საკრებულოს სამმაგი სტანდარტები

მთავარი თემა

საკრებულოს სამმაგი სტანდარტები

2011 დეკ 15 08:07:53
ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ მეტად უცნაურად გამოიყურება მათ საპასუხო წერილში მოყვანილი ასეთი ფრაზები: "სამწუხაროა, რომ მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, "უზუსტობები" ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ხმამაღალი განცხადებებისა და სარეიტინგო მაჩვენებლების ხელოვნურად ამაღლების საშუალებად. ჩვენ მსგავს ქმედებებსა და პროვოკაციულ მცდელობებს ვემიჯნებით და მოვუწოდებთ საზოგადოებას საქმიანი ოპონირებისაკენ!"

ცოტა გაუგებარია რა იგულისხმება ამ ტექსტში, მაგრამ რადგან ოპონირებისკენ მოგვიწოდებთ, მზად ვართ, ყველაფერი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოვუთხროთ მკითხველს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას ხმას საკრებულოს 19 დეპუტატი მისცემს: _ დებულების თანახმად, ბიუჯეტის დამტკიცებას ხმა უნდა მისცეს 19 დეპუტატმა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება ის მიღებული, _ აღნიშნა 9 დეკემბერს, "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში მამეშვილმა. ამასვე მოწმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 89-ე მუხლი, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა გამოქვეყნებული _ დებულების თანახმად, "ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით". ამის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი 18 ხმით, ტაშის კვრით, გასული კვირის პარასკევს მიიჩნია დამტკიცებულად. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა დარბაზში მყოფმა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა _ "გურიის თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თემურ სალუქვაძემ, ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერმა კახა ღლონტმა, სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ხინთიბიძემ და სოფელ კონჭკათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ტუღუშმა.

ოთხი საათის განმავლობაში, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დაცარიელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მმართველი პარტია კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა, შესვენება გამოაცხადა და კენჭისყრის დაწყების წინ ორი დეპუტატის "მობილიზება" მას შემდეგ შეძლო, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზში არმყოფ დეპუტატებს სათითაოდ გაკიცხვა დაუწყო. გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ, სხდომას ერთი "ნაციონალი" და ერთიც ოპოზიციონერი დეპუტატი შეემატა და საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა.

განცხადებების ქრონოლოგია ანუ "კახა, თემურ, გურამ, გადმოდით წინ..."

დღის წესრიგის წაკითხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს თავიანთი ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა:

"ძალიან გთხოვთ, დეპუტატებო, თქვენი ადგილი დაიკავეთ. კახა, თემურ, გურამ, გადმოდით წინ. რაღაც ისე ვქნათ, რომ დეპუტატებმა დავიკავოთ ჩვენი ადგილი".

დეპუტატებმა მათთვის განკუთვნილი წინა რიგების დაკავების შემდეგ, მამეშვილისგან მადლობაც კი დაიმსახურეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა: "საკრებულო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, რადგან სხდომას ესწრება 26 დეპუტატი".

პრეზენტაციის მიმდინარეობისას, საკრებულოს დარბაზი დაცარიელდა, შესვენების შემდეგ კი, მამეშვილმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა (სტილი დაცულია): "პირველ რიგში, საყვედურს ვამბობ იმ დეპუტატების მისამართით, რომლებიც ბრძანდებოდნენ და აი, ასეთ დღეს, როცა უნდა მიიღოს საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი, თითქოს გამოუჩნდათ უფრო მნიშვნელოვანი საქმე. დეპუტატი ხარ, ხარ ხალხის რჩეული სოფელსა თუ ქალაქში. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი ბიუჯეტი, რომელიც მთავარი ძარღვი და არტერიაა მუნიციპალიტეტის. მაინტერესებს რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვთ შოთა მარგალიტაძეს, თეიმურაზ ქინქლაძეს, გიორგი ხუჭუას, ნესტორ ჟღენტს, დავით დოლიძეს, გურამ მიქელაძეს, თემურ სალუქვაძეს?"

კენჭისყრის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე, დეპუტატებს შემოუერთდნენ ნაციონალი მიქელაძე და ოპოზიციონერი სალუქვაძე, თუმცა, როგორც იმ დღეს შედგენილ ოქმში იკითხებოდა, ერთი დეპუტატი დოლიძე უკან, შეუმჩნეველ ადგილას იჯდა. ანუ საკრებულოს სხდომის დაწყების დროს რეგისტრაცია გაიარა 26 დეპუტატმა, შესვენების შემდეგ მათი რიცხვი 7-ით შემცირდა და 19 შეადგინა; შემდგომ, 2 დეპუტატი დაემატა, რისი დამამტკიცებელი ფოტომასალა ჩვენ გაგვაჩნია და როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ირწმუნებოდნენ, ერთიც _ რომელიც, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, ისეთ ადგილას იჯდა, რომ არავის შეუმჩნევია (?!).

"ეს არის შეურაცხყოფა. გავაგრძელოთ სხდომა. სხდომას ესწრება 21 დეპუტატი. რა თქმა უნდა, უფლებამოსილი ვართ, რომ განვაგრძოთ სხდომა. პირველად მოხდა, რომ შესვენება დაგვჭირდა," _ საკრებულოს თავმჯდომარის ამ გამოსვლის შემდეგ, სხდომა გამგებლის გამოსვლით გაგრძელდა.

სატელეფონო საუბარი

ალეკო მამეშვილი ამ სხდომიდან მეორე დღეს თავად დაგვიკავშირდა. როგორც თავად განმარტა, მისი ინიციატივა, მხოლოდ და მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიწოდებით იყო მოტივირებული. თუმცა, ამ საუბარმა უფრო მეტი კითხვის ნიშანი და გაუგებრობა გამოიწვია, ვიდრე ეს სხდომის დასრულების შემდეგ არსებობდა (სატელეფონო საუბრის სტილი დაცულია მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ ტექსტის ინტერპრეტირებაში არ დაგვდოს ბრალი):

_ რაღაც ჩემები მეუბნებიან, რომ გუშინ ინფორმაცია მოგაწოდეს არასწორი, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით და მეც მინდოდა თუკი რაიმე დამატებით საჭიროა ჩემგან ინფორმაცია, რომ მომეცა, რომ რაღაც გაურკვევლობა არ ყოფილიყო. სხდომა ჩატარდა მართლა წესის დაცვით, კანონით. ბიუჯეტს მხარი 19 ადამიანმა დაუჭირა. რა ვიცი, ნახე შენ, გადახედე სიასაც და ჩემს მიერ ვინ დეპუტატებიც დასახელდა. სწორია რეალურად ხო?

_ ბატონო ალეკო, სანამ დღის წესრიგს დაამტკიცებდით, თქვენ სხდომა უფლებამოსილად გამოაცხადეთ და საჯაროდ თქვით, რომ სხდომას ესწრებოდა 26 დეპუტატი, შესვენების შემდეგ კი, თქვენ იმ დეპუტატებს გამოუცხადეთ საყვედური, რომლებმაც სხდომა დატოვეს. ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, თქვენ ასახელებთ იმ შვიდი დეპუტატის გვარს, რომლებიც შესვენების შემდეგ, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ...

_ ოქმში იყო 1 ადამიანის მიერ, რომელიც ამბობს, რომ არ დამინახია ბოლქვაძე და დოლიძეო, მაგრამ შენ ხომ ფოტოც გქონდა და ვიდეოც და მე მგონი დაფიქსირებულია და ყველა შეწუხებული არის, რომ რატომ მოხდა ოქმში ისე, რომ ვთხოვე ვისაც ეკუთვნის აღრიცხვა, ქალბატონ ნათიას, მე თვითონ ამოვიკითხე სია და ნათიას ვთხოვე, რომ ნახე რამდენი დეპუტატია,-თქო. იყო 23 დეპუტატი, 4-მა აქედან ნამდვილად არ დაუჭირა მხარი, არ მიიღო მონაწილეობა და 19-მა ხელი აიწია. ვინც არ იყო ჩვენები შესვენების დროს, რომ წავიდნენ, ისინი თავისთავად არ იყვნენ დარბაზში. რაღაც მინდა გითხრა, რომ გაუგებრად და არასწორ ინფორმაციად ნუ გავიგებთ, მე გეუბნები, რომ ასე ჩატარდა სწორად, თუმცა, რაღაც ხარვეზები შეიძლება ყოფილიყო.

23 დეპუტატი იჯდა, ახლა რას იმას შვებით რო, ჩამოგითვლი ყველას სახელს ვინც მიიღო მონაწილეობა და ვერ იტყვის ვერავინ, ვერც პოზიციური, ვერც ოპოზიციური, ჟურნალისტებიც ვინც იყავით, რომ რომელიმე არ იყო იმ დროს დარბაზში, მოდით ამ სიას გადახედე, ვინ იყო ის 19 ადამიანი და თუკი ეჭვი გექნებათ, მოდი მაშინ ვისაუბროთ, რომ არ იყო მაშინ დარბაზში. რომ რაღაცა იყოს, მე არც გავბედავდი და არ მივცემდი თავს უფლებას დამერეკა და მეთქვა შენთვის. მე მინდა, რომ სწორი ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ შემოგეხმიანე.

_ ოქმში 21 დეპუტატი იყო დაფიქსირებული, თუმცა, როგორც ოქმის შემდგენმა მითხრა, ერთი დეპუტატი მას შემდეგ შეიყვანეს ოქმში, როცა დარბაზში მყოფმა გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ დეპუტატი, თურმე, უკანა რიგებში იჯდა.

_ ოქმში არაფერი არ იყო, ოქმში იყო იმის დაწერილი და ოქმი არის სამი დღის ვადაში უნდა მომზადდეს, ოქმში რომ ჩაიწერება პირობითად, რომ იყო 22 დეპუტატიო და ვინმე დეპუტატი თუკი იყო 23-ე, მე როგორც ვამბობ, ის რომ იტყვის მე ვიყავი და რატომ არ შეგყავართ ოქმშიო, ამასაც უნდა პასუხის გაცემა. მე გეუბნები, თუ კი გაქვს მასალა, ამ სიტუაციაში ვარ მე რაოდენობრივად მართალი, თუკი ვინმე გაწვდით არასწორ ინფორმაციას, რაღაც უხერხულობები ვარდება და უხერხულობები და არ მინდა რომ ეგ მოხდეს, რადგან რეალურად იყო ის სიტუაცია, რასაც მე გეუბნები ის 19 დეპუტატი, პლიუს 4 დეპუტატი, ანუ 23 თითოეულს გავესაუბროთ, გაესაუბრე ჩემს გარეშე, ვინც ამბობს რომ 22 იყოო, ისიც გაესაუბრა იმ 23-ვეს და ვფიქრობ, რომ არის გადაწყვეტილი და დარწმუნებული, მინდა იცოდე, რომ რეალურად არის ეს სიტუაცია... ვინც არ იყო, ის თავისთავად არ იყო, ვერც გავბედავთ და არც ითქმებოდა, გეუბნები 23 დეპუტატიდან 19-მა ნამდვილად დაუჭირა მხარი, მე ჩემებსაც ვუთხარი ბარემ გუშინ გეთქვათ-თქო, რაღა ახლა იმას შვებოდენ, თუ გუშინ ასეთი სიტუაცია იყო, ახლა მეც რო გავთვალე და მეც რო გამოვაცხადე, ესეც კარგი დარჩა, რო კვორუმი იყო, რომ დაგვეწყო... მარა ხმის მიცემის დროს 19 დეპუტატმა ნამდვილად დაუჭირა მხარი, _ გვიმტკიცებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში სატელეფონო საუბარში ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე.

18 დეპუტატის ამბავი და ოქმი #18

ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ საკრებულოს 18 დეპუტატის ამბავი #18 ოქმში აისახა.

ოქმში ვკითხულობთ, რომ სხდომას, 28 დეპუტატი ესწრებოდა. აქვე ისიცაა განმარტებული, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი მიიღეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესვენების შემდეგ, ჩატარდა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია. სხდომას ესწრებოდა 23 დეპუტატი. აქედან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 19 წევრმა, ხოლო 4 წევრმა უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

მარტივი არითმეტიკა

შევაჯამოთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები.

26-7=19+2=21+1 (ანუ დეპუტატი, რომელიც თურმე უკან იჯდა) = 22- 4 =18. ამის გამოთვლა, ზეპირი ანგარიშითაც კი, პირველკლასელ მოსწავლესაც არ გაუჭირდებოდა...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ "არაკომპეტენტურად მონათლული" იურისტების განმარტებები კი ასეთია:

როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადვოკატმა ქეთი თოიძემ განუცხადა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის პროექტი არ შეიძლება დამტკიცებულად ჩაითვალოს, თუკი მას მხოლოდ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. თუკი დღესდღეობით საკრებულოს სიითი შემადგენლობა განისაზღვრება 37 დეპუტატით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა, მინიმუმ, 19 დეპუტატის ხმა.

როგორც "გურია ნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა, ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მხარი 20 დეპუტატს მაინც უნდა დაეჭირა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დამტკიცებულად არ ითვლება.

"ცალსახად ვიტყვი, რომ ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული", _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბარში იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ.

სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ვლადიმერ სიხარულიძე, განმარტავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობა, ორგანული კანონის თანახმად, 39-ია. სიითი შემადგენლობით კი 37-ი.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მეორე პუნქტის თანახმად, "ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით".

P.S. კვორუმის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი არ არის, არც ოქმში ჩასწორების შემთხვევაა პირველი და ამას ის აუდიოჩანაწერები ადასტურებს, რომელიც "გურია ნიუსის" არქივში ინახება და რომელიც ამჯერად არ გამოგვიქვეყნებია.




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...