ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

მთავარი თემა

ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

2015 მარ 16 15:19:53

გურია იმ რეგიონებს შორის მოხვდა, სადაც ბიუჯეტი ყველაზე კარგად აითვისეს _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

პრემიერი განსაკუთრებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მუშაობითაა კმაყოფილი.

სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს  G_News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში _"კვირის თემა" ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა.

მათი თქმით, პრემიერთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ და მათ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის განცხადებით, გასულ წელს, თანხის აუთვისებლობა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შეუსრულებელმა ვალდებულებებმა განაპირობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის 100%-იან შესრულებაში ვერ მოხვდა, მერია-ლაითურის დამაკავშირებელი ხიდი გახლდათ, რომლის მშენებლობის შეჩერებაც, გამგებლის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამო  მოხდა.

ზაზა ურუშაძემ გადაცემაში გასულ წელს აღებულ პრემიებზე ისაუბრა. ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წელს გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული აქვს 101 535 ლარის პრემია. აქედან 91 350 ლარი _ იანვარში, 8 875 ლარი _ მარტში, 500 ლარი _ მაისში და 810 ლარი _ ივნისში.

ურუშაძის თქმით, მან აღებული პრემია უსახლკაროებს მოახმარა:

_ სულ არ მინდოდა პრემიის აღება. როცა საფინანსო სამსახური ამზადებდა დოკუმენტებს,  გავაფრთხილე, რომ ჩემთვის არ მოეცათ, თუმცა, მაინც მომცეს. აღებული პრემია უსახლკაროებს მოვახმარე, _ აღნიშნა ურუშაძემ.

_ ბატონო ზაზა, რას ნიშნავს არ მინდოდა და მომცეს? გამგეობის თანამშრომლები თქვენს ბრძანებებს არ ემორჩილებიან? ან თქვენს გარეშე როგორ მოგცეს პრემია, ვინ მოაწერა ბრძანებას ხელი?!

_ არა, ასე არ არის, უბრალოდ, ვუთხარი, რომ არ გამოეწერათ და გამოწერეს. მე მაშინ თბილისში ვიყავი და ბრძანებას ხელი ჩემმა მოადგილემ მოაწერა, _აღნიშნა ურუშაძემ, რომლის თქმით, მიმდინარე წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 200 000 ლარის ეკონომიას გააკეთებს:

_ აქედან 100 000 მანქანების შესაძენად გვინდოდა. მე, პირადად, საკუთარი ავტომანქანით ვსარგებლობ. მუნიციპალიტეტს არ ჰყავს მანქანა, წელს გვინდოდა შეძენა, მაგრამ თანხას დავზოგავთ და არ შევიძენთ, _ აღნიშნა ურუშაძემ.

ხარჯების დაზოგვას აპირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ამის გამო, გამგეობა ახალ შენობაში, როგორც გეგმავდნენ, მიმდინარე წელს არ გადავა.  ჭანუყვაძემ პრემიების თემაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ გასულ წელს პრემია მხოლოდ ერთხელ დაარიგა  უკლებლივ ყველა თანამშრომელზე.

გადაცემის სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე. ურუშაძის და ჭანუყვაძის განმარტებით, უკვე დაწყებულია სოფლის პროგრამის გასახორციელებული სამუშაოების დაგეგმვა.

ურუშაძის თქმით ლანჩხუთში, შარშანდელის მსგავსად წელსაც ბევრი პროექტი გახორციელდება:

_ მოსახლეობა, ძირითადად, გზების მოხრეშვას ითხოვს. ჩემი ჩარევით, ეს წელს აღარ მოხდება

_ თქვენ რომ ჩარევის უფლება არ გქონდათ?

_ ჩარევაში რეკომენდაციები ვიგულისხმე. ეს არის წყალში გადაყრილი თანხა. ერთ გაწვიმებაზე გზა ისევ ცუდ მდგომარეობაშია, _ თქვა ურუშაძემ, რომელსაც ჭანუყვაძეც დაეთანხმა.

_ ბატონო ზაზა, ხიდების მშენებლობას გეგმავთ? გასულ წელს ხიდზე წარწერაც გააკეთეთ _"ოცნება"... წელს რა იქნება?

_ სოფლის პროგრამის ფარგლებში დიდი ხიდების მშენებლობა ვერ მოხერხდება, თუმცა პატარ-პატარებს გავაკეთებთ. კი, შარშან"ოცნების" ხიდი გვქონდა. წელს"ოცნება 2" იქნება.

გამგებლებმა გუბერნატორის ინსტიტუტზე, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, საკუთარ ლობისტებზე და პრემიერთან ენის მიმტანებზეც ისაუბრეს.

ამ გადაცემაში მერაბ ჭანუყვაძემ მისი მოადგილის ალექსანდრე ყველაშვილის თანამდებობიდან წასვლაზეც ილაპარაკა, განმარტება გააკეთა დანარჩენი მოადგილეების მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უფრო მეტი წარმატება ექნება.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...