მენაბდე, გამგებლის თანასოფლელი.

სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი თედორე ბურჭულაძე, თანასოფლელი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი.

ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი ხათუნა ჯაბუა, კოალიცია "ართული ოცნების" წევრი გამგებლის ძმის, შოთა ჭანუყვაძის მეუღლის მეგობარი.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი ეკატერინე მგელაძე, თანასოფლელი.

უფროსი სპეციალისტი ფინანსური რისკების დადგენის საკითხებში ხათუნა თაყაიშვილი, ილია კეჭაყმაძის კლანის წევრის და მეგობრის  გია ცეცხლაძის მეტ სახელად ბოქლომას რძალი.

სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნენსი კიკვაძე, გამგებლის თანასოფლელი.
შრომის ადმინისტრაციული ერთეულში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი  მარო დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარის და.

ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენელი  როლანდ ხუნდაძე, ილია კეჭაყმაძის მეგობარი.

მიხეილ ცქიტიშვილი  ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულში  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენელი, " ქართული ოცნების" აქტივისტი.

ტარიელ ანთაძე დაბა ნასაკირალის  ადმინისტრაციულ ერთეულში  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენელი, დავით დარჩიას ( საკრებულოს თავმჯდომარის ) მეგობარი.

გოჩა ჭეფხოძე  ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენელი, ილია კეჭაყმაძის ნათესავი.

ზური ტუღუში სილაურის ადმინისტრაციულ ერთეულში  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენელი, ილია კეჭაყმაძის მირონით ნათესავი.

შალვა შავიშვილი  ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენრტის დირექტორი,  სამმართვლოს უფროსის გიორგი მდინარაძის ბიძა.

მიხეილ გოგოტიშვილი  ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი,  ილია კეჭაყმაძის მამიდაშვილი.

ლუკა კეჭაყმაზე  ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის დამხმარე სპეციალისტი, გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის  თანასოფლელი.

ავთო მარტიკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, "ქართული ოცნების" აქტივისტი.

მათე სკამკოჩაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების გამგე, "ქართული ოცნების" აქტივისტი ( დანიშნეს თავისუფალი დემოკრატების  დატოვების სანაცვლოდ).
გენო ჩავლეისვილი  ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ აღზრდის ცენტრის განყოფილების უფროსი, შოთა ჭანუყვაძის მეგობარის, სუსის ყოფილი უფროსისი ელგუჯა ჩავლეიშვილის  შვილი.

ნაილი გრძელიძე  ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ აღზრდის ცენტრის განყოფილების უფროსი, გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ნათესავი.

რუსუდან მემანიშვილი ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო საბიბლიოთეკო  გაერთიანების დირექტორი, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტის მეუღლე.

მაია ზოიძე   ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო საბიბლიოთეკო  გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კოალიცია "ქართულო ოცნების" აქტივისტი.

მარინე სადრაძე ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის საზ. ურთიერთობის სპეციალისტი, შოთა ჭანუყვაძის ცოლის და.

ზაზა ჭანუყვაძე ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების უფროსი, გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თანასოფლელი, ნათესავი.

მურად ჩხაიძე  ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების აგრონომი, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი.

იმედო მარტიკოვი  ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების დეკორატორი, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი.

ია სურგულაძე  ა(ა) იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი, გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თანასოფლელი, ოჯახის ახლობელი.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...