“თქვენ ხართ 42 000 ლარად გაყიდული პოლიტიკური გვამი“ - დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

მთავარი თემა

“თქვენ ხართ 42 000 ლარად გაყიდული პოლიტიკური გვამი“ - დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

2015 მაი 1 20:59:47

"ბატონი გოჩა ძიმისტარაშვილი ბოლო პერიოდში არაეთიკური ქმედებებით გამოირჩეოდა "ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის"  წევრების მიმართ, ხშირ შემთხვევაში აშანტაჟებდა მათ. ავლენდა დეპუტატისთვის შეუფერებელ დამოკიდებულებას,  იძულებით ითხოვდა მათგან  თანამდებობის პირთა გადაყენებას, იყო შემთხვევა, როცა ცილი დასწამა და შეურაცხყოფა მიაყენა რიგ დეპუტატებს იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს მერის მიერ შემოტანილ კანონიერ საკითხს.  ამიტომ,  გთხოვთ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე  დასვათ საკითხი, ბატონი გოჩა ძიმისტარაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მიზნით", _ აღნიშნული განცხადება ქალაქ ოზურგეთის  საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძემ ბიუროს სხდომის დამთავრების შემდეგ წაიკითხა.

საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის,  გოჩა ძიმისტარაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული  განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ, ასევე დეპუტატებმა ნანული ორაგველიძემ და ნინო ტაბატაძემ მიმართეს.

რაც შეეხება თვითონ ძიმისტარაშვილის პოზიციას, როგორც ის აღნიშნავს,მისთვის თანამდებობაზე ყოფნა მნიშვნელოვანი არაა.
ძიმისტარაშვილმა საკრებლოს დეპუტატის უხუცესს წევრს ნანული ორაგველიძეს პოლიტიკური გვამი უწოდა.

"არ არის ჩემთვის პრობლემა თანამდებობაზე ვიქნები თუ არ ვიქნები,  რაც შეეხება ამ ქალბატონს, ის არის პოლიტიკური გვამი, მე მაინც ვიქნები ხალხისთვის და ყოველთვის დავიცავ ხალხის ინტერესებს საკრებულოში, თქვენ ხართ ასაკოვანი ქალბატონი, ცოტა სხვა რამეზე უნდა იფიქროთ, 1200 ლარი გაქვთ ხელფასი, დარჩენილ 3 წელიწადში გამოდის 42 000 ლარი გექნებათ,  თქვენ ქალბატონო ნანული 42 000 ლარად გიყიდეს" _ აღნიშნა ძიმისტარაშვილმა ბიუროს დამთავრების შემდეგ.
ნანული ორაგველიძემ კი ძიმისტარაშვილის ამ განცხადებას  ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ ამისთვის ის პროკურატურაში სარჩელს შეიტანდა.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?