დეპუტატ კვაჭანტირაძის ბიზნესპარტნიორი _ გურიის გუბერნატორობის ახალი კანდიდატი

მთავარი თემა

დეპუტატ კვაჭანტირაძის ბიზნესპარტნიორი _ გურიის გუბერნატორობის ახალი კანდიდატი

2015 აპრ 17 17:31:23

პრემიერ-მინისტრის მიერ „გურია ნიუსისთვის“ მიცემული კომენტარის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორის ვინაობა ამ დღეებში უნდა დაასახელოს: „გურიის გუბერნატორს დაახლოებით, ორ კვირაში წარვადგენ,“ _ გვითხრა პრემიერმა 3 აპრილს.

ორი კვირა უკვე გავიდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გურიის გუბერნატორს ხუთშაბათამდე აუცილებლად წარადგენს.

ამავე წყაროს თქმით, გურიის პირველი პირის კანდიდატებს ახალი კანდიდატურა დაემატა_ საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია.
კუნჭულია ოზურგეთიდანაა, თუმცა, როგორც გვითხრეს, სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონთან შეხება არ ქონია.

ამჟამად იგი საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარეა (მისი მოადგილე ოქრუაშვილის თანაგუნდელი ზვიად კორძაძეა). კუნჭულია, ასევე
ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელია საქართველოში.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998-99 წლებში გაიარა სტაჟირება ხარისხის მენეჯმენტის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში.

არის ააიპ „ხარისხის ნიშნის“ დამფუძნებელი და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტი.

ჩვენი წყაროს ამბობს, რომ კუნჭულიას კანდიდატურა პრემიერს გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარუდგინეს.
ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჭკუასელის თქმით, კუნჭულიას შესახებ არაფერი სმენია, არ იცნობს და შესაბამისად, მხარს არ უჭერს. იგივე გვითხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემაც.

ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განიხილება და იმ შემთხვევაში, თუკი ასე მოხდება, კუნჭულიას „მხარს დიდი სიამოვნებით“ დაუჭერს.

კვაჭანტირაძეს და კუნჭულიას ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ისინი ბიზნესპარტნიორებიც არიან.
შპს „მაკროს უორლდ ჯორჯიაში“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, ზვიად კვაჭანტირაძე და გრიგოლ კუნჭულია 25-25 პროცენტს ფლობენ. 2010 წლის ამონაწერის თანახმად, კვაჭანტირაძე აღნიშნული კომპანიის ერთპიროვნული ხელმძღვანელია.

მეორე კომპანია „ქართული ხარისხია“, რომელიც 2003 წლის მარტში დაფუძნდა _ 2010 წლის მონაცემებით კვაჭანტირაძე ამ კომპანიის გამგეობის წევრი და ხელმძღვანელი იყო.
მესამე კომპანია „საქართველოს ხარისხის ფონდია“, რომელიც 2003 წლის მარტშია დაფუძნებული. ამ კომპანიის პრეზიდენტი კუნჭულიაა, გამგეობის წევრები კი გიორგი ისაკაძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

პირადად კუნჭულია რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.  "ხარისხის ნიშანი" 2011 წლის მარტშია დაფუძნებული. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი კუნჭულიაა.

„გლობალ ტრეიდინგი“ დაფუნებულია 2012 წლის სექტემბერში. ამ შპს 50%-იანი წილის მფლობელია კუნჭულია, დანარჩენ 50%-ს დიმიტრი კორთხონჯია ფლობს.

შპს „იმპექს თრეითინგი“ დაფუძნებულია 2013 წლის ნოემბერში, კუნჭულია დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

თავად კუნჭულია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი შესაძლო გუბერნატორობის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო:

_ პირველად მესმის. ეს ვინ გითხრათ _ ზვიად კვაჭანტირაძემ?!

_ ბატონო გრიგოლ, ჩვენ გვითხრეს, რომ მხარს თემურ ჭკუასელი და ზვიად კვაჭანტირაძე გიჭერენ და სწორედ მათ წარგადგინეს პრემიერთან...

_ არ ვიცი, მე არაფერი გამიგია, _ გვითხრა კუნჭულიამ.

პ.ს. რამდენიმე თვის წინ საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო პალატების გადაწყვეტილებით საქართველო-უკრაინის ბიზნეს საბჭო შეიქმნა. ახლადშექმნილ საბჭოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან თანათავმჯდომარედ გრიგოლ კუნჭულია დაინიშნა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის საკრებულომ კურორტ გომისმთას სახელი განკარგულებით მიანიჭადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  გასვლით სხდომაზე, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა,  კურორტ გომის მთისთვის,  სახელის  „გომის მთა“  მინიჭება განკარგულებით  დაამტკიცა. საკრებულოსვე გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკრებულო შუამდგომლობას წარუდგენს დასახლების - დაბა გომისმთის შექმნის თაობაზე. შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ახალი ადმინისტრაციული ერთეული, დაბა  გომისმთა, ... ...
  • მერია: ერთი თვის არამალფუჭებადი საკვები გაიცაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, მუნიციპალიტეტში რსებული ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა 1 თვეზე ნორმით გათვლილი, არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად ... ...
  • საგანგებო ვითარებაში - საგანგებო ბიუჯეტიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა, 30 მარტს, ხელოვნების სასახლეში გაიმართა. სხდომის ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარების მიზანი სოციალური დინსტანციის დაცვა იყო. წინასწარ ჩატარდა დარბაზის დეზინფექცირება, გატარდა ყველა ზომა ჯანდაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის შესაბამისი წესების დასაცავად. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებაც _ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში უნდა გაითვალისწინონ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, საგანგებო ბიუჯეტის პროექტი, პროგრამული კოდით „01 07“ _ „საგანგებო ბიუჯეტი“. აღნიშნულ კოდში დაფინანსდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 1 თვის საკვები პროდუქტების შეძენა; მარტოხელა ხანდაზმული ასაკის მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების შეძენა; სანიტარულ-ჰიგიენური ინვენტარის შეძენა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის საჭირო საწვავის (ბენზინი, დიზელი) შეძენა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამისი დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პროცედურას. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგის სხვა საკითხებიც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი რიგგარეშე გასვლითი სხდომა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დღის 12 საათზე, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით ... ...
  • 2019 წელს საქართველოში 1762-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე _ გოგოსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ახალშბობილთა რაოდენობა 48 296 ბავშვით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დაბადებულთა შორის ბიჭების რაოდენობა 1762-ით მეტია ახალშობილი გოგოების რაოდენობაზე. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო დაიბადა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ბავშვი გასულ წელს თბილისში დაიბადა (16 0220), ხოლო ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გასვლით სხდომას ატარებსოზურგეთის საკრებულოს გასვლითი სხდომა დღეს ფოლკორის ცენტრში იმართება, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანცირება და უსაფრთხოების ზომები. სხდომის დაწყებამდე დეპუტატები თანდათან მოგროვდნენ  შესასვლელთან,   სადაც თითოეული   მათგანი პრევენციის მიზნით   დადგენილი ნორმებით მოქმედებდნენ და ვიზუალურადაც  განსაზღვრული ეტიკეტით გამოიყურებოდნენ - თითოეულს ეკეა პირბადე და ხელთათმანები. _განწყობა პოზიტიური გვაქვს.  ვმუშაობთ,  ვცდილობთ,  დაბრკოლება არ შეიქმნას და გავუძლოთ ამ ურთულეს გამოწვევას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, - გვითხრა ოზურგეთი მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.   საკრებულოს სხდომის გახსნისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა აუცილებელია ზუსტად უნდა შესრულდეს მთავრობის ყველა რეკომენდაცია. _ დღეს ჩვენი შეკრება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, იგეგმება ბიუჯეტში ცვლილება. დაახლოებით 11 მილ. ლარამდე დამატებით ახალ ინფრასტრუქტურის მშენენებლობას მოხმარდება. მუნიციპალიტეტმა უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს რთული პერიოდი შევამსუბუქოთ. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს რათა, წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა, მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან, _ თქვა მან საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად სულ 12 საკითხია შეტანილი. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...