რა უჯდება სახელმწიფოს საზოგადოებასთან ურთიერთობა

მთავარი თემა

რა უჯდება სახელმწიფოს საზოგადოებასთან ურთიერთობა

2015 მარ 17 19:40:25

რამდენია სამინისტროების საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურების, სამმართველოებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელთა შემოსავალი?

6 სამინისტროდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, შს სამინისტროს ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისთვის ნინო გიორგობიანმა გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 69 806.00 ლარი აიღო.

ანუ, გიორგობიანის ხელფასი, საშუალოდ, 5 817 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ პოზიციას ის 2012 წლიდან იკავებს, ბოლო დეკლარაცია კი 2015 წლის 2 თებერვალს აქვს შევსებული.

იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს მარიამ სხილაძეს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2012 წელს დაინიშნა, 2015 წლის 17 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 56 205.00 ლარი აქვს მიღებული. ანუ, ყოვეთვიურად მისმა შემოსავალმა, საშუალოდ, 4 683.75 ლარი შეადგინა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თაია მახარაშვილმა (მან დეკემბერში დატოვა დაკავებული პოზიცია), რომელიც 2014 წლის იანვრიდან მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე, 2015 წლის  9 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 25 146.00 ლარი მიიღო. ანუ, ყოველთვიურად მისმა შემოსავალმა, საშუალოდ, 2 065.50 ლარი შეადგინა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ბენდელიანს, ბოლო დეკლარაცია 2015 წლის 12 იანვარს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, მან სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 30 580.00 ლარი მიიღო. ანუ, მისი ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 2 548 ლარს შეადგენს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა  ნატა ასათიანმა, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 25 200.00 ლარი აიღო. ანუ, მისმა ყოველთვიურმა შემოსავალმა, საშუალოდ, 2 100 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თეა ბოლქვაძის ანაზღაურებამ, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 59 300.00 ლარი შეადგინა. ანუ, მისი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 4 941 ლარია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, თამარ ბოდოკიას შემოსავალმა, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 56 095.00 ლარი შეადგინა. ანუ, მისი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 4 674 ლარია.




 ახალი ამბები
  • საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს.  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება  დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი.  სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.   მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების  რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.  მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია: საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება; ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან,   გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან; განცხადებების ძებნა.    მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე,  საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა; ქონების  დაყოფა ან გაერთიანება; ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება; კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება; ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.  იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405. თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის   ელფოსტითაც  (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი.  მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე. მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა)  რეგისტრაცია; საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება; არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება; მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება; რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა. დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და  შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას.  მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405. დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და  მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ... ...
  • სამტრედიელმა ნაციონალებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკესდღეს დილით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ტიტებით შეამკეს და 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები აანთეს ემზარ შუბლაძემ, მამუკა ბიბილეიშვილმა, გივი ღაღანიძემ, ავთანდილ თადუმაძემ და აკაკი მინაშვილმა. ,,9 აპრილი საქართვრლოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ, რომელიც მოპოვებული იქნა 1989 წლის დაღვრილი ქართველთა სისხლით. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ თანამემამულეთა ხსოვნას, რომელთა დამსახურებაც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდება, გმირებს,"_ აღნიშნული განცხადება გააკეთა მემორიალთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ. ... ...
  • ოქრუაშვილის საქმე- HRIDC აპროტესტებს სასამართლოს გაუმართლებელ პრაქტიკასგუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმეები - შსს-ს PR სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე დაიკითხნენ. 2019 წლის ნოემბერში სწორედ გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძის ჩვენებების მიხედვით განახლდა ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება და ირაკლი ოქრუაშვილს წარედგინა ახალი ბრალი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოქრუაშვილს შს მინისტრის პოსტი ეკავა - 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი სხდომა მედიის და ობიექტური დამკვირვებლების გარეშე, მხოლოდ მხარეების მონაწილეობით ჩაატარა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს და პროცესით დაინტერესებულ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს  გაუმართლებელ პრაქტიკას, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით, მოსამართლეები თვითნებურად და უკანონოდ ხურავენ სასამართლო პროცესებს. ამავე დროს, თვალსაჩინოა არაერთგვაროვანი მიდგომა - ორგანიზაციის მონიტორს ორი დღის წინ უფლება მიეცა, დასწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ასეთი განსხვავებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აჩენს ეჭვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას სასამართლო ტენდენციურად და მიკერძოებულად წარმართავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების სასამართლო სხდომებზე დასწრების აკრძალვით უხეშად ირღვევა სასამართლო პროცესების ღიაობა და საჯაროობა.  სასამართლო სხდომების სრული ან ნაწილობრივი დახურვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა, რაც ამ პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დახურვას არ გულისხმობს. პროცესების დისტანციურად გამართვის პირობებში, მასში მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა ინტერნეტარხებით (როგორიცაა - YOUTUBE, ZOOME...) ან სასამართლოს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი ლაივ-სტრიმინგით. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველად  შეზღუდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის დაშვება სასამართლო პროცესზე, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას ცენტრის მონიტორები სასამართლო სხდომებზე. ამ მიმართვიდან უკვე 10 სამუშაო დღეზე მეტია გასული, მაგრამ სასამართლოს წერილზე ჯერჯერობით არ ... ...
  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.   ... ...
  • HRIDC: პოლიციელებმა, სავარაუდოდ, უფლებამოსილებას გადაამეტეს ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 1 აპრილიდან დამატებით შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე. საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის - კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევის შემთხვევებისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოწერილია მრავალი ჯარიმა. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმის გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც შსს-ში, ისე პირდაპირ სასამართლოში, მითითებული ვადის დაცვით. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მათ მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალაც, სადაც იკვეთება შსს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და გამოავლინოს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, უზრუნველყოს ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლი, რათა საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღიკვეთოს და არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნებს, რათა შესრულდეს ამ შეზღუდვების მიზანი - მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უკანონოდ არის გამოწერილი ჯარიმები, საგანგებო მდგომარებით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გამო; ასევე - იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ან/და სხვა უკანონო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...