ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო

მთავარი თემა

ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო

2015 აპრ 22 19:12:10

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირების, ან მათი ოჯახის წევრების საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშვნის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

"თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ ან აირჩნენ თანამდებობებზე, თუმცა ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომელთა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადანაცვლება საჯარო სამსახურში ეჭვქვეშ აყენებს საჯარო მოხელეთა შერჩევის მერიტოკრატიულ პრინციპს და კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ.

გარდა 38 თანამდებობის პირისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში, 14 თანამდებობის პირის შემთხვევაში ამ კომპანიებში მათი ოჯახის წევრები იყვნენ დასაქმებულნი. ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირები პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს წამყვან რგოლში დასაქმდნენ. მაგალითად,

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე, შპს „ქართული ოცნების“ დირექტორი და სს ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო;

ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც, როგორც გუშინ, 21 აპრილს გახდა ცნობილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ბანკი ქართუს და ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა,

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს „ელიტა ბურჯის” მძღოლი იყო;

საჩხერის უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია „ატუში“ ოსტატის პოზიციას იკავებდა.

შედარებისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაითვალა მსგავსი სექტორის კომპანიებიდან საჯარო სექტორში წასული თანამდებობის პირების ოდენობა. მაგალითად ორი კომპანია ავიღეთ: სამშენებლო კომპანია აქსისი და საქართველოს ბანკი. აქსისიდან 2012 წლის შემდეგ მხოლოდ ორი ადამიანი დაინიშნა თანამდებობის პირად, საქართველოს ბანკიდან კი – 12. ამ 12 პირს შორის არიან რწმუნებულის, გამგებლის და მერის მოადგილეები, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და სხვადასხვა საჯარო უწყებებში დეპარტამენტებისა და სამმართველოები უფროსები ან მოადგილეები. არც ერთი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი ან იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებში დასაქმებული  ცალკეული პირები ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო ბატალიებში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭს იყრიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეკრიბა ინფორმაცია ქონებრივი დეკლარაციებიდან იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შემდეგ კომპანიებსა და ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულები:

სს ქართუ ჯგუფი – სს ბანკი ქართუს 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია;

ბანკი ქართუ – ბანკის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს;

შპს ელიტა ბურჯი – ივანიშვილთან ასოცირებული სამშენებლო კომპანია, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;

შპს ბურჯი – ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანია რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი მდებარეობს;

აიპ ასოციაცია ატუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი;

საქველმოქმედო ფონდი ქართუ – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი; მდებარეობს იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი;

შპს აგრო ქართუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი; მფლობელი ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული;

ტელეკომპანია მეცხრე არხი – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია;

სს გლობალ კონტაქტ კონსალტინგი – სატელიტური კომპანია, რომლის მეწილეებს შორის (1,23%) ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია.

იმის გამო, რომ ამ კომპანიებს უმეტესად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მფლობელები ჰყავთ, მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ამ კომპანიებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კავშირზე სხვადასხვა წყაროები მიუთითებენ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ. შესაბამისად, წინამდებარე ბლოგი მთლიანად ვერ ასახავს იმას, თუ რამდენი პირი დასაქმდა საჯარო სამსახურში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიდან.

აღმასრულებელი ხელისუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქველმოქმედო ფონდ ქართუს თავმჯდომარე, შპს ქართული ოცნების დირექტორი და სს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სს ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი ქართუს და ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე შპს აგრო ქართუს გენერალური დირექტორი იყო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (ამჟამად თბილისის ვიცემერი) დიმიტრი ქუმსიშვილი კი ბანკი ქართუს დირექტორის პოზიციას იკავებდა. ასევე, მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შპს ქართუ მენეჯმენტის დირექტორი იყო. ეს კომპანიაც ქართუ ბანკის მისამართზეა რეგისტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თავად მინისტრის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 5 თანამდებობის პირი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა. სახელმწიფო უსაფრთოხების სააგენტოს დირექტორი მირიან მჭედლიშვილი სს ქართუ ჯგუფის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი იყო, მისი მოადგილე გიორგი დვალაძე კი სს ქართუ ჯგუფის კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ თაბუნიძე ბანკი ქართუს და შპს ბურჯის სპეცტექნიკის ინჟინერი იყო. ბანკი ქართუს თანამშრომელი იყო მინისტრის აპარატის უფროსი მაია უსანეთაშვილი. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფისა და მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სერგო ჯანელიძე კი ასოციაცია ატუში, შპს ბურჯში და შპს ელიტა ბურჯში მუშაობდა. ივანიშვილის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დაინიშნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის მსგავსად, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან უჯმაჯურიძეც შპს აგრო ქართუს თანამშრომლები იყვნენ.

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ/შ გიორგი პატარიძე ქართუ ჯგუფის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მ/შ ვლადიმერ ხუნდაძე კი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისა და საბაჟო ფორმალობების განყოფილებას ასოციაცია ატუში და შპს ბურჯში ედგა სათავეში.

ჯანდაცვის სამინისტრო

ნოე ქინქლაძე 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. იქამდე, ის შპს ბურჯის დირექტორად მუშაობდა. იმავე წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, დაჩი ქინქლაძე ბანკი ქართუს იურისტი იყო და ფინანსთა სამინისტროს მრჩეველად დაინიშნა. 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით კი დაჩი ქინქლაძე სსიპ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთოერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

განათლების სამინისტრო

ასოციაცია ატუს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მეცხრე არხის გადაცემის წამყვანი ნატო ასათიანი ასევე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტელეკომპანია მეცხრე არხის უცხოეთის ახალი ამბების სამსახურის უფროსი კარლო სიხარულიძე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად დაინიშნა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

თბილისი: სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის-ლილოს უბნის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოდერძი თოდაძე, შპს „ელიტა ბურჯის” მარკეტინგის მენეჯერი იყო. იმავე კომპანიაში მუშაობდა მისი მეუღლეც.

აჭარის მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბანკი ქართუს ფილიალის დირექტორი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უკვე ყოფილი მინისტრი ავთანდილ ძაგანია, 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით ელიტა ბურჯის ბიზნეს განვითარების მენეჯერად მუშაობდა.

საჩხერე: საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე ბანკ ქართუში და ასოციაცია ატუში მოლარედ მუშაობდა. უკვე ყოფილი გამგებელი ივანე გოშაძე კი ასოციაცია ატუს ოსტატი იყო. შპს ელიტა ბურჯის საპროექტო სამსახურის ყოფილი არქიტექტორი ბენიამენ ფალავანდიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.

სხვა მუნიციპალიტეტები: 2013 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი შპს ელიტა ბურჯის მძღოლი იყო. 2013 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი მარნეულის გამგებელი უკვე მერაბ თოფჩიშვილია. ბანკი ქართუს ქუთაისის ფილიალის დირექტორი ტარიელ თუთარაშვილი 2013 წელს ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წელს კი გამგებელი გახდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იოსებ ვანიშვილი ბანკი ქართუს სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი იყო. სამტრედიაში ფრაქცია ქართული ოცნება მაჟორიტარების თავმჯდომარე პაატა კოხრეიძე სს გლობალ კონტაქტ კონსალტინგის სამტრედიის მუნიციპალიტეტის კოორდინატორად მუშაობდა.

რწმუნებულები და მათი მოადგილეები: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი გურამ მაჭარაშვილი ბანკი ქართუს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელი ზურაბ რუსიშვილი კი ბანკი ქართუს გორის სერვისცენტრის და ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერი იყო. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი 2011-2013 წლებში ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მრცევლად მუშაობდა. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი წლების მანძილზე ბანკ ქართუსა და ქართუ ჯგუფში მუშაობდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ტელეკომპანია მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი კახა ბექაური დაინიშნა, ვისი მეუღლე ეკა ბერიძეც იმავე მაუწყებელში წამყვანის პოზიციას იკავებდა.

მიმდინარე წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ წევრად პარლამენტმა გიორგი ფრუიძე აირჩია, ვისი მეუღლე ნათია ლაზაშვილიც მეცხრე არხის წამყვანი იყო და დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.

ჩვენ მიერ შედგენილი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების სია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში იყვნენ დასაქმებულნი, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...