მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში (ფოტოები)

მთავარი თემა

მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში (ფოტოები)

2015 აპრ 19 18:18:36

ქალაქ თელავში 17 აპრილს „მდგრადი ენერგეტიკის დღე“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა თელავის #1 საჯარო სკოლასა და კავკასიონის ქუჩაზე განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტები.
თელავის #1 საჯარო სკოლაში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტი ითვალისწინებდა ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა: სკოლის სხვენის თბოიზოლაცია (1150 კვ.მ.); სკოლის განათების სისტემის შეცვლა LED და ენერგოეფექტური ნათურებით; გათბობის სისტემის მოდერნიზაცია, კერძოდ კი, დიზელზე მომუშავე გათბობის სისტემის გადაყვანა ბუნებრივ აირზე, რაც გაცილებით ეკონომიურია და ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ხოლო კავკასიონის ქუჩაზე განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა მანამდე არსებული განათების მოძველებული და ხარჯიანი სისტემის შეცვლა შუქდიოდური (LED) განათებით.

თელავის სკოლის შენობის წლიური ენერგოდანახარჯები გათბობასა და განათებაზე საკმაოდ მაღალი იყო და საშუალოდ წელიწადში 13,000 ლარს შეადგენდა. თელავის #1 საჯარო სკოლის პროექტი მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ენერგოდანახარჯების და გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება, ამასთან კომფორტის დონის ამაღლება და ამავდროულად გარემოზე მავნე ზემოქმედების შერბილება.

თელავის კომპონენტი ასევე ითვალისწინებდა თელავში, კავკასიონის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის განათების სისტემის შეცვლას LED–განათებით. სადემონსტრაციო პროექტამდე ექსპლუატაციაში იყო 74 რუსული წარმოების ნათურა, რომლის წლიური ხარჯიც წელიწადში თელავის ბიუჯეტს 13,000 ლარზე მეტი უჯდებოდა. პროექტის დასრულებისა და LED– განათების დამონტაჟების შემდეგ უკეთ განათდება კავკასიონის ქუჩაზე მდებარე საბავშვო მოედანი. ამდენად, მიღწეული იქნება ეკონომია უკეთესი ხარისხის განათების ხარჯზე. ენერგოეფექტური სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის ბიუჯეტი შეძლებს, ყოველწლიურად დაზოგოს დაახლოებით 6700 ლარი მხოლოდ არსებული განათების სისტემის ენერგოეფექტურად დაზოგვის შემდეგ. გარდა ამისა, 2–ჯერ შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა.

სამუშაოები ჩატარდა „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „BP საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში. პროექტი განახორციელა კავშირმა,  „ენერგოეფექტურობის ცენტრმა“.

„ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და „მერების შეთანხმების“ კოორდინატორი გიორგი აბულაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

„მერების შეთანხმება“ არის გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესამცირებლად მიმართული. თელავში განხორციელებული პროექტები ერთის მხრივ, ენერგოკომპანიისთვის შემცირებულ გადასახადს ნიშნავს, ხოლო სკოლაში გაკეთებული თბოიზოლაცია - სკოლის ბიუჯეტის დაზოგვას. საქართველოს 11 ქალაქში მიმდინარეობს მსგავსი პროექტები. პირველად, 2010 წელს, თბილისში  განხორციელდა. მას შემდეგ კიდევ 10 ქალაქი შეუერთდა ამ შეთანხმებას: გორი, თელავი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, სტეფანწმინდა, ბოლნისი, თიანეთი.
ამ ტიპის განათების სისტემის შეძენა ძვირი ჯდება, თუმცა წელიწადნახევრის ექსპლუატაციის განმავლობაში, ენერგიის გადასახადების შემცირებით მიიღება  იმხელა ეკონომია, რომ ფარავს დამატებით გადახდილ ღირებულებას. ამ ქუჩაზე 40 % -ით შემცირდა ენერგიის მოხმარება. წარმოიდგინეთ, ყველა ქალაქში რომ იყოს მსგავსი განათება, რა რაოდენობის ენერგია დაიზოგება! მხოლოდ გარე განათებებით არ შემოვიფარგლებით. სხვა პროექტები ადგილობრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული. პროექტები შემდგომში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით, ან საკრედიტო დაფინანსებით. ჩვენი ამოცანაა, ამ პროექტებით დემონსტრირება მოვახდინოთ და ქალაქის თვითმმართველობა და მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიებს ეკოლოგიურ ეფექტთან ერთად მოაქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი“, _ამბობს გიორგი აბულაშვილი.

სხვა აქტივობებთან ერთად, პროექტი მოიცავს განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ფართო დანერგვას საზოგადოებრივი და სოციალური დანიშნულების დაწესებულებებში და იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოში სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ენერგოდანახარჯების შემცირება, კომფორტის დონის ამაღლება და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, რომლებსაც ევროპული ინიციატივის - “მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული აქვთ ვალდებულებები, როგორიცაა მათ ტერიტორიებზე 2020 წლისთვის 20% ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება და 20% სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა. თელავი წარმოადგენს „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს და მომავალში გეგმავს სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა მუნიციპალურ ობიექტზე.

თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, განხორციელებული პროექტი თელავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორიცაა მის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის შემცირება და სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების 20%-ით გაზრდა:

„ქალაქი მდგრადი განვითარების პროექტებზე, მოძრაობის განტვირთვაზე მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას. ასევე ვმუშაობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება“, _ გვითხრა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.

„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ფარგლებში, თელავის #1 საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, ეკო-კლუბის მოსწავლეების მონაწილეობით ე.წ. ‘ფლეშ-მობი’ და სადემონსტრაციო პროექტის პრეზენტაცია.




 ახალი ამბები
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...
  • გვარამიამ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო _ ხალვაში რ2-ში განვითარებულ მოვლენებზე"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევათვაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან,სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა, აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!" _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...