ფოთის პორტში შემცირებები გრძელდება

მთავარი თემა

ფოთის პორტში შემცირებები გრძელდება

2011 დეკ 21 07:48:37
ფოთის პორტის თანამშრომელთა უმრავლესობა, რომელთაც სამსახურის დატოვება მოუხდათ, გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ, რაც პორტის მხრიდან, გარკვეული პერიოდით, მათი ფინანსური უზრუნველყოფითაა განპირობებული.

ამბობენ, რომ პრეტენზიებით და ქუჩაში წივილ-კივილით, მაინც ვერაფერს მივაღწევთ და იმ ერთ წლიან ანაზღაურებასაც დავკარგავთ, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დაგვენიშნაო.

მიმდინარე წლის აპრილში, არაბული "რაკ ინვესტმენტისგან", კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციების 80%, კომპანია IPM ტერმინალს-სმა, დანიური კომპანია "მაერსკის" შვილობილმა კომპანიამ შეისყიდა. შესაბამისად, შეიცვალა მენეჯმენტი. ამ დროიდან მოყოლებული, შესაძლო მასიურ შემცირებაზე მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა, ერთიანად მსგავსი რამ აქამდე არ დაფიქსირებულა.

კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" 387 თანამშრომელი გასულ კვირას შეამცირა. ინფორმაცია ამის შესახებ, ნავსადგურში ოფიციალურად არ დაადასტურეს და ჟურნალისტებისთვის პრეს-რელიზის შესაძლო დაგზავნის დაპირებით დაკმაყოფილდნენ. მოგვიანებით, მედიისთვის განმარტება, ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ გააკეთა. ლემონჯავას განცხადებით, მასიური შემცირება, დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, თუმცა, ახალი მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ამ ვადამ წლის ბოლომდე გადმოიწია.

"კომპანიის, რომელიც კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციების 80%-ის მესაკუთრე გახდა, მენეჯმენტი ფიქრობდა მიმდინარე წლის მაისში 700-მდე თანამშრომლის შემცირებას. კონსულტაციები იყო ჩვენთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და წლის ბოლომდე თავი შეიკავეს ამ პროცედურისგან. დიალოგის რეჟიმში, ნელნელა შეიმუშავეს სოციალური დაცულობის პროექტი იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც შემცირდებოდნენ.

საბოლოოდ, მათ გაათავისუფლეს 387 თანამშრომელი, რომელთაგან 246 პენსიონერია, ან უკვე საპენსიო ასაკისაა. გათავისუფლებულ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, სტაჟის მიხედვით, მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა სხვა სამსახურებში, ერთი წლის განმავლობაში, 50-დან 90%-მდე მიეცემათ შრომის ანაზღაურება. ხოლო, ერთ წლამდე სტაჟის მქონე ადამიანებს, ერთდროულად მიეცემათ ოთხი თვის ანაზღაურება," _ აცხადებს ლემონჯავა.

ფოთის მერის განმარტებით, გარდა შრომის ანაზღაურებისა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს დაენიშნებათ სამედიცინო დაზღვევა და მოხდება არასაპენსიო ასაკის ადამიანების პროფესიული გადამზადება, რაც მათ შანსს მისცემს სამსახურებში აღიდგინონ თავი.

"არის საუბარი მათ დაზღვევაზე ერთი წლის ვადით და პროფესიულ გადამზადებაზე ერთი წლის განმავლობაში, რომლის თანხასაც გადაიხდის საზღვაო ნავსადგური.

საზღვაო ნავსადგურს, ამ ეტაპზე, აქვს ტექნიკური პერსონალის 43 ვაკანსია. ის ეძებს ამ თანამშრომლებს და ფიქრობს, რომ 3-4 თვეში, ინვესტიციების ფონზე ექნება კიდევ 150 ვაკანსია. ანუ, არასაპენსიო ასაკის შემცირებულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, რომ ისინი პროფესიულად მოემზადონ და დაბრუნდნენ სამსახურებში," _ განაცხადა ვახტანგ ლემონჯავამ.

იურისტის, გიორგი მოისწრაფიშვილის განმარტებით, გათავისუფლებული თანამშრომლები, პორტის ხელმძღვანელობასთან სამართლებრივ დავაში ვერ შევლენ, რადგან, ადმინისტრაციამ მათთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას შრომის კოდექსი მოითხოვს.

სხვადასხვა დროს გათავისუფლებული თანამშრომლების რიცხვი, ამ დროისთვის არაოფიციალური დათვლით, 600-მდეა და საბოლოოდ, ალბათ, ეს ციფრი 700-ს მიაღწევს, რაც არამარტო ფოთის სოციალურ ფონზე, არამედ მეზობელი გურიის რეგიონზე და სამეგრელოს სხვა რაიონებზეც უარყოფითად აისახება _ გათავისუფლებულთა შორის, არაფოთელებიც მრავლად არიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "არგომედიას" ხელმძღვანელის, ირაკლი აბსანძის განმარტებით, IPM ტერმინალს-მა ფოთის პორტში შემოსვლისთანავე განაცხადა შტატების შემცირების თაობაზე და მოულოდნელიც არაფერი ყოფილა: "ჩვენთან საუბრებში გათავისუფლებული თანამშრომლებიც კი ადასტურებენ, რომ შტატი გაბერილი იყო. სამწუხაროა, რომ ადამიანები ზამთრის პირას უსამსახუროდ დარჩნენ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, კომპანია განსაზღვრული დროის განმავლობაში სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს ყოფილ თანამშრომლებზე, რაც საქართველოს შრომის ბაზარზე ძალიან იშვიათად ხდება. სახიფათოა ტენდენცია, როცა არსებული რეალობის არაადექვატურად წარმოჩენა ხდება _ ფოთში დასაქმების მხრივ ვითარება რთულდება, ქვეყნის ხელისუფლება კი აქაურობას ლამის დასაქმების ოაზისად მოიხსენიებს. ეს რომ ასე არაა, ძალიან კარგად ჩანს დევნილების ახალი რაიონის მაგალითზე, სადაც, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია," _ აცხადებს აბსანძე.

ამ ეტაპზე, დაუსაქმებელ ფოთელთა რიცხვს, ათასობით დევნილია მიმატებული, რაც ქალაქში სოციალურ ფონს უფრო ამძიმებს. არადა, ხელისუფლების მხრიდან, წლებია გვესმის, რომ ფოთი, მეზობელი რეგიონების 100%-ინი დასაქმების გარანტიც კი იქნება. შედეგი, როგორც თავშივე ვნახეთ, აბსოლუტურად განსხვავებულია.




 ახალი ამბები
  • მამაკაცმა დედა და და მოკლასოფელ ჭოპორტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილების ოჯახის წევრია. მამაკაცმა საკუთარი დედა და და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო. ... ...
  • რა საკითხს განიხილავენ ლიხაურლები დაანონსებულ სოფლის კრებაზეარასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძის ინფორმაციით, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა,  „კავკაზუსცემენტმა“ აჭის ხეობაში,   ისევ გააგრძელა  ქვიშა- ღორღის ამოღების პროცესი. გორდელაძე მედიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას ლიცენზია აქვს მოპოვებული, მაგრამ ლიხაურელები ქვიშა-ღორღის ამოღებას აჭის ხეობაში მათ არ დაანებებს. ლიხაურელები აცხადებენ, რომ ,,კავკაზუსცემენტთან,, მოლაპარაკებაზე იმ შემთხვევაში დაჯდებიან თუ ისინი აჭის ხეობას შეეშვებიან და აქ სამუშაოებს შეწყვეტენ და ლოკაციას სხვა ადგილზე აჭის ხეობის იქეთ მოძებნიან. სოფელ ლიხაურში დაგეგმილია სოფლის კრების ჩატარება, სადაც ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ... ...
  • ზვავსაშიშროება_ გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია.   აკრძალვის მიზეზი  ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული  ზვავსაშიშროებაა. ... ...
  • ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს_ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა. ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს  2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ყოფილი  თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები. გამდიდრების ქრონოლოგია 2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა: 100.1 კვ.მ.  ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო; 2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 $-ად შეძენილი 293 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 $-ის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან; 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა. 2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც მან, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა. საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ: 2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში. 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ.  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში. იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში. 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში. 2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ. კოტეჯი შეიძინა. ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. რატომ არის საეჭვო ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ქონების დაგროვება? მაღალი თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვო გარემოებაა. მისი ახალი სამსახური – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – ოფიციალურად არაანაზღაურებადია. ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო. მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული. თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში. საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები. სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40,000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110,000 დოლარად არის შეფასებული. ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან (ივლისი) ერთვება, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს. 2019 წლის 3 ივლისს მან უსასყიდლოდ მიიღო შპს “ჯორჯიან ვინგზის” 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპს “სანლე გრუპ", რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს “რთველისი” – 25%. მანამდე ის 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე ფლობდა შპს “ნიუ ჰელსის” 51% წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო. ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთად  “დაცვითი საქმიანობით” დაკავებული შპს “ლეგიონი 2016” დააფუძნა. ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-ს, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა. არაკეთილსინდისიერად შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ალექსანდრე ჭიკაიძეს 2012 წლიდან მოყოლებული  ქონებრივი მდგომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 დეკლარაცია, კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული: ბოლო, 2018 წლის დეკლარაციაში მან არ ჩაწერა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში შეიძინა 2.300 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწა. 2017 წლის დეკლარაციაში მან არ ახსენა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 4 ნოემბრამდე ფლობდა შპს “ლეგიონი 2016-ის” 49%-იან წილს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემული არ ჰქონდა (მუხლი 13(6)). 2017 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიიღო 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2018 წლის დეკლარაციაში ასახა.  ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ იქნა დარღვეული კანონი. ... ...
  • საგზაო დეპარტამენტის ჩინოსნის ვიზიტი კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობასთანგზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე თევდორაძე სუფსაში ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, ვინაც  ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო  თანხაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. ალექსანდრე თევდორაძემ  ადგილზე, მოსახლეობასთან შეხვედრით, სცადა გარკვევა თუ რა კონკრეტული პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს. საქმე ისაა, რომ  ახალი ავტობანის  მიმდებარე  მიწის ნაკვეთები  ხელისუფლებამ, კერძოდ კი გზების დეპარტამენტმა მოსახლეობისგან უკვე შეისყიდა გარკვეულ ფასად.  უფრო სწორად, ხალხს შესთავაზეს კონკრეტული ფასი, რომელიც 2018 წლიდანვე დავის საგნად იქცა.  მოსახლეობა ირწმუნება, რომ შეთავაზებული თანხა ცოტაა და ამავე კატეგორიის მიწებზე სხვა ადგილებზე გაცილებით მეტი საკომპენსაციო თანხები გაიცა.     სადაო  მიწები ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს, რომლებსაც მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის _ მიაჩნიათ ადგილობრივებს და წლებია საკითხს სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებენ, თუმცა როგორც ტავად ამბობენ შედეგი ამ დრომდე არ ჩანს და პროკურატურაში გასაჩივრებული ეს საქმე სუფსის პოლიციას გადაეცა განსახილველად. ადგილობრივების სახელით სტუმარს  პრობლემის არსის თაობაზე ქალბატონმა ხათუნა გუჯაბიძემ მიმართა და დაწვრილებით სცადა აეხსნა თუ რა ხდება რეალურად. როგორც გავარკვიეთ, საგზაო დეპარტამენტის ჩინოსნის ვიზიტის მიზანიც საქმეში გარკვევა იყო, მაგრამ არა გვგონია მას არ სცოდნოდა  რაზე აქვთ ამ ადამიანებს პროტესტის გრძნობა. ბატონმა ალექსანდრემ დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, რომ ნაკვეთის შეფასება დეპარტამენტის მოვალეობაში არ შედის, ვინაიდან ამ საქმეს, ანუ განსახლების გეგმას ადგენს ის კომპანია, რომელმაც დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს და სწორედ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება საკონპენსაციო თანხების გაცემა. აღინიშნა ისიც, რომ მიწის ფართობები კატეგორიების და სხვა უმარავი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და შესაბამისად საკონპენსაციო თანხებიც ამის მიხედვით გაიცემაო. ჰოდა, პასუხისმგებლობა სწორედ იმ კომპანიას აკისრია ვინც განსახლების გეგმა შეადგინა და დეპარტამენტი არაფერ შუაში არისო, დასძინა. სტუმარმა ვინაიდან ბოლომდე ვერ გაარკვია კონკრეტული მოთხოვნების სამართლიანობის საკითხი, დაიგეგმა, რომ უახლოეს დღეებში შედგება მუშა შეხვედრა, სადაც არგუმენტირებულად მოხდება საკითხების შესწავლა, რომელსაც დაესწრებიან აგრეთვე იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც მოახდინეს საკომპენსაციო თანხების ოდენობის განსაზღვრა მოსახლეობის საყანე ფართობებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...