საკურორტო ზონა და ღარიბ_ღატაკი, მიტოვებული მოსახლეობა

მთავარი თემა

საკურორტო ზონა და ღარიბ_ღატაკი, მიტოვებული მოსახლეობა

2011 დეკ 14 06:56:56

უკვე დიდი ხანია გასული იმის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ბახმაროდან ტრასას პირდაპირ ურეკში გაიყვანენო, თუმცა, ეს პროექტი ჯერ არ გახორციელებულა. უფრო მეტიც, თავის დროზე გაპიარებულ კურორტ ურეკს, უკვე რამდენი წელია, გადაუჭრელი პრობლემა აქვს _ უწყლობა და კანალიზაციის არარსებობა. თავის დროზე "იმედის ქალაქად" მონათლული ურეკი, ნამდვილად მოგგვრით უიმედობის განცდას. ურეკის პრობლემებზე "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა, თუმცა, პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. ღარიბ-ღატაკი, მიტოვებული მოსახლეობა _ ეს დღევანდელი ურეკის რეალობაა.

ზემო ურეკის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ ურეკი სრულიად მიტოვებულია:

_ არაფერი ჩვენთან არ კეთდება, თქვენ არ იცით, ხალხი რა საცოდავად ცხოვრობს. მოგვიყვანეს წყლის მილები ბინებთან, დაიწყეს გათხრა და მიატოვეს. წყალი ჩვენ არ გვაქვს, ქარი ამოვარდება და შუქი ქრება. გაგვიკეთეს მრიცხველები, შუქის პრობლემა აღარ გექნებათო და შუქი მაინც ითიშება. სოფლის რწმუნებული ამბობს, რა ვქნა, ვერ გავხდი ელქსელებთან ვერაფერსო. ერთ-ერთმა ურეკელმა უთხრა რწმუნებულს, თუ თქვენ ვერაფერს ვერ ხდებით, შევიკრიბებით და თბილისს დავუკავშირდებითო. ხუთი წუთი არ გასულა და შუქი ჩართეს, ესე იგი შეძლებულა, არა? მასხრად გვიგდებენ, უწყლოდ ვიხრჩობით, ამხელა დასახლებაში, კურორტზე წყალი არ გვაქვს. ელემენტარულს ვითხოვთ _ 21-ე საუკუნეში წყალი გვინდა!

საერთო ბინის მცხოვრებლებს სახურავის პრობლემაც აქვთ, მათი თქმით, როცა გაწვიმდება, ოთახებში წვიმა ჩამოდის.

_ ბინებში წყალი ჩამოგვდის, შუქის და კანალიზაციის პრობლემა ხომ ამდენი წელია გვაწუხებს. ძალიან გვიჭირს ეკონომიკურად _ ურეკში მცხოვრებთა 80% უმუშევარია. ყველაზე შემოსავლიანი საკურორტო ზონაა და ხალხს სიღარიბეში ხდება სული. ტელევიზიას არ შეეხედება, ვუყურებთ "იმედს" და "რუსთავი-2"-ს, გამოდის ჩვენი პრეზიდენტი და იძახის: _ ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებო, თუმცა, გურიას საერთოდ არავინ არ აქცევს ყურადღებას.

_ ურეკში საბავშვო ბაღი არ არის, ნაქირავებ სახლში ჰყავთ ბავშვები. ასეთი მდიდარი თუ არის ჩვენი სახელმწიფო, როგორც სააკაშვილი ამბობს, მოდი და გაუხსენი ურეკს საბავშვო ბაღი. ხომ შეიძლება, რომ შენობის ქირა არ გადაიხადოს მშობელმა?

_ სახანძრო სამსახური არ უნდა იყოს? შარშანწინ კაცი სახლში გამოიწვა, სანამ მეხანძრეები ოზურგეთიდან მოვიდნენ.

_ ის კი არადა, ძველი მილები ჩადეს წყლის გამოსაყვანად, ახალი კი გაყიდეს. ამოთხარეს მილები და სად გააქრეს, ვინ იცის?! ვითომ დაიწყეს წყლის პრობლემის მოგვარება, ამოიღეს ორმოები, გადათხარეს ყველაფერი და არის ასე მიტოვებული. შარშან ამ დროს დაიწყეს და შემოდგომაზე ვითომ დაამთავრეს, თუმცა წყალი ახლაც არაა. ძველ მილებზეა შეერთებული.

_ სოფლის მხარდამჭერ პროგრამას იცნობთ? რა გაკეთდა სოფელში ამ რამდენიმე წლის განმავლობაში?

_ ხედავთ ამ სტადიონს? მის გაკეთებაში შარშან 4 500 ლარზე მეტი გადაიხადეს. ხედავთ რაიმეს გაკეთებულს? ერთი განათება რომ არ ექნება ამხელა უბანს, ესაა საქმე? ღამე გარეთ ვერ გამოხვალ, ტურები შეგჭამენ. ჩვენთან ურეკში არაფერი არ გაკეთებულა, საერთოდ არ ვიცნობთ მაგ პროგრამებს, ვინ ჩაგვახედებს მაგ საქმეში? ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც კატას აყეფებენ ძაღლის მაგივრად.

_ გაზაფხულდება და დაგვესევა ამერიკული პეპლის მატლები. ჩამოივლიან, ვითომ რამეს შეწამლავენ. ივანიშვილის ვერტმფრენი რაც ჩამოვარდა, იმის მერე ასეთ დღეში ვართ. ურეკს პატრონი არ ჰყავს. გული გვიკვდება, როცა ხელისუფლება ტელევიზორით გაიძახის, ამ სოფელს ეს გავუკეთეთ, იმ ქალაქში ეს გავაკეთეთ, ჩვენ რა დავაშავეთ? _ ამბობენ ზემო ურეკის მცხოვრებლები.

ცისანა შოვნაძე: _ რა კარგია, რომ ამოხვედით და დაინტერესდით. ჩემი პრობლემის შესახებ უნდა გესაუბროთ. 1 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მქონდა, წაიღო მთავრობამ რამდენიმე წლის წინ. ის კაცი ცხოვრობს თბილისში, 1 000 მეტრზე 5 000 დოლარი უნდა გადაეხადა. ამდენი წელი გავიდა და არ გადაუხდია. იმ ადამიანთან შუამავალი იყო ყოფილი პოლიციელი პავლე თევზაძე, გრიგოლეთში ცხოვრობს, მასთან მეგობრობდა.

_ ახალგაზრდები დაუსაქმებლები არიან. სად იმუშაონ? სვამენ, ჩხუბობენ. მშიერი და უმუშევარი ახალგაზრდა, აბა, რას იზამს? თუ რაიმე პატარა დააშავე, იმ წუთში დაგიჭერენ. ჩემი შვილი მართვის მოწმობის გარეშე რომ იჯდა საჭესთან, 900 ლარი გადამახდევინეს ჯარიმის სახით. ვეხვეწეთ, ამდენი არ გამოგვიწეროთ, გვიჭირსო. არაფრით არ გაითვალისწინეს.

_ ახლა თოვლის მოსვლის გვეშინია, თავზე არ დაგვენგრეს ბინები.

_ საავადმყოფოს ვაშენებთო, იძახიან და ვინ დაწვება იქ, არ ვიცით, ვის ექნება მაგისი ფული? ან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ უნდა იყოს აქ?

მერი ხეთაგუროვა: _ მაგ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ არაფერი არ ვიცით, არავინ არ გვახედებს. ბევრჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, ოზურგეთშიც ჩავედით, რამდენჯერ?! ხალხს არაფრის იმედი აღარ აქვს. ნიკოლაიშვილი რომ ამბობს _ ბახმარო, ბახმაროო. ურეკსაც მიაქციოს ყურადღება.

_ წვალებით ვხდებით ზამთარს, ფიჩხებს ვეძებთ გასათბობად, მოჭრი რამეს და დაგიჭერენ. ხომ დაიჭირეს გამგებელი? ხალხი იმ ზომამდეა მისული, სააკაშვილამდე ჩაიტანს ამ ამბებს და მე შენ გეტყვი, მიშა დაიხევს უკან ვინმეს დაჭერაზე?

ზემო ურეკელებმა დაბა ურეკში მიხეილ მესხის ქუჩაზე მისვლა გვთხოვეს, სადაც როგორც ნებისმიერ აქ მცხოვრებს, უწყლობა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებს:

_ არ გვაქვს წყალი, კანალიზაცია, არხები გაუწმენდავია, თქვენ მიიტანთ ამ პრობლემებს ხელისუფლებამდე?

გიორგი ბუცხრიკიძე: _ ოზურგეთს მაშინ სჭირდება ურეკი, როცა ფული იშოვება. შეხედეთ, ვითომ გაწმინდეს არხები, ამოყარეს ნაგავი და ნახეთ, როგორაა დაყრილი, დათხარეს და დატოვეს. აქ სიკეთე არც პოზიციას მოუტანია და არც ოპოზიციას. ხალხი მშიერია, მაგრამ ეშინია ხმის ამოღების _ ნათესავები ჰყავთ დასაქმებულები, არ მოუხსნან. რომ შედის ბიუჯეტში ამდენი თანხა, სად მიდის? ხალხს არ უნდა მოახმარონ? სად ნაწილდება? მილიონობით ლარი მიაქვთ, რაც ჩვენ ვიცით და რაც არ ვიცით?! ამ ხალხს ის მაინც ხომ ეკუთვნის, რომ წყალი ჰქონდეს და კანალიზაციაში არ იხრჩობოდეს? ან საბავშვო ბაღი არ უნდა გვქონდეს? მოვიდეს, ვისაც უნდა და დამელაპარაკოს. ურეკის ყველა კუთხე-კუნჭულს ვანახებ. ხომ დაიბეჭდება ეს წერილი, ხომ მოიკითხავენ ჩემს ვინაობას? შემაშინოს გუბერნატორმა მიშათი, მათ არ ამოყონ იქ თავი, სადაც საჭიროა! სოფლის მხარდამჭერი პროექტით იყიდეს წყლის ძრავი და ოთხჯერ გადაიწვა.

_ "ტაჭკებზე" გვილაგია წყლის ბალონები და ისე დავდივართ წყლის მოსატანად. რაც თავი გვახსოვს, იმდენი მთავრობა გამოიცვალა და მაინც ასე უპატრონოდ ვართ დაყრილები.

_ გუბერნატორი ზაფხულში გაივლის კარგ გზაზე, გაისეირნებს, ჩამოივლის და მითითებებს იძლევა. შენს ჯიბეს რომ ითბობ და 5000 ლარს გიხდის სახელმწიფო ხალხის სამსახურისთვის, რას მიკეთებ, მითხარი? იმ ხალხს პატივი უნდა სცე, ვინც შენ ხმას გაძლევს. თავი მოვიკალით წინა არჩევნებზე და ასე დაგვიფასეს.

_ თუ გაიხედავ ივანიშვილისკენ, სამსახურს დატოვებო. ვისაც მინდა, ხმას იმას მივცემ, ვერავინ მაგისთვის სამსახურს ვერ დამაკარგვინებს. აბა, გამიბედონ!

_ ვინ გითხრათ, დაკარგავთო?

_ ყველას ეუბნებიან, არ მოაწერო ხელი მოქალაქეობის აღდგენას, თორემ დაკარგავ სამსახურსო, იმუქრებიან.

_ ვინ დაგემუქრათ?

_ ვინ და მთავრობა. ვიღაცებს აძლევენ მოქალაქეობას, საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს და ივანიშვილს არ უნდა მისცენ, ნახევარი საქართველო მაგის ფულით რომ ცხოვრობს?!

_ ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის გაკეთებულსაც. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ივანიშვილი იქნება თუ სააკაშვილი, მთავარია, ხალხმა ამოისუნთქოს. წყალი გვინდა! დაასაქმონ ახალგაზრდები!

ნანა სარიშვილი: _ ნახეთ, ივანიშვილი თავის დასახლებაში, ხუტორში, ხალხს როგორ აცხოვრებს _ ყველას გაულამაზა ბინები, ღარიბებს სახლები აუშენა, ასფალტი დააგო. ვინც ივანიშვილის ობიექტზე მუშაობს, ყველას დიდი ხელფასები აქვს. მე სკოლაში ვმუშაობ, 65 ლარს ვიღებ, მაგის მეშინია? გამიშვან, წავალ.

_ რა გაკეთდა თქვენთან სოფლის მხარდამჭერი პროექტით?

_ არც ვიცნობთ, ჩვენამდე არ მოდის. კულტურის სახლში იყო შეკრება, ტაკიძე იყო მაშინ გამგებელი. დაასახელეს წყლის პრობლემა. დაგვპირდა, ერთ კვირაში იქნება წყალიო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ერთ დღეს მოტორი გადაიწვა, ფული დადევითო, _ გვითხრეს. მარტო აგვისტოში უშვებენ წყალს, სხვა დროს თუ ცხოვრობს აქ ხალხი, არ კითხულობენ. არც განათება ინთება, გადაჭრეს და დატოვეს.

_ მშივრები და სიცივით ვხვდებით ზამთარს, 60-ლარიანი ხელფასით გაიტან თავს?

_ სახლში რაც ხეხილი მქონდა, ყველა მოვჭერი, ძალიან მიჭირს, წამალი ვერ ვიყიდე. ურეკს გაზი რომ არ ექნება, ეგაა საქმე? არც დეპუტატია ჩვენთვის, არც რწმუნებული, _ ამბობენ მიხეილ მესხის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ურეკის პრობლემების შესახებ "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ილია ვაშაყმაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ილია, როგორც დაბა ურეკის მცხოვრებლები ამბობენ, ისინი საერთოდ არ იცნობენ სოფლის პროექტებით გათვალისწინებულ ჩატარებულ სამუშაოებს.

_ მე ახლა გადავავლებ თვალს, რომელი პროექტები იყო იქ. წყლის პრობლემა რეალურად არსებობს _ დაიწვა ელექტროძრავი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ვიყიდეთ ერთი და არ გამოდგა. გამომდინარე აქედან, ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და ძალიან მალე აღმოვფხვრით ამ პრობლემას. ვიცი ყველაფერი, მეც იმიტომ ჩამოვედი ურეკში, რომ ეგ პრობლემები ჩემი თვალით ვნახო.

_ ეს დაპირება ხომ არ დარჩება მხოლოდ დაპირებად?

_ გააჩნია პრობლემასაც. მე რისი გაკეთების საშუალებაც მექნება, იმას დავპირდები. წავალ იქ, სადაც მწვავე სიტუაციაა და არ ვერიდები მოსახლეობის რისხვას. მირჩევნია, თავად მოვისმინო მათი გასაჭირის შესახებ. მივალ მიხეილ მესხის ქუჩაზეც და ზემო ურეკშიც, _ თქვა ვაშაყმაძემ.

დაბა ურეკის რწმუნებულის, ემზარ გოგიტიძის თქმით, ურეკში პრობლემები არ არსებობს:

_ პრობლემები? პრობლემები არ გვაქვს. ერთი იყო შეშის საკითხთან დაკავშირებით და ისიც უცებ მომიგვარეს. ჯერჯერობით, არაფერია პრობლემატური.

_ ანუ ურეკს არანაირი პრობლემა არ აქვს?

_ ყველამ ვიცით, რომ ხუთიანზე ყველაფერი არ კეთდება, მაგრამ პრობლემატური ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. წყალი და კანალიზაციის პრობლემა რომ არის, ეს ყველამ იცის, ჩასმულია პროექტში და მომავალში გაკეთდება აუცილებლად.

_ როგორც აქაურები ამბობენ, საერთოდ არ იცნობენ სოფლის პროექტებს და შესაბამისად, არც არაფერია გაკეთებული ურეკში.

_ გააჩნია, ვინ გამოკითხეთ, არ ვიცი.

_ თქვენ თუ გამოკითხეთ მოსახლეობა, რა პრიორიტეტები გამოკვეთეთ და რა გააკეთეთ, თანხა რამდენი გქონდათ?

_ 21 000 ლარი იყო. მე მაშინ დავინიშნე, როცა ეს თანხა განაწილებული იყო. მე, უბრალოდ, ვამოწმებდი შესრულებულ სამუშაოებს. ახალი პროგრამით ვიცი, რა უნდა გავაკეთო და როგორ დავუდგე მოსახლეობას გვერდით. უპირველესად უნდა შევღობო სასაფლაო და გზები შევაკეთო.

_ როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ურეკში?

_ მე არავის არაფერს ვეტყვი. ყველას აქვს უფლება, ვისაც უნდა, ხმა იმას მისცეს.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...