ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას _ ყოფილი თანაგუნდელების ცხარე დებატები

მთავარი თემა

ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას _ ყოფილი თანაგუნდელების ცხარე დებატები

6 აპრ. 2015, 19:40:45
გასულ კვირას, G_news TV-ის გადაცემა "კვირის თემაში", ტრადიციულ დებატებში ერთმანეთის პირისპირ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდან" ირაკლი ახობაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე დასხდნენ.

დებატები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, როცა ჯინჭარაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, ახობაძე მისი მოადგილე გახლდათ (ახობაძემ "რესპუბლიკური პარტია" და კოალიცია "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა და "პატრიოტთა ალიანსში" გადავიდა).

დებატების დაწყებამდე, ჩვენს სტუმრებს კვირის შეკითხვა დავუსვით: ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის, რომელია თქვენთვის ყველაზე აქტუალური? _ ამ კითხვაზე სტუმრებს განსხვავებული პასუხები აღმოაჩნდათ:

თამაზ ჯინჭარაძე: _ არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრობლემა არ იყოს. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც, თითქმის, 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ნაკლებად ეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხის სურვილებზე იქნებოდა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება დაკონკრეტება, მაგრამ გაკეთებულთან ერთად, პრობლემებიც არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღითიდღე სრულდება ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო მოსახლეობის წინაშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტია საჭირო და მომავალში დადებითი ნაბიჯები კიდევ გადაიდგმება.

ირაკლი ახობაძე: _ მე ვიყავი "ოცნების" წევრი. ჩვენი დევიზი იყო სამართლიანობის აღდგენა. დღეს ისინი, ვინც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, ეწირებიან ამას. ორი ასეთი მაგალითი გვაქვს. "ოცნებამ" უნდა აიღოს ის პასუხისმგებლობა, მინიმუმ, რომ ეს ადამიანები, დაცულები იყვნენ.

გადაცემის სტუმრებმა ჩვენი ტრადიციული ვიდეო გამოკითხვაც ნახეს, რომელიც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა და რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ სამართლიანობის აღდგენის, დაუცველობის საკითხი ბევრს აღელვებს.

თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო თავის ბედს ვერ წყვეტს:

_ ბევრი საკითხია. ბევრი ქვეყანა თავის სტანდარტს ითხოვს. გვინდა, ორი კურდღელი დავიჭიროთ, მაგრამ ასე არ ხდება. ერთბაშად აღდგეს სამართლიანობა, არ ხერხდება. ამას ეტაპები სჭირდება. ჩვენ ვითხოვთ იმასაც, რომ დასავლეთი დაგვეხმაროს, გავხდეთ განვითარებული, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ა. შ. _ აღნიშნა ჯინჭარაძემ

_ ბატონო თამაზ, უფრო თქვენ, როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, ითხოვთ თუ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებიც თქვენს თანაგუნდელებს აკავებდნენ, აშანტაჟებდნენ, ქათმის ბუდეებში ავტომატის მჭიდებს უდებდნენ, ქონებას ართმევდნენ?

_ ამის მოთხოვნა მე, პირადად, არ შემიძლია და არ ვარ ამ კითხვის ადრესატი, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პირადად ვახლდი გოჩას ჯიქიას, როცა ქუთაისში ჩაიტანა დოკუმენტები. არ ვიცი, ეს პროცესი როდის დასრულდება. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, _ თქვა ჯინჭარაძემ.

კითხვებზე პასუხის გაცემის მოლოდინი ახობაძესაც აქვს, რომელმაც  ჩვენს გადაცემაში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კოალიცია დატოვა: _ როდესაც თვითმმართველობის რეფორმას აპირებ, როცა ამბობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან ახლოს უნდა იყოს და თავად გადაწყვიტოს ადგილობრივი პრობლემები, აქედან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლება  არ უნდა ჩაერიოს, თუნდაც, საკადრო ცვლილებებში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და ადრესატი, ალბათ, მიხვდება, ვისზეც გავაკეთე აქცენტი. ამას ემატება ისიც, რომ სამართლიანობა არ აღდგენილა და "ნაციონალები" დღესაც წამყვან და სერიოზულ თანამდებობებს იკავებენ. ვამბობ იმასაც, რომ დაუსჯელობის სინდრომია. ქვეყნაში პროცესები უკრაინიდან არ უნდა იმართებოდეს.

_ ბატონო ირაკლი, საკადრო ცვლილებებში ვინ ერევა?

_ არ აქვს მნიშვნელობა. ერთს გეტყვით, რომ ჩემი პარტიის ზედა ეშელონებიდან იყო ზარები გახორციელებული საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზაალ მამალაძესთან და იყო საუბარი, რომ არ ეთანხმებოდნენ ფრაქციის გადაწყვეტილებას, კადრებში კონკრეტული პირი სურდათ. ამას დაადასტურებენ, არ არის პრობლემა, _ თქვა ახობაძემ და აღნიშნა, რომ ის არ საუბრობს განაწყენებულის პოზიციიდან.

_ თანამდებობის გარეშე რომ დარჩით, ამან ხომ არ განაპირობა თქვენი განაწყენება?

_ არა. 8 თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში იყო კითხები, ვაქტიურობდი საკრებულოში. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩემი მოსაზრება არ გაიზიარეს. უფრო რომ დავკონკრეტდე, არაფინანსურ აქტივებში ჩასმული ჰქონდათ ნახევარი მილიონი ლარი. ეს იყო აქტივების ზრდაში _ ანუ, შევიძინეთ ქონება. ვამბობდი, რომ, როცა აშენებული არაა კულტურის სახლი, როცა თანხა ავანსადაა გაცემული, ეს არ უნდა ავსახოთ ბიუჯეტში. უმრავლესობა  არ დამეთანხმა და ფორსმაჟორში მივიღეთ ბიუჯეტი. სხვათა შორის, ის ბიუჯეტი  მივიღეთ, რომელშიც 20 დღის შემდეგ მოხდა ცვლილება.

კულტურის სახლის თემა გადაცემაში ოპონენტების დაპირისპირების მიზეზი გახდა. ახობაძემ წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ მუნიციპალიტეტს თანხის ავანსად გაცემა შეეძლო წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემდეგ და ისიც აუცილებლობის დასაბუთებით. ამავე ხელშეკრულებაში წერია, რომ მუნიციპალიტეტს თანხის ავანსად გაცემის ვალდებულება არ ჰქონდა. როგორც გაირკვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 დღეში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ კომპანიას, რომლის ხელმძღვანელი დღეს დაკავებულია და რომლის მიმართაც კითხვები ტენდერში გამარჯვებისთანავე არსებობდა, ავანსი _ 444 000 ლარი სადაზღვევო კომპანიის გარანტიის საფუძველზე ჩაურიცხა.

ახობაძის თქმით, ეს არ უნდა მომხდარიყო და დასტურად ინფრასტრუქტურის მინისტრის ინტერვიუც მოიყვანა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ კომპანიებს ავანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი საბანკო გარანტიას წარმოადგენენ.

თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ეს კანონდარღვევა არაა და გაცემული თანხის ნაწილი _ დაახლოებით, 150 000 ლარი, უკვე დაბრუნებულია. მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია დარჩენილ თანხას წლის ბოლომდე დააბრუნებს. ჩვენი შეკითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გაკოტრდა და რა გარანტია არსებობს, რომ თანხა დაბრუნდება სრულად, ჯინჭარაძემ გვიპასუხა, რომ ამის გარანტია უკვე ჩამორიცხული თანხებია.

ახობაძის თქმით, ხელშეკრულებაში გარკვევით წერია უპირობო საბანკო გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა მაშინვე, ყოველგვარი პირობისა და გეგმა-გრაფიკის გარეშე უნდა დაბრუნებულიყო.

გადაცემაში ჯინჭარაძემ მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს გაუსვა ხაზი. მისი ინფორმაციით, 2013 წელს მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ 776 ოჯახს გაეწია დახმარება, 2014 წელს _ 788 ოჯახს.

_ წელს მატება გვაქვს. 2013 წელს 13 ოჯახს დავეხმარეთ სახლის შეკეთებაში და გამაგრებით სამუშაოებში, დაიხარჯა 20 000 ლარი. 2014 წელს ოჯახების რაოდენობა გაიზარდა და 27 ათასი ლარი გაიცა.

დებატების დროს საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც წერია, რომ 2012-2013 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაციებს ფანქრით ავსებდნენ. ახობაძის თქმით, ის დიდი ხანია ელის ამ საკითხის საკრებულოზე განხილვას. თამაზ ჯინჭარაძემ კი აღნიშნა, რომ დასკვნას, რომელიც რამდენიმე თვეა, აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის შესახებაც "გურია ნიუსი" ბევრჯერ წერდა, საერთოდ არ იცნობს და უფრო, მეტიც, არც კი გაუგია მის შესახებ რაიმე.

_ არ ვიცნობ ამ დასკვნას. ვერ გავიგე რაზე საუბრობთ. "გურია ნიუსს" კი ვკითხულობ, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს, _ გვითხრა  ჯინჭარაძემ.

ახობაძის თქმით, ამ დასკვნაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებლობას გარკვეულ წილად თავადაც იღებს:

_ დასკვნაში ხაზგასმული იყო ტექნიკური უცოდინარობის შემთხვევები, _ თქვა ახობაძემ.

_ ბატონო ირაკლი, ფანქრით შევსებული დოკუმენტაცია, იმ სამსახურში, რომლის ხელმძღვანელიც აუდიტის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს და რომელიც ფინანსებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განაგებდა, ტექნიკური პრობლემაა?

_ ესეცაა და არაპროფესიონალიზმიც. ამას ვაღიარებ, მაგრამ დღესდღეობით, იმ სამსახურში მომუშავე პირებს კონკურსი აქვთ გავლილი.  საინტერესოა, გასაუბრების დროს რა კითხვები დაუსვა ამ ადამიანებს საკონკურსო კომისიამ. ამიტომაც ველოდებით განხილვას. როგორც ვიცი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ განიხილა, მაგრამ მე ვერ ვნახე დასკვნა, რომ ჩვენმა ფრაქციამაც განიხილოს.

თამაზ ჯინჭარაძემ კი აღნიშნა, რომ ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს:

_ ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს ამის გამო. არანაირი პრობლემა არაა, ფანქრითა შევსებული თუ სხვა რამით. თუკი შემოვიდა აუდიტის სამსახური, იქნება დაფიქსირებული და ჩემთვის ცნობილი იქნებოდა ყველაფერი. ოპოზიციის მხრიდან ძალიან ადვილია საუბარი. იქ სერიოზული გადაცდომები არ იქნებოდა.

_ ბატონო თამაზ, რა პოლიტიკაზე შეიძლება საუბარი, როცა ეთერში გაირკვა, რომ გამგებლის მოადგილე, რომელიც ერთი წელი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, არ იცნობს დასკვნას, რომლის შესახებაც ბევრი დაიწერა და არა მარტო "გურია ნიუსში".

_ და რას წერდა ასეთს?! თუ იმ დასკვნაში მხოლოდ ის წერია, რომ დოკუმენტაცია ფანქრით ივსებოდა და დანარჩენი პრობლემა არ იყო, მაშინ ძალიან კარგი დასკვნა ყოფილა.

ახობაძეს და ჯინჭარაძეს შორის განსაკუთრებული დაპირისპირება საბავშვო ბაღების თემამ გამოიწვია. გასულ წელს გარემონტებული ბაღების შესახებ საუბრისას (რომლის საქმეს ამ დრომდე იძიებს ფინასური პოლიცია "გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიების საფუძელზე), გაირკვა, რომ ამ სფეროს ირაკლი ახობაძე კურირებდა. გაირკვა ისიც, რომ ახობაძე ამ საკითხის განხილვას საკრებულოში ითხოვს.

_ მე ეს თემა საკრებულოში ორჯერ დავაყენე, _ თქვა ახობაძემ.

_ რომელი თემა დააყენეთ, ბატონო ირაკლი. გაკვირვებას, გაოცებას ვერ ვმალავ, რადგან პროექტის ავტორებთან გქონდათ პირდაპირი კონტაქტი. თქვენთან შეთანხმებით დაპროექტდა ეს ყველაფერი და თქვენთან შეთანხმებით გაფორმდა ხელშეკრულება. პირდაპირ თქვენ მოგანდეთ ეგ საქმე, თქვენ გენდობოდით და რა შეიტანეთ საკრებულოზე _ ის თემები, რომელსაც თქვენ კურირებდით?! თქვენ და დათო შარაშიძე?! უკვე ბევრი ვთქვი ამ თემაზე და ყველაფერს ვერ ვიტყვი, _  გაღიზიანება ვერ დამალა ჯინჭარაძემ და რამდენჯერმე დააკონკრეტა _ "ბაღებს შევეშვათ, გეუბნებით!"

ახობაძეს არ უარუყვია, რომ ამ საქმეს კურირებდა, თუმცა, აღნიშნა, რომ პრიორიტეტების დოკუმენტი ინფრასტრუქტურის სამსახურმა მოამზადა, რომელიც მიიღო მაშინდელმა საკრებულომ, გაიგზავნა  თბილისში და მთავრობამ დაამტკიცა.

_ ბატონო ირაკლი, ინფრასტრუქტურის სამსახურმა სხვისი საკუთრების გარემონტება პრიორიტეტებში  ჩასვა?

_ კი. არ გვქონდა საკუთრებაში და ის ბაღი ჩაისვა სარემონტოდ.

_ და თუ ეს იცოდით, რატომ არ დაინტერესდით?

_ როგორ არა, მე ეს საკითხი დავაყენე...

_ ბატონო ირაკლი, თუ ამ თემას კურირებდით, მიხვედით და ნახეთ ე. წ. გარემონტებული ბაღი, სადაც კარი კედლების გარეშე ჩასვეს, რატომ არაფერი თქვით? ეს პრობლემა არ იყო თქვენთვის?

_ კი, როგორ არ იყო. საკრებულოზე სხდომაზე სწორედ ეს ვთქვი, თუ რატომ არ იყო კედელი და იყო კარები.  ვინ მიიღო ეს პროექტი? _ თქვა ახობაძემ, რომელსაც ჯინჭარაძემ ურჩია რომ საუბარი აღარ გაეგრძელებინა.

_ ირაკლი, ამიტომ გეუბნებით ბაღების თემას შევეშვათ,-მეთქი. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს თქვენ აკონტროლებდით. როგორც კი ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო ეს პროექტი, მეორე დღეს თქვენ დაინიშნეთ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად, მანამდე კი იყავით სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და იცოდით, რომ დღე-დღეზე  უნდა ყოფილიყავით ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი. შესაბამისად, პირდაპირ კონტროლს უწევდით ამ ყველაფერს. მე თქვენ კი არ გადანაშაულებთ, მაგრამ ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, არ შეიძლება!

_ ბატონო თამაზ, თქვით, რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება, რას გულისხმობთ?

ჯინჭარაძემ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა და აღნიშნა, რომ ბაღებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყოფილ გუბერნატორს გიორგი ჩხაიძესაც უნდა აეღო, რადგან სწორედ მისი მითითებით ჩაისვა რამდენიმე ბაღი გასარემონტებელთა სიაში (ამ საკითხზე გიორგი ჩხაიძემ ჩვენს გადაცემაში გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო, რომელ ბაღს და როგორ არემონტებდა ადგილობრივი ხელისუფლება. ავტ).

თამაზ ჯინჭარაძის თქმით, მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა ახობაძემ, რომ კარი კედელების გარეშე იყო პროექტში ჩასმული, თუმცა, დააზუსტა, რომ ახობაძე  ყველა დეტალის განხილვაში იყო ჩართული.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...
  • ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი - გერმანიის ელჩიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა. „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს  მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის" მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია  იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ.  მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში.  ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ  ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ.  ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის   საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...