"გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიების შედეგი _ ბაღების მშენებლები დააკავეს

მთავარი თემა

"გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიების შედეგი _ ბაღების მშენებლები დააკავეს

2015 აპრ 22 14:10:53

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ  დაუფლებისთვის  ფაქტზე შპს ,"შემოქმედმშენის" დირექტორი გია შილაკაძე და შპს "ჯორჯიან კომპანის" დირექტორი ვალერიანი კაკურია დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „შემოქმედმშენი“, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშერულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე.

2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შპს „შემოქმედ მშენმა“ თავისმხრივ დაუკვეთა შპს „ჯორჯიან კომპანი“-ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების  მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე.

შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები. 

ასევე დადგენილია, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

 ფინანსური პოლიცია „გურია ნიუსის“ ჟურნალისტური გამოძიებით „როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები“ 2014 წლის ნოემბერში დაინტერესდა.

ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუტარდა. 2014 წლის 25 აგვისტოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 25 აგვისტოს ჩაიბარეს შპს "შემოქმედმშენსა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 11 ივნისს გაფორმებული #160 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოები.

შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალის თანახმად, მოეწყო წყალსაწრეტი ღარები, მილები და ძაბრები, შეკეთდა არსებული იატაკი ლამინატის მოსაწყობად, დაიგო ლამინატი, მეთლახი,  მოაბათქაშეს შიდა კედლების დაზიანებული ნაწილი ქვიშა-ცემენტით და შეიღება  წყალემულსიის საღებავით, ჩაისვა ახალი კარები.

ეს ყველაფერი ქაღალდზე, რეალობა კი აბსოლუტურად სხვა დაგვხდა _ დაგებულ ლამინატზე გავლა თითქმის შეუძლებელია _ არასწორად, უხარისხოდ დაგებული იატაკი თვალში საბავშვო ბაღში შესვლისთანავე მოგხვდებათ.  "პლინტუსები" ალაგ-ალაგაა მიკრული, სამზარეულოში  გაზის გამათბობელს მილი შეერთებული არ აქვს. კარგი მდგომარეობა არც საპირფარეშოებშია.

#1 ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ საქმის კურში ყველა ჩააყენა:

"ძალიან ცუდი ხარისხითაა სამუშაოები შესრულებული. ახალჩასმული კარი უკვე გაფუჭებულია, რამდენიმე ადგილზე სამუშაოები დაუსრულებელია. გვპირდებიან, რომ გააკეთებენ, თუმცა, როდის, არავინ იცის. ამბობენ, რომ თანხა ცოტა იყო და რაც თანხაში ჩაჯდა სამუშაო, ის გააკეთეს. თავად ხედავთ, რაც არის გაკეთებული“.

ამ რეალობის ფონზე, 2014 წლის წლის 1 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ჯგუფმა საბავშვო ბაღის "რეაბილიტირებული" შენობა შენიშვნების გარეშე ჩაიბარა, სსს დაწესებულება "მომავლის" დირექტორი ნინო ბარამიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას წერს, რომ შესრულებულ სამუშაოებზე პრეტენზია არ გააჩნიათ.
თუმცა, ბარამიძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ პრეტენზიები ბევრი აქვს და ამის შესახებ ყველა საქმის კურშია:

_ მე რა შემეძლო? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პრობლემებია, თუმცა, წერილში, რომელიც გამგებელს მივწერე, აღნიშნული მაქვს, რომ შესრულდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები. რა თანხაც იყო, იმ თანხით გაკეთდა.

_ ქალბატონო ნინო, წერილში წერთ, რომ შესრულებულ სამუშაოებზე პრეტენზია არ გაგაჩნიათ...

_ ჩემი პრეტენზიები ყველგან დავაფიქსირე. ჩემს გარდა, კომისიამ ჩაიბარა სამუშაოები. ვიცი, რომ პრობლემაა, მაგრამ ეს არის ის, რაც გამოყოფილ თანხაში გაკეთდა" _ დააზუსტდა ბარამიძემ.

იმას, რომ #1 ბაგა-ბაღში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ლომთათიძემ. მისი თქმით, "პრობლემა არსებობს, სამუშაოც უხარისხოდ შესრულდა, თუმცა, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩოხატაურში იციან"(?!).
აღნიშნული სამუშაო  "ჯორჯიან კომპანი"-მ შეასრულა" .

_ რა არის უხარისხოდ შესრულებული? ყველაფერი კარგადაა. ერთ კარებს "ზამოკი" მოტყდა და ჩავსვამთ. ადრე, რაც შენიშვნა მოგვცეს, გავითვალისწინეთ და არანაირი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივად ჩავაბარეთ ობიექტი, _ გვითხრა "ჯორჯიან კომპანის" დირექტორმა, ვალერიან კაკულიამ გამოძიების მომზადების დროს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნის თანახმად, ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღში განხორციელებულ სამუშაოებში ბევრი ხარვეზია.

ეს დასკვნაც მას შემდეგ გაკეთდა, რაც "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და საზოგადოებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გარემონტებული 5 საბავშვო ბაღის შესახებ უამბო.

რემონტი პირობითად, რადგან ერთ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობაა გადახურული, მეორე შემთხვევაში კი კერძო შენობა გარემონტდა. თანაც ისე, რომ ლამის მთელი საქართველოს დასაცინი გახდა _ რეაბილიტაცია ჩვენებურად კედლების გარეშე მდგარ კარსაც ნიშნავს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბაღს, იქ დაგებული ლამინატი და ჩასმული კარები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, დავიწყებულია "პლინტუსები" და .აშ.

ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ექსპერტიზა მხოლოდ ერთ ბაღის სამუშაოებზე ჩაატარა იმ მიზეზით, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად სახსრები აღარ ქონდა.

#1 ბაგა-ბაღის ექსპერტიზის თანახმად, რიგი სამუშაოებისა არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს.

თუმცა, #1 და სხვა დანარჩენი ბაღებიც მიღება-ჩაბარების კომისიამ, რომელსაც გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძე ხელმძღვანელობს, ისე ჩაიბარა, რომ ხარვეზზე არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, ჩვენთან საუბრისას ლომთათიძემ აღნიშნა, რომ "ჩოხატაურში საქმის სხვანაირად კეთება არ იციან", თავად "ჩაქუჩს ხელში ვერ დაიჭერს" და "ესაა რაცაა". მანვე დაადასტურა, რომ რიგი სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, ბევრი არ ვარგოდა, თუმცა, კომისიამ მაინც ჩაიბარა მოტივით, რომ "ასე იყო საჭირო და რა გვექნა, სულ არ ჩაგვებარებინა?!"

ამ კომენტარიდან მალევე, ლომთათიძე უფრო შორს წავიდა  _  კამერაზე ხელიც დააფარა და კომენტარიც აღარ გააკეთა.

თუმცა, ეს ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებამდე ხდებოდა. დასკვნის დადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ ისიც განაცხადა, რომ კომისია აუცილებლად შეიცვლებოდა. თუმცა, კომისიას დღემდე ლომთათიძე ხელმძღვანელობს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ  როდესაც გაჩნდა ეჭვი სამუშაოების ხარისხსა და მოცულობაზე, მოწვეული იქნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

_ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიით ასევე დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველო და დაიწყო გამოძიება. გამოძიებასთან თანამშრომლობდა გამგეობის ინსპექტირების ჯგუფი.

გამოძიების შედეგად, მიმდინარე წლის 17 აპრილს, მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულად იქნა ცნობილი. გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ, სოფელ სამებაში საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილ შენობაში იატაკი არ იყო მოხვეწილი. სოფელ იანეულის საბავშვო ბაღში კანალიზაციას აკლდა მარტივი ტიპის სალექარი. შენობების სახურავების საწვიმარი ღარების სიგრძე არ შეესაბამებოდა საპროექტო მონაცემებს. სულ ხუთივე ობიექტზე, რომლის სატენდერო გამარჯვებული ფასი შეადგენდა 181 112 ლარს ექსპერტიზამ 5100 ლარის ღირებულების შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა დათვალა.

რაც შეეხება, დაზარალებულად ცნობის დადგენილების მიხედვით აღნიშნულ, დამატებით, 12 398 ლარს, გამოძიების თანახმად, ეს არის გადასახადების დამალვის შედეგად მიყენებული ზარალი, რომელთანაც  გამგეობის ინსპექტირების ჯგუფს შეხება ვერ ექნებოდა, ისევე როგორც გამოცდილების დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებთან.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობა გადახალისდება. ამ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია ერთი დაუმთავრებელი ობიექტის არსებობამ, რომლის ჩაბარებისთანავე ახალი კომისია "სუფთა ფურცლიდან" დაიწყებს საქმიანობას, _ გვითხრა კუჭავამ

 მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამუშაოებზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა და საზოგადოებას საბავშვო ბაღების "რეაბილიტაციის" ფაქტები მიაწოდა. მანამდე, რატომღაც გამგებლის მიერ ხსენებული ეჭვი არც ინსპექტირების ჯგუფს გასჩენია და არც საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც ე. წ. "რეაბილიტირებული" ბაღები მოინახულეს და კარგი დასკვნა დადეს.



 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობისშინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...