სამართლიანი მოთხოვნები თუ პროვოცირებული აქცია?

მთავარი თემა

სამართლიანი მოთხოვნები თუ პროვოცირებული აქცია?

2015 აპრ 25 19:21:01

წყალი, ხიდი, გზა, მიწა, გაზი - ეს ის პრობლემებია, რომლის მოთხოვნითაც, დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობამ  კიდევ ერთი აქცია გამართა.

დაბის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე  მიუძღოდა.  აქცია შეძახილების, ოვაციებისა და ტაშის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციაზე გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილიც  იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის საუბარი ხმამაღალი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ცენტრში შეკრებილები  მათ  ულტიმატუმებს უყენებდნენ და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას სთხოვდნენ.

"წყალი ჩვენ არ გვაქვს, არც გზა გვივარგა, არც გაზია,  ხიდის აღდგენა ვერ მოხერხდა 3 წლის განმავლობაში, არც წართმეული მიწების დაბრუნებაში მოგვეხმარეთ, სად არის თქვენი დაპირებები? აღარ გვჯერა ამ ხელისუფლების" , _ მიმართავდნენ შეკრებილები  ხელისუფლების წარმომადგენლებს.

"არსად არ იქნება ასეთი გაჭირვებული მოსახლეობა, აქ რომ ვცხოვრობთ, სამუშაოდ თურქეთში გადახვეწილი ახალგაზრდობა და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, სოფელში უფროსი ასაკის ადამიანებია შემორჩენილი, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აღარ გაგვაჩნია, რომ რაღაცა მოვიყვანოთ და პური გვქონდეს,  დანგრეულია სოფლის ცენტრში მდებარე შენობები, რომლებიც ნაომარს ჰგავს. გაიძახიან, ნაცები, ნაცები, აღარ არიან ბატონო ეგ  ნაცები, თვითონ გააკეთონ, ამდენი წელია აღარ მობეზრდათ სხვისთვის გადაბრალება?"_ ჟურნალისტებთან საუბარს ერთმანეთს არ აცლიდნენ შეკრებილები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის მკვიდრთა უმრავლესობა  პრივატიზაციის პერიოდში უსამართლოდ გასხვისებული მიწების საკითხს უკვე წლებია აპროტესტებს.

"მიუხედავადი იმისა, რომ ჩვენ არა ერთხელ მოვაწყვეთ აქცია მიწების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით, არცერთი  მთავრობისგან კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.

ეს არ არის პირველი აქცია და ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. აქცია ერთი თვის წინ  კიდევ ჩატარდა,  ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაპირდა, რომ მივიდნენ ინვესტორებთან, რომლებსაც აქვს ეს მიწის ნაკვეთები შესყიდული და პრობლემას მოუგვარებდნენ", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, აქცია პროვოცირებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ, რომ მათ დაიწერონ პოლიტიკური ქულები.

"გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ვაწარმოეთ მოლაპარაკებებს კომპანია "ვანრიკთან" და "ჯეოპლანტთან."  მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასებში გადასცენ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები საკუთრებაში. ხელშეკრულებები გაფორმებულია, გვინდოდა რომ მოსახლეობისთვის გაგვეცნო, და უცებ მივიღეთ სხვა შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩამოსულია ბაკურიძე, რომელიც თითქოს ხალხს ეხმარება, რას მოუწოდებს მოსახლეობას, შეიჭრან კერძო საკუთრებაში? ეს არის დიდი ტყუილი, რომელიც მან მოახდინა მოსახლეობასთან აქციის დემონსტრირების დროს. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ხიდის მშენებლობას წელს დასრულდება, იმ დაპირებებს რაც გავეცი ლაითურლებთან შეხვედრაზე, აუცილებლად შევასრულებ", _  ამბობს მერაბ ჭანუყვაძე.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ  აქციაზე გაჟღერებული თითოეული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

"ბაკურიძე ნამდვილად  ვერ არის ისე დაინტერესებული ადგილობრივების გასაჭირით, როგორც ჩვენ.  ხელისუფლებას თითოეული ადამიანის ბედი და გაჭირვება ადარდებს. ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიშუამდგომლეთ “ჯეოპლანტის“ წარმომადგენლებთან, მივაღწიეთ იმას, რომ გაყიდის ეს კომპანია ამ მიწებს, რომელიც მისი საკუთრებაა, მოსახლეობამ განაცხადა, ჩვენთან შეხვედერის დროს, რომ  2016 წლის სექტემბრამდე დრო მისცენ, რომ გადაიხადონ აღნიშნული თანხები, რაც შეეხება გაზიფიცირებას, 2016 წელს მოხდება, ასევე ხიდის მშენებლობაც დასრულდება", - გვითხრა ქეთი მოისწრაფეშვილმა.




 ახალი ამბები
  • საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთიმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ტვ1-თან განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.  „საქართველოს სამთავრობო კომისია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. უნდა განვასხვავოთ საკითხის ორი კომპონენტი. კერძოდ, პირველი ეხება საზღვრის დელიმიტაციის პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოიცავს შეუთანხმებელ მონაკვეთზე არსებულ ვითარებას. ამასთან, აზერბაიჯანულ პრესაში ბოლო პერიოდში გაჟღერებული გზავნილები იწვევს საქართველოს მხარის გაკვირვებას და წუხილს, ვინაიდან ცალმხრივად ასახავს ადგილზე არსებულ ვითარებას, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კონტექსტში უნდა აღინიშნოს შემდეგი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი (დაახლოებით 1,2 კმ სიგრძის) არ არის დელიმიტირებული და შეთანხმებული მხარეთა შესაბამისი კომისიების მიერ რაც, სამწუხაროდ, არაკეთილმოსურნეების მხრიდან განაპირობებს არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია არის ორმხრივი პროცესი და მის დასრულებამდე და შესაბამის იურიდიულ გაფორმებამდე [ცალმხრივი] საუბარი თუ სად გადის სახელმწიფო საზღვარი დაუშვებელია. ეს ხელს უშლის და ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. აქედან გამომდინარე მიუღებელია ცალკეული მტკიცება, მათ შორის იმის, თითქოს ყოფილის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1963 წლის ცალმხრივი დოკუმენტი შესაძლებელია, განხილულ იქნეს საზღვრის დადგენის სამართლებრივ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დოკუმენტი აზერბაიჯანის ყოფილმა სსრ-ს უმაღლეს საბჭომ თავის დროზე თავადაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, ორმხრივი შეთანხმების არარსებობის პირობებში ხსენებული დოკუმენტი კარგავს იურიდიულ ძალას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, საქართველოს სამთავრობო კომისია დელიმიტაციის საკითხებში მუშაობისას ეყრდნობა მოქმედ იურიდიულ ბაზას. „ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკა ფართოდ იყენებს გამოცდილებას, როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა ითვალისწინებს ურთიერთდაინტერესებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მათ შორის, როდესაც საუბარია კულტურულ, ისტორიულ თუ რელიგიურ ფასეულობებზე. ამდენად, იმის მტკიცება, რომ თითქოს საზღვრის დელიმიტაციის დროს რელიგიურ-კულტურული ფაქტორი არ შეიძლება, იქნეს გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მიდგომებს; -დავით გარეჯის კომპლექსს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული დანიშნულება და ფასეულობა, რაც ასევე აუცილებელია, იქნას გათვალისწინებული მხარეთა მიერ მოლაპარაკების დროს. რაც შეეხება ადგილზე განვითარებულ მოვლენებს: – აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული გარემომებებისა და საქართველოს მხრიდან ვიზიტორების დიდი ნაკადის გათვალისწინებით ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების მიერ მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მესაზღვრეები არ შეზღუდავდნენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მრევლისა და ტურისტების გადაადგილებას დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე. მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ხსენებული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა ადგილზე სხვადასხვა სახის პროვოკაციული ქმედებების მიზეზით; – საქართველოს მხარე გმობს მსგავს პროვოკაციებს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენს მაპროვოცირებელი ძალების მიერ ინსპირირებულ ქმედებებს; – სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს მართებს უკიდურესი სიფრთხილე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების დროს; – რაც შეეხება 14 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაძაბულობის დეესკალაცია და სრული ნეიტრალიზაცია“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა და ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი. „მხარეები არ დავუშვებთ მსგავსი ინციდენტების განმეორებას და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ ისტორიული ძეგლი. საქართველო დაინტერესებულია საზღვრის სადელიმიტაციო პროცესის დასრულებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრებიდან ხატები 4-5 დღის წინ გამოიტანეს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას უპრეცედენტოს უწოდებს. „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ... ...
  • "ეჭვი მეპარება გიორგი გაბუნია დააბრუნონ" _ ზაალ უდუმაშვილი"ეჭვი მეპარება ტელეკომპანიამ ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა, ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, _ აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით რ2-ის ჟურნალისტები ღირსეულად დახვდნენ ახალ გენერალურ დირექტორს. "რუსთავი ორის კოლექტივი ძალიან ღირსეულად დახვდა პატა სალიას. მე მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი იქნება, თუ "რუსთავი 2" განაგრძობს მუშაობას იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ახლა მუშაობს და მუშაობდა, ეს უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. "რუსთავი2" არ არის მხოლოდ ტელევიზია, გაცილებით მეტია, ვიდრე ტელევიზია. თუმცა, ეჭვი მეპარება ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა. ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, ან ნოდარ მელაძე ისევ იყოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მან წაიყვანოს შაბათის კურიერი. ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის", _ განაცხადა ზაალ ... ...
  • "არავის გაუჩნდეს ჟურნალისტების შრომით უფლებებში ჩარევის ილუზია" _ სულხან სალაძეახლა დღის წერიგის ნაწილია, არა ის, თუ რა თქვა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ, არამედ ის, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის შრომითი უფლებები, ეს არის ახლა დღის წესრიგის ნაწილი, _  ეს განცხადება რუსთავი2-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააკეთა. "ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ახალმა მესაკუთრემ რეესტრში დაირეგისტრირა. ტელეკომპანიას უკვე ჰყავს ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე რეესტრის საშუალებით არის დადასტურებული. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხია მედიას დამოუკიდებლად შეეძლოს განსაზღვროს თავისი სარედაქციო პოლიტიკა დაარავის  გაუჩნდეს ჟურნალისტების შრომით უფლებებში ჩარევის ან სხვა ზეგავლენის მოხდენის ილუზია", _ განაცხადა სულხან ... ...
  • "დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსაც შეეხებიან" _ ნინო გოგუაძე"ჩვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეჭვსქვეშ არ ვაყენებთ, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული სასამართლო და პატივს ვცემთ მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება, საშუალებას იძლეოდა "რუსთავი 2"-ს გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება ზედა პალატაში", _ ეს განცხადება "გურია ნიუსთან" თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა. გოგუაძის თქმით სახელმწიფო სხვადასხვა სტანდარტით მოქმედებს. "საქართველოს სახელმწიფომ დაადგინა ერთ შემთხვევაში ასეთი სტანდარტი, როდესაც აღსრულება არ მოიყვანა მანამ, სანამ დიდმა პალატამ არ მიიღო გადაწვეტილება და ეს საქმე არის ვანო მერაბიშვილის საქმე. დღეს ნახეთ, რა სისწრაფით იმოქმედა სახელმწიფომ, როგორ ერთ საათში აღასრულა სტრასბურგის გადაწვეტილება, ისე რომ, გასაჩივრების შესაძლებლობაც კი არ დაუტოვა არც მფლობრლებს და არც მენეჯმენტს. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა სიტყვის დამოუკიდებლობის და მისგან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ამაში მაინც დარწმუნებული ვარ. გვინახავს წინა ხელისუფლებების დროსაც როგორ ხდებოდა ქონების გადაფორმება ერთი მფლობელიდან მეორეზე და როგორ იცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა. ამას ველოდები, რა თქმა უნდა, რუსთავი2-თან მიმართებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს, ჟურნალისტებს არ შეეხებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეეხებიან, ასევე, დარწმუნებული ვარ, სიტყვის თავისუფლება 21-ე საუკუნეში ვერავინ შეეხება და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება შეუზღუდავი, _  განაცხადა "გურია ნიუსთან" ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...