მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყეს

მთავარი თემა

მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყეს

2011 დეკ 7 06:40:16
როგორც "გურია ნიუსი" წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "შპს ახალ სავაჭრო ცენტრში" ბაზრის მოვაჭრეები მეორე და მესამე "ნავესებს" შორის ახალი მშენებლობის წამოწყებას აპროტესტებდნენ. ისინი გვთხოვდნენ, გაგვერკვია, იყო თუ არა მშენებლობის ნებართვა გაცემული იმ პირებზე, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას გეგმავენ: "მოვითხოვთ, გვანახონ საბუთები, რამდენად კანონიერად არის გაყიდული ტერიტორია, ასევე, გვაჩვენონ ნებართვის და რეგისტრაციის ნომერი, ნახაზი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ტერიტორია უკანონოდ არის მითვისებული. მოვითხოვთ, გაგვცენ კომპეტენტური პასუხი", _ ამბობდნენ "გურია ნიუსთან" საუბარში მოვაჭრეები.

"ახალი სავაჭრო ცენტრის" დირექტორი ზაზა გოგუაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავდა, რომ ბაზრის მოვაჭრეთა ნაწილის პრეტენზიები უკანონოა და მოთხოვნებს ხელისუფლება ვერ გაითვალისწინებს, რადგან მშენებლობის ნებართვა ყოველგვარი წესებისა და კანონის დაცვით გაცემულია ომარ ვაშალომიძესა და კაკო ურუშაძეზე. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია გაყიდული არ არის _ ის მუნიციპალიტეტის ქონებაა და გაფორმებულია გრძელვადიანი იჯარით.

"გურია ნიუსთან" საუბარში ომარ ვაშალომიძე ამბობს, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით გაიარა:

_ გთხოვთ, იყავით ობიექტურები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მესმის თქვენიც და მოვაჭრეებისაც, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არავის ინტერესებს ისინი არ ეწირებიან, რადგან მათ არანაირ კანონდარღვევასთან არ აქვთ საქმე. თქვენ "ახალი სავაჭრო ცენტრის" დირექტორმაც გაგცათ ამომწურავი პასუხი. საქმე ისაა, რომ მე ძველი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მქონდა ფართი იჯარით აღებული სამეწარმეო საქმიანობისთვის, ვიდრე 2010 წელს ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით ჩემი ობიექტი არ აღმოჩნდა უფუნქციო მდგომარეობაში, რამაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დამაყენა. მივმართე ზემდგომ ორგანოებს, გამოეყოთ ჩემთვის ალტერნატიული ფართი 20 კვ.მ.-ს ოდენობით, რაც გარკვეული დროის შემდეგ დაკმაყოფილებულ იქნა. ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით გავიარე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოიკითხონ შესაბამის ორგანოებში.

ვაშალომიძის თქმით, მხედველობის არეალი ნაწილობრივ იზღუდება: _ მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, ბაზარი კონკურენტუნარიანი გარემოა და როგორ შეიძლება, რაღაცა რაღაცას არ ეფარებოდეს? ყველას გთხოვთ, მოიქეცით კანონიერად. რაც შეეხება მშენებლობის დაწყებას, იგი ადრე გაზაფხულზე კანონის მთელი დაცვით დაიწყება.

"გურია ნიუსმა" ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალურად წერილობით მიმართა, მოეწოდებინა ინფორმაცია, არის თუ არა "ახალ სავაჭრო ცენტრში" მშენებლობის ნებართვა გაცემული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ოფიციალურად მოწერილ პასუხში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე აწერს, ვკითხულობთ, რომ "ახალ სავაჭრო ცენტრში" მეორე და მესამე "ნავესებს" შორის, კაკო ურუშაძესა და ომარ ვაშალომიძეზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე "გურია ნიუსთან" საუბარშიც ადასტურებს, რომ მშენებლობის ნებართვა არც ერთ მათგანზე გაცემული არაა და შესაბამისად, უკანონო ქმედებას არ დაუშვებს: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ "ახალ სავაჭრო ცენტრში" მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ამ პიროვნებებზე არანაირი ნებართვა არ არის გაცემული. თუ მშენებლობა დაიწყება ნებართვის გარეშე, ეს უკანონო იქნება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ნებართვა გაიცეს. როცა შემოვა განცხადება, მას განიხილავს ზედამხედველობის სამსახური და გადავწყვეტთ. თუმცა, კანონის წინააღმდეგ ვერავინ წავა, _ აღნიშნა ვაშაყმაძემ.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...