თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი გახდა

მთავარი თემა

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი გახდა

24 მარ. 2015, 16:50:11

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ გაბიანი დაინიშნა.

თამარ გაბიანი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, 98 კონკურსანტს შორის შეირჩა.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თამარ გაბიანმა 2006-2008 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება მოიპოვა.

2002-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ასპირანტურაში.

1995-2000 წლებში კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (აქვს მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი)

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 2014 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე ა. ა. ი. პ საზოგადოებრივი დამცველის იურისტი იყო;

2013, დეკემბრიდან - 2015 თებერვლამდე -  ციხის საერთაშორისო რეფორმის პროექტის ოფიცერი;

2013 სექტემბრიდან - 2014 თებერვლამდე  - ა. ა. ი. პ "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის", იურისტი და პროექტის კოორდინარტორი;

2013 ივლისიდან - 2015 თებერვლამდე - სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

2012 ოქტომბრიდან - 2013 ოქტომბრამდე -  ა. ა. ი. პ "საზოგადოებრივი დამცველის" იურისტი;

2010 აგვისტოდან - 2015 თებერვლამდე -  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

2010 ივლისიდან - 2015 თებერვლამდე -  ა.ა.ი.პ "ახალგაზრდები სამართლიაობისათვის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, იურისტი;

2009  მარტიდან - 2010 მარტამდე - ა. ა. ი.პ " ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" იურისტი/პროექტის კოორდინატორი;

2004 დეკემბრიდან - 2005 ივნისამდე - "საერთაშორისო სამედიცინო დახმარების ცენტრის" (IMSS) კონტრაქტების მენეჯერი,

2001 აგვისტოდან - 2004 თებერვლამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

2000 სექტემბრიდან - 2001 მაისამდე - მაკედონიის  ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის ლექტორი;

2000 ივლისიდან  - 2001 ივლისამდე - ს. ს. აგრომრეწვბანკის, იურისტი, სტაჟიორი;

1998 სექტემბრიდან - 1999 ოქტომბრამდე  - საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე,

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის, 2014-2015 წლებში - პატიმართა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერა;

2012 დეკემბერი -  2013 ივნისი - პატიმართა ჯანდაცვის უფლების მონიტორინგი და მხარდაჭერა;

2011 დეკემბერი  - 2013  ივლისი   - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდის გადავადებისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის" მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე, სახალხო დამცველის ოფისს წარმოედგინა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს, თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ომბუდსმენის აპარატისგან ჩვენთვის გაბიანის CV-ის მოწოდება პრობლემა არ ყოფილა.

 "თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატის დიპლომის ასლი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არარსებობის პირობებში, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას გადმოგცეთ ზემოხსენებული დოკუმენტი", _ აღნიშნულია "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, სახალხო დამცველის ბრძანებით, 2014 წლის 9 დეკემბერს შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციაა სახალხო დამცველის აპარატში შესული თავდაცვის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება.

თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობის მიზნით.

დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას წარმართავენ დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე, სპეციალისტები და დამხმარე მოსამსახურეები.




 ახალი ამბები
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...