რატომ ურჩევნიათ აბიტურიენტებს რეპეტიტორთან მომზადება და რა შეიძლება გადაიღოს სკოლამ ამ ინსტიტუტისგან?

მთავარი თემა

რატომ ურჩევნიათ აბიტურიენტებს რეპეტიტორთან მომზადება და რა შეიძლება გადაიღოს სკოლამ ამ ინსტიტუტისგან?

6 აპრ. 2015, 18:35:41

რეპეტიტორის ინსტიტუტს ქართული განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.  ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ ხდება. მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კერძო მასწავლებელთან თუ არ მოამზადებს, ისე მისი შვილი საატესტატო, ან უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებს. სპეციალისტები, ისევე როგორც მშობლები და მოსწავლეები რეპეტიტორთან წასვლის სურვილს სკოლაში არსებული სწავლების დაბალი ხარისხით ხსნიან. გარდა ამისა, რეპეტიტორთან მომზადებას ბევრი პლუსი აქვს: ინდივიდუალური კონსულტაცია, მცირე მოსწავლიანი ჯგუფები, მეტი სამეცადინო დრო,  _ ესაა ძირითადად ის მიზეზები, რის გამოც მშობლები თავიანთი შვილებისთვის რეპეტიტორის დაქირავებას ამჯობინებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასკოლო კვლევების ცენტრმა", რომლის მიზანია განათლების სფეროში არსებული პრობლემების კვლევა,  კლუბ  frontline Georgia -ში  რეპეტიტორების ინსტიტუტთან დაკავშირებით 4 აპრილს მრგვალი მაგიდა გამართა. დისკუსიის მიზანი იყო, დაედგინა თუ რა ფაქტორები განაპირობებს აღნიშნული ინსტიტუტის პოპულარობას.  რა უპირატესობები აქვს მას სკოლაში სწავლებასთან შედარებით.  რა შეიძლება გაიზიაროს სკოლამ ამ პრაქტიკისგან?

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სასკოლო კვლევების ცენტრის" წარმომადგენელმა მუხრან გულიაშვილმა აღნიშნა, რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით ბევრი საკითხია გასაანალიზებელი.

"რეპეტიტორის ინსტიტუტს შეგვიძლია შევხედოთ, არა როგორც პრობლემას, არამედ შესაძლებლობას. რატომ მიდიან მოსწავლეები რეპეტიტორთან?  რა არის რეპეტიტორის უპირატესობა? ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ სკოლამაც ხომ  შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეს ანალოგიური მომსახურება, რასაც რეპეტიტორის  ინსტიტუტი სთავაზობს, რომ მშობლებს დამატებითი ფულის გადახდა აღარ უწევდეთ თავიანთი შვილებისთვის განათლების მისაღებად?  თუ რეპეტიტორი უფრო უკეთეს მომსახურებას სთავაზობს, სახელმწიფომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თუნდაც ის, რომ ვაუჩერი, რომელსაც ის მოსწავლეზე გასცემს, რეპეტიტორისკენ მიმართოს. საზოგადოება საითაც კვალავს გზას,  სახელმწიფომაც მას შეუწყოს ხელი.  მთვარი კიდევ ცნობიერების ამაღლებაა.  მშობელს ჰგონია, რომ  როცა მოსწავლე სკოლაში დადის, ის ამაში ფულს არ იხდის.  სინამდვილეში ბიუჯეტში  გადასახადების სახით გადახდილი ფული  მშობლებისიცაა. როცა პირდაპირ მისი ჯიბიდან გაედინება თანხა რეპეტიტორისკენ, მოთხოვნა უფრო მეტია. სკოლას კი არ თხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამაში თავად არ იხდიან ფულს. სახელმწიფომ ამ მხრივ მშობლების ცნობიერების გაზრდაზეც უნდა იზრუნოს", _ ამბობს მუხრან გულიაშვილი.

რეპეტიტორი, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით , კერძო, ფასიანი მასწავლებელია, რომელიც ეხმარება ჩამორჩენილ მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში ან ამზადებს აბიტურიენტებს ამა თუ იმ საგანში. repetitor  - ვინც იმეორებს, ფრანგული სიტყვიდან  répéter - გამეორება,  მოდის. თუმცა როგორც მათემატიკის საგნის და ზოგადი უნარების რეპეტიტორი  ნიკოლოზ ლელუაშვილი ამბობს,  მასთან მოსულ მოსწავლეებს, გამეორების ნაცვლად, თავიდან ასწავლის მასალას.

"ჩემთან კარგიც და ცუდი მოსწრების ბავშვები მოდიან. ზოგის ამოყვანა ნულიდან მიწევს. ზოგმა ტაბულაც არ იცის. ასეთ ბავშვებს სკოლაში ნიშნებს უწერენ, რადგან ეს დირექტორის და მასწავლებლების ინტერესებში შედის. ნიშანი რომ არ დაუწერონ, ვაუჩერს ვეღარ მიიღებს ის ბავშვი და სკოლა შემოსავალს დაკარგავს. მასწავლებლის ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილია. ჩემთან რომ მოდის ბავშვი, ცეცხლის ალში ვატარებ!  მე რომ ეს არ გავაკეთო ჩემი იმიჯი დავარდება და დავრჩები უმუშევარი!  ერთი არ უნდა შეცდეს და თავი არ უნდა შემოჰყოს ჩემთან, თორემ მერე კარგი დედ-მამის შვილია და არ ისწავლოს! მასწავლებელს  გარანტირებული აქვს თავისი 300 ლარი. უნდა ასწავლის, უნდა - არა. მოტივაცია დაკარგული აქვს. ჩემი მომავალი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვასწავლი. რეპეტიტორი აღარ არის ის ადამიანი, რომელიც სკოლაში ნასწავლ მასალას  გამოცდებისთვის გადაამეორებინებს ბავშვს, არამედ მას ყველაფრის ახლიდან სწავლება უწევს მოსწავლისთვის", _ ამბობს ლელუაშვილი.

აბიტურიენტები, რომლებიც რეპეტიტორებთან მოსამზადებლად დადიან, მიიჩნევენ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით  მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ. ამ აზრს ეთანხმება  დიმიტრი კალაძეც, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში სამშენებლო-საინჟინრო საქმეს ასწავლის:

"ჩემი აზრით, რეპეტიტორის ინსტიტუტი იმიტომ არსებობს, რომ სკოლას უკვე ჩალის ფასი აქვს. ჩვენი ყოფიდან გამომდინარე რეპეტიტორი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სკოლა. მეტი დაფასება რომ ჰქონდეს პედაგოგს, მგონია, რომ რეპეტიტორი საჭირო აღარ იქნება. რეპეტიტორთან ხშირად იმიტომაც მიდიან, რომ მოდა გახდა", _ ამბობს დიმიტრი კალაძე.

მიზეზი, რისთვისაც ყველაზე მეტად მშობლები შვილებისთვის რეპეტიტორის დაქირავებას ამჯობინებენ, საფუძვლიანი ცოდნის მიღებაა. მშობლები ასევე ხაზს უსვამენ, იმ შინაურულ და თბილ გარემოს, რომელიც მათ შვილებს რეპეტიტორთან ხვდებათ. 

"3 შვილიდან 2 კერძო სკოლაში გადავიყვანე და უკვე აღარ დამყავს რეპეტიტორებთან, რადგან ფინანსურად ვეღარ შევწვდები, თუმცა კარგი იქნება, თუ შევძლებ მომავალში. კლასში ბავშვების რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძო სკოლაში ამის პრობლემა არ არის. ყოველდღე ხდება გამოკითხვა. ბავშვებს ადრე ვამზადებდი რეპეტიტორებთან. გარდა იმისა, რომ შინაურული, თბილი გარემოა, რეპეტიტორთან ინდივიდუალური კონსულტაციის საშუალებაც აქვთ.  ჩემი შვილები, არა იმიტომ რომ განსაკუთრებული შვილები მყავს, ბევრ კითხვას სვამენ. ეს შეიძლება კლასში მასწავლებელს აღიზიანებდეს და ბევრს შეიძლება არც ჰქონდეს მასზე პასუხი. ჩემი შვილების მრავალფეროვან კითხვებს, რატომღაც რეპეტიტორები უფრო სცემდნენ პასუხს. უფრო საფუძვლიან ცოდნას აძლევდნენ. განსხვავებულს - არა. საფუძვლიანს", _ ამბობს ვერიკო ნაყოფია. იგი იმ ცუდ პრაქტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საჯარო სკოლებშია:

"ბავშვს მოტივაციას უკარგავს ის ფაქტორი, როცა მასწავლებელი წიგნს იწუნებს. კარგი იქნება, მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ასწავლის, რეპეტიტორობას თუ არ დააძალებს თავის მოსწავლეს.  მასწავლებლები ხშირად  მშობლებს აიძულებენ და ეუბნებიან, მათ შვილებს  ქულას არ დაუწერენ, თუ მასთან არ მოამზადებენ. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა", _  გვეუბნება ვერიკო ნაყოფია.

აბიტურიენტები ძალიან ბევრ მიზეზს ასახელებენ, რატომ ურჩევნიათ რეპეტიტორთან მომზადება სკოლაში სიარულს. ერთია ის, რომ სკოლაში სწავლა არ არის. ამბობენ იმასაც, რომ იქ ისეთი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებსაც უკვე ასაკი აღარ უწყობთ ხელს და ბავშვებს ვერაფერს აგებინებენ და პირიქით - ბავშვები ვეღარაფერს აგებინებენ მათ. 

აბიტურიენტებს აქვთ სხვა პრობლემაც. როგორც თავად ამბობენ, არც ისე ადვილია, კომპეტენტური რეპეტიტორის მოძებნა და შემდეგ მასთან სამუშაო დროზე შეთანხმება,  რადგან ყველა კარგი რეპეტიტორი, უმეტეს შემთხვევაში, უკვე დაკავებულია.

ნინო კვანტალიანი აბიტურიენტია. ის თავად მოგვიყვება, რატომ გადაწყვიტა რეპეტიტორთან მომზადება და რა ძალისხმევა დასჭირდა  კარგი მასწავლებლების მოსაძებნად:

"წელს ვაბარებ ეროვნულ გამოცდებს. იმიტომ გადავწყვიტე რეპეტიტორთან მომზადება, რომ ჩემს სკოლაში არ არის ისეთი სწავლება, უმაღლესში მოსაწყობად რომ მეყოს. მე ვფიქრობ, მათემატიკის გაკვეთილზე ზოგადი უნარების ნაწილიც უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ სკოლაში ასე არაა. 4 საგანში, ზოგადი უნარები,  ინგლისური, გეოგრაფია და ქართული, ვემზადები.  ძალიან ძნელი იყო ჩემთვის რეპეტიტორების მოძიების პროცესი. ფაქტობრივად, მთელი წინა ზაფხული არ დამისვენია. ძალიან დიდი ენერგია დავხარჯე ისეთი მასწავლებლების მოძიებისთვის, რომლების სწავლებითაც კმაყოფილი დავრჩებოდი. პირველ რიგში, ვკითხულობდი, რა ქულები აიღეს მისმა მოსწავლეებმა. გრანტი თუ ჰქონდათ და რა რაოდენობის. სკოლაშიც დავდივარ, არები რომ არ დამეწეროს და  ცალკე გამოცდები არ დამენიშნოს. არის საგნები, სადაც გაკვეთილები ტარდება  და  ბავშვები ინტერესით ესწრებიან. მაგრამ არის საგნები,  სადაც საერთოდ არაფერს ვაკეთებთ. რომელ საგანშიც ითხოვენ, იმას ვსწავლობ, რა თქმა უნდა", _ გვეუბნება ნინო კვანტალიანი.

პროცენტულად არავის დაუთვლია, სკოლაში ნასწავლით უფრო მეტი გახდა სტუდენტი, თუ რეპეტიტორთან მომზადებით და არის თუ არა კერძო მასწავლებელთან შეძენილი ცოდნა უფრო ხარისხიანი (ჩვენ გვახსოვს, ეროვნულ გამოცდებზე რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტების მაღალი შედეგები. ავტ.), თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ბევრი აბიტურიენტი რეპეტიტორთან დადის.
დირექტორობის კანდიდატს, ზაზა გრიგალაშვილს მიაჩნია, რომ სკოლას შეუძლია ამ ინსტიტუტს კონკურენცია გაუწიოს.

"სკოლაში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. მე მქონდა შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც არ ემზადებოდნენ მოსწავლეები, მაგრამ  მათ  შედეგი აჩვენეს. თუმცა კლასში ცოტა ბავშვი იყო, რადგან დანარჩენები არ დადიოდნენ. სკოლას შეუძლია, თავისი რესურსებით, დამატებითი მოსამზადებელი ჯგუფები შექმნას თავის წიაღში და მაქსიმალურად დაუახლოვდეს რეპეტიტორის ინსტიტუტს.  

მასწავლებლის ცოტა ნაკლები მოტივაციის ბრალია, როდესაც მოსწავლეები რეპეტიტორთან მომზადებას ირჩევენ. ხელფასის ნაკლებობაც არის პრობლემა და მეორეს მხრივ, მასწავლებელმა შეიძლება ყველა მოსწავლესთან შედეგს ვერც მიაღწიოს კლასში, ვერ მიიყვანოს მისი ცოდნა იმ დონეზე, რომ ჩააბარებინოს უნივერსიტეტში. რეპეტიტორის ინსტიტუტის უპირატესობა ისაა, რომ ცოტა მოსწავლეა ჯგუფში, რა თქმა უნდა, სკოლებში 5-ბავშვიანი კლასები არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ისეთი სკოლები, სადაც თუ ივლის მოსწავლე, შეიძლება მან მომზადების გარეშეც ჩააბაროს. რეპეტიტორები არიან ის მასწავლებლები, რომლებიც სკოლის გაკვეთილების შემდეგ მიდიან სახლში და იქ ამზადებენ მოსწავლეებს. რამდენიმე მასწავლებელმა ისიც კი თქვა, რომ არ ესმის იმ მშობლის, რომელიც ფულს იხდიან მაშინ, როცა ამ მასწავლებელთანაც ისედაც შეიძლება სწავლა და  ჩაბარება უმაღლესში, რომ თეთრი არ დახარჯონ", _ აცხადებს ზაზა გრიგალაშვილი.

დირექტორობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, სტერეოტიპი - თუ ვერ მოემზადება მოსწავლე, ის ვერ ჩააბარებს გამოცდებს  - უნდა დაიმსხვრეს, რადგან  ეს მითია.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?