"ჯალაღანია გვაიძულებდა, ქონება სახელმწიფოსთვის გვეჩუქებინა“ _ საოლქო პროკურორს წარსულს უხსენებენ

მთავარი თემა

"ჯალაღანია გვაიძულებდა, ქონება სახელმწიფოსთვის გვეჩუქებინა“ _ საოლქო პროკურორს წარსულს უხსენებენ

2015 აპრ 3 18:51:16

რაიკოოპერატივების კუთვნილი ქონების მეპაიეები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ ისინი იმ ქონების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც 2006 წელს სახელმწიფოსთვის იძულებით აჩუქებინეს.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა _ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში, მეპაიეებმა სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყეს იმ იმედით, რომ შესაბამისი უწყებები მათზე გახორციელებული ზეწოლისა და ქონების წართმევის ფაქტებს გამოიძიებდნენ.

ოზურგეთის რაიკავშირის ყოფილი თავმჯდომარე ვანო კალანდარიშვილი და რამდენიმე თანამშრომელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას იხსენებდნენ, როგორ დაიბარეს პროკურატურაში და როგორ „აჩუქებინეს“ ქონება სახელმწიფოსთვის. იხსენებენ იმასაც, რომ ამ პროცესს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, დღეს კი დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანია ხელმძღვანელობდა. მეპაიეები თქმით, ჯალაღანია პირადად იბარებდა მათ და აიძულებდა, ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ:

ილია ჯალაღანია ყოველდღე მიბარებდა. მიმატანინა მეპაიეთა სიები. რადგან მეპაიეთა კრების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, იძულებული ვიყავი, ზოგიერთთან მე მეწარმოებინა საუბარი, ბევრს ვერ ვითანხმებდი, ამიტომ მათ თვითონ ჯალაღანია იბარებდა და ახდენდა ზეწოლას. ვინც ურჩი მეპაიე იყო, იმას ემუქრებოდა - ოჯახის დასაქმებული წევრის სამსახურიდან გათავისუფლებით ან დაჭერით, _ ამბობდა გურია ნიუსთან საუბრისას ოზურგეთის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ვანო კალანდარიშვილი.

ანალოგიურ ფაქტს ჰყვება „გურია ნიუსთან“ ჩოხატაურის რაიკავშირის ყოფილი დირექტორი, ავთანდილ ბერიშვილი და დეტალურად იხსენებს იმ დროს, როცა ჯალაღანიამ ქონება სახელწიფოსთვის იძულებით აჩუქებინა:

_ ეს ქონება კოოპერატიული _ კერძო საკუთრება იყო; არც მთავრობას, არც პრეზიდენტს, არც ადგილობრივ ხელმძღვანელობას, არ ჰქონდათ უფლება მეპაიეების მიერ შექმნილ ქონებაზე პრეტენზია განეცხადებინათ. „ნაციონალური“ ხელისუფლების მოსვლისთანავე, ცეკავშირი გაურიგდა მათ და დანაშაულობების დაფარვის ხარჯზე, ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. არც ერთ თავმჯდომარეს არ უნდოდა ისტორიაში შესულიყო ადამიანად, რომელიც  საკუთარ რაიონში დაასამარებდა ცეკავშირის სისტემას და რაიკოოპერატივს.

ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ორგანიზაცია, საერთაშორისო ალიანსის წევრი. არიან სახელმწიფოები, ჩვენზე ძლიერები და ცივილურები, სადაც საერთო პროდუქციაში ცეკავშირის წილი არის 55-დან 60%-მდე. არის ქვეყნები, რომლებშიც ასეთი ორგანიზაციებიდან შესული ფულით სახელმწიფო ბიუჯეტის 80%-იც კი ივსებოდა.  დავამატებ ერთსაც _ კომუნისტების დროს ვაჭრობის 4 სისტემა იყო და აქედან, ერთი ცეკავშირი დანარჩენ სამს, ერთად აღებულს სჯობდა _ 41% იყო მისი წილი.

ჩამორთმევის პროცესი არ დაწყებულა დიალოგით _ პირველივე დღეს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით, უზრდელობით და ციხეში ჩასმის მუქარით დაიწყეს საუბარი.

დაგვიბარეს ქუთაისში, საფინანსო პოლიციაში. ახლა აღარაფერი არ მიკვირს მაგათგან, მაგრამ მაშინ ამას არ ვიყავით მიჩვეულები. მახსოვს, უხეში ფორმებით მოკიდეს პიჯაკზე  ხელი ერთ-ერთ თავმჯდომარეს და უთხრეს _ ახლავე შეგაგდებთ კამერაში და მერე იმართლეთ იქ თავი, თუ ახლა ამ წინადადებას არ მიიღებთო. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მას ჰყავს ერთგული ხელი, დავით კეზერაშვილიო.

იქ არც კი დაგვალაპარაკეს. შემოვარდებოდა ვიღაც შავებში ჩაცმული პიროვნება და ეუბნებოდა ხელმძღვანელობას _ ბატონო, ჩვენ მოვიყვანეთ, ვის დასაპატიმრებლადაც გაგვიშვით და რა ვუყოთო. შეყარეთ ციხეშიო! _ პასუხობდნენ. ორჯერ განმეორდა ასეთი რამ _ ამით ჩვენი დამუშავება მიმდინარეობდა. შესაბამისად, არანაირი გამოსავალი არ გვქონდა და  დავეთანხმეთ _ თუ ასე უჭირს ქვეყანას, წაიღოს ეს ქონებაო. უფ, რა კარგი ბიჭები ყოფილხართო, გვითხრეს და გამოგვიშვეს.

ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, ქუთაისში დაგვიბარეს ისევ. ამჯერად მთელი დასავლეთ საქართველო შეკრიბეს ვიღაც პროკურორ ჩოგოვაძესთან. იქ გვითხრეს, თუ არ ჩავაბარებდით ქონებას, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით; გურულებს კი დაგვიკონკრეტეს, რომ „ჩვენი უფროსი“ ილია ჯალაღანია იქნებოდა.

_ მაშინ ჯალაღანია პროკურორი იყო?

_ კი. მას მანამდე არც ვიცნობდი. მალე დამირეკეს, რომ ჯალაღანია ჩოხატაურში ჩამოდიოდა ჩასაბარებელი ობიექტების სანახავად.  მანამდე ქონების ნუსხა ჩამოგვართვეს. ამ პროცესს იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე კობა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ჯალაღანია რომ ჩამოვიდა, ყველა ობიექტზე მივიყვანე. როცა შენობები ნახა, ბევრი არ მოეწონა _ ეს ვის უნდა, ეს ჩვენ არ გვჭირდებაო, იძახდა. მითხრა, მაქსიმუმ, 5 ობიექტს თუ წავიღებთ, დანარჩენი  მეპაიეებს დარჩებათო. ეს შენობები, რომლის დატოვებასაც პროკურორი დამპირდა, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ვთხოვე, დაეტოვებინა შენობა, რომელიც სამტრედიის გზაზე იყო და რომელშიც სხდომებს ვატარებდით. _ რაზეა საუბარი, აუცილებლადო, _ მითხრა. მეორე დღეს კი დამირეკეს, რომ ოზურგეთიდან პროკურორები იყვნენ ჩამოსული ობიექტების დასასურათებლად. 

_ პროკურორები ნახულობდნენ ობიექტებს და სურათებს იღებდნენ?

_ დიახ. როცა ფოტოების გადაღება დაიწყეს, ვუთხარი, რომ ბატონი ილია ობიექტების ნაწილს გვიტოვებდა. თავი გაიგიჟეს, არაო. ვიფიქრე, რომ მატყუებდნენ, რადგან ჯალაღანიამ პირობა მომცა. მერე კი აღმოჩნდა, რომ თავად ჯალაღანიამ მომატყუა.

_ რამდენი ადამიანი დაზარალდა ამით?

_ ჩვენთან, ჩოხატაურში 52 ადამიანი, _ აღნიშნა ბერიშვილმა.

რაიკავშირის ქონებას ბახმაროს მიწები და რამდენიმე კარიერი მოჰყვა. სწორედ ჯალაღანიას პროკურორობის დროს ჩააბარებინეს ათეულობით ადამიანს ბახმაროში არსებული მიწები და ჩაბარების საფასური _ 15 ლარიც გადაახდევინეს.

ჯალაღანიას პროკურორობის დროს ათეულობით ადამიანს ჩამოართვეს ნასესხები ფულით მოჭრილი სამასალე მორები, რომელთა ნაწილი, მოგვიანებით სახერხებზე დაალპეს. ამის შესახებ პროკურატურაში არა ერთი საჩივარი თუ განცხადება შეიტანეს, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია.
ილია ჯალაღანია დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორია.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, გურია ნიუსთან ამბობდა, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია.

_ ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, რომელიც ილია ჯალაღანიას ინიციატივით ნამდვილად არ მომხდარა. ეს გახორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით. თვითონ რაიკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. უვარგისი შენობები, რომელიც მოუვლელი იყო, გადაეცა სახელმწიფოს. პროკურატურის კურსი, ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იყო; უბრალოდ, ევალებოდა ასეთი შენობების აღრიცხვა, რა ქონება იყო. ამ ქმედებაში პროკურატურას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ძალიან გთხოვთ, სწორად გაიგეთ _ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან. ეს მოხდა ყველა რაიონში, _ ამბობდა ჯალაღანია გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ეს ინტერვიუ მაშინ ჩაიწერა, როდესაც მთავარი პროკურორი კბილაშვილი იყო. მთავარმა პროკურორმა ჯალაღანიას წარსულის შესახებ, რომლის მისამართითაც ბევრი შეკითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია, ჩვენგან გაიგო და აღნიშნა, რომ ამ საკითხით გენერალური ინსპექცია დაინტერესდებოდა, თუმცა, საქმე დაპირების იქით არ წასულა.

ჯალაღანია, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილის კადრად ითვლება, დღესაც საოლქო პროკურორია. მიუხედავად იმისა, რომ მეპაიეების ნაწილს სარჩელი პროკურატურაში აქვთ შეტანილი, გამოძიების იმედი არ აქვთ:

_ ვინ უნდა გამოიძიოს? იმან, ვინც წაგვართვა? ვინც გვაშანტაჟებდა, გვემუქრებოდა, ღირსებას გვილახავდა? როცა ამ ხელისუფლებას ხმას ვაძლევდით, მართლა გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ მწარედ შევცდით _ ამათ უარესად დაგვცინეს. ის ადამიანი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაგვაკულაკა, დააწინაურეს. აი, ასეთი სამართალია ჩვენს ქვეყანაში, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას მეპაიიები.

მეპაიეების განმარტებით, მათთვის ჩამორთმეული ქონება ჯალაღანიამ მის ახლობლებს მიზერულ ფასად შეაძენინა (იხილეთ ლინკი).

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯალაღანიას პროკურორობის დროს მოხდა ჟურნალისტების ცემის და შეურაცხყოფის რამდენიმე გამოუძიებელი შემთხვევა. „გურია ნიუსის“ სამი საჩივრიდან, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით იყო გამყარებული, შედეგი არც ერთ შემთხვევაზე არ დამდგარა. უფრო მეტიც, პროკურატურას პასუხის მოსაწერადაც კი არ უზრუნია. სამაგიეროდ, მოწმეებს, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობის თვითმხილველები იყვნენ, ჯალაღანიას ქვეშევრდომი პროკურორები შუაღამით სახლში აკითხავდნენ და ჩვენების შეცვლას მოითხოვდნენ.

ჯალაღანიას გურიაში მოღვაწეობის დროს, ჩვენ მხარეს 2 პოლიტპატიმარი ჰყავდა _ გოჩა ჯიქია და მამუკა ცინცაძე. ადამიანები, რომლებიც ძველმა ხელისუფლებამ 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობისთვის დასაჯა.

მამუკა ცინცაძეს, რომლის სახლში, პროკურატურის მტკიცებით, ქათმები კვერცხების ნაცვლად ავტომატის მჭიდებს დებდნენ, კარგად ახსოვს ჯალაღანიას ქვემდებარე პროკურორების ვიზიტები ციხეში, რომლებსაც არჩადენილი დანაშაულის აღიარების საკუთარი ვერსიები მრავლად ჰქონდათ. ცინცაძე პოლიტპატიმარი გახლდათ და მის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშიც არის საუბარი.

გოჩა ჯიქია 7 ნოემბრის აქციიდან ძალიან მალე, ჩოხატაურის ცენტრში დააკავეს და ავტომანქანაში, რომელშიც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, ტროტილი „აღმოუჩინეს“. თეთრი ძაფით ნაკერმა ამ საქმემაც ილია ჯალაღანიას ხელში გაიარა და როგორც ჯიქია ამბობს, „ამისთვის მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს“.

აღსანიშნავია, რომ ჯალაღანიამ გურია საკმაოდ დიდი  ფინანსური შენაძენით დატოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ილია ჯალაღანიას, შეკვეთილში ნასყიდობის საფუძველზე, 2006 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 280 კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 9 ნოემბრიდან  ამ ნაკვეთზე რეგისტრირებულია სააგარაკო სახლი.

2009 წელს, ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ 46 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ამ თანხით მოახერხა მიწის და სახლის შეძენაც. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის პროკურორს სესხი 2008 წლის 2 ნოემბერს აქვს აღებული ბანკ „რესპუბლიკაში“ ანუ, მას შემდეგ რაც მიწაც დაიკანონა და სახლიც ააშენა.

მიწის დანარჩენ ფართზე კი, ორი _ დასრულებული და ერთიც _ მშენებარე სახლი დგას. ერთი სახლი, ყოფილ პროკურორს და ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ ჩოგოვაძეს ეკუთვნის, რომელიც ჯალაღანიას უახლოესი მეგობარია და ერთიც _ აწ უკვე ყოფილ პროკურორს _ ზაზა ქაჩიბაიას.

ჩვენ შევეცადეთ საოლქო პროკურორის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ _ ილია ჯალაღანიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ამიტომ „გურია ნიუსის“ არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს ლინკს, რომელშიც ჯალაღანია მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხებს სცემს.
პ.ს. „გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.

ამავე თემაზე: ბეგი სიორიძე "ნაციონალების" დროს დაგროვილ ქონებაზე, ოპონენტებსა და სამომავლო გეგმებზე;   დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონებაჯალაღანიას “შეუბღალავ“ წარსულს კბილაშვილი ჩვენგან იგებს და გენინსპექციაში გვამისამართებს




 ახალი ამბები
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...